29/10/2026
„სტუდია ეი-დი-სის“ არსებობის განმავლობაში, ერთობლივი ძალისხმევითა და თქვენი გვერდში დგომით არაერთი სირთულე დაგვიძლევია.
დღეს ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარსა და მის ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან.
მარტოხელა დედა დამოუკიდებლად ზრდის ორ მოზარდ შვილს (12 და 14 წლის). უმცროს ბავშვს აქვს მძიმე და კომპლექსური დიაგნოზი:
• აუტიზმი
• გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა
• ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა
• განვითარების დაყოვნება
• ეპილეფსია
• მეტყველების დარღვევა
დედა მარტო უმკლავდება ამ უდიდეს გამოწვევას.
შექმნილი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ვეღარ იხდის ბინის ქირას და მათ უახლოეს დღეებში სახლიდან ასახლებენ.
ჩვენი მცირედი თანადგომაც კი მათთვის დღეს გადარჩენის ტოლფასია.
📌 საბანკო რეკვიზიტები:
• ბანკი: საქართველოს ბანკი
• მიმღები: ნინო ყვარელაშვილი (დედა)
• ანგარიშის ნომერი : GE95BG0000000601830556
გულწრფელი მადლობა თანადგომისა და მხარდაჭერისთვის!
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რომ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ. 🙏🧡