საზოგადოება და ბანკები

Call Directions Website Contact the organization

საზოგადოება და ბანკები კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასა და ბანკებს შორის

❗️ ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა. თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ...
21/08/2026

❗️ ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა.
თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც უშუალოდ გამყიდველებზეა გათვლილი.
❓ როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?
・თაღლითები გიკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.
・გიგზავნიან ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი.
・გთხოვენ ბმულზე გადასვლას და მონაცემების შეყვანას, თითქოსდა ნივთის ღირებულების ჩასარიცხად.
・მონაცემების შეყვანის შემდეგ, თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება.
❗️ არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ გაურკვეველ ბმულებზე:
◦ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი
◦ პაროლი
◦ SMS ერთჯერადი კოდი
◦ საბანკო ბარათის მონაცემები
❗️ მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ:
როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო.

„რიცხვების გარეშეს“ ამ ეპიზოდში გიორგი და ანა ქალაქგეგმარებასა და საცობებს ეკონომიკურ ჭრილში აანალიზებენ. გაიგეთ, რამდენ...
18/08/2026

„რიცხვების გარეშეს“ ამ ეპიზოდში გიორგი და ანა ქალაქგეგმარებასა და საცობებს ეკონომიკურ ჭრილში აანალიზებენ. გაიგეთ, რამდენ მილიონს კარგავს საქართველოს ეკონომიკა გზაში, რატომ აძვირებს ლოგისტიკური კოლაფსი პროდუქტს მათთვისაც კი, ვისაც მანქანა არ ჰყავს და რატომ არის სწორი ურბანული გეგმარება არა ხარჯი, არამედ პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ჯიბეში

„რიცხვების გარეშეს“ ამ ეპიზოდში გიორგი და ანა ქალაქგეგმარებასა და ს...

11/08/2026

ოქრო, როგორც ინვესტიცია

04/08/2026

საცობების უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი

რატომ მიდის ქართული ოჯახების ბიუჯეტის დიდი ნაწილი წამლებსა და კლინიკებში? არის თუ არა მაღალი ფასები მხოლოდ კერძო ბიზნესი...
04/08/2026

რატომ მიდის ქართული ოჯახების ბიუჯეტის დიდი ნაწილი წამლებსა და კლინიკებში? არის თუ არა მაღალი ფასები მხოლოდ კერძო ბიზნესის „გაუმაძღრობა“, თუ სახელმწიფოს მიერ შექმნილ თამაშის წესებთან გვაქვს საქმე?

რატომ მიდის ქართული ოჯახების ბიუჯეტის დიდი ნაწილი წამლებსა და კლინი...

25/07/2026

წამლის ფასზე

25/07/2026

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ ეტაპზე იკვეთება ოპერაციები შემდეგ თანხებზე: 180, 875, 2 000 და 3000 ლარი. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ.
თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ებმებიან მახეში, თუმცა ეს სქემა ამით არ სრულდება. გაქრობის შემდეგ უკვე მოტყუებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ ე.წ. „პლატფორმას“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა და იმისთვის, რომ მათ შეძლონ თანხის უკან დაბრუნება, კვლავ უნდა განაგრძონ ინვესტიცია.
მომხმარებლები, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად ნებისმიერი ასეთი შინაარსის დასაქმების თუ სხვა გრანდიოზული სარგებლის შეთავაზების მიმართ, რათა არ გაებან თაღლითების მახეში.

გიორგი კეპულაძის ახალ ბლოგში ვამსხვრევთ მითებს ე.წ. "შავ სიაზე" და გიყვებით, რეალურად რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ი...
24/07/2026

გიორგი კეპულაძის ახალ ბლოგში ვამსხვრევთ მითებს ე.წ. "შავ სიაზე" და გიყვებით, რეალურად რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას. ასევე ვხსნით, რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ჩვენი ფინანსური რეპუტაციისთვის

საკრედიტო ისტორია ეს არის თქვენი ფინანსური ქცევის სრული არქივი: რა სესხები გქონიათ, რა ვალუტაში, რამდენად იცავდი...

🚜 ამჯერად „რიცხვების გარეშე“ ცოტა განსხვავებული გამოვიდა. სტუდია დავტოვეთ და პირდაპირ ველზე, სოფელში ჩავედით. 🍇 როცა ორ ...
21/07/2026

🚜 ამჯერად „რიცხვების გარეშე“ ცოტა განსხვავებული გამოვიდა. სტუდია დავტოვეთ და პირდაპირ ველზე, სოფელში ჩავედით.
🍇 როცა ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას გვერდიგვერდ ხედავ, ერთ მხარეს ტრადიციულ, ხშირად არაეფექტურ შრომას და მეორე მხარეს თანამედროვე, ტექნოლოგიურ წარმოებას, ხვდები, რატომ დგას ქართული სოფლის მეურნეობა ერთ ადგილზე.
🍅 ვსაუბრობთ მითებზე, რომლებიც წლებია გვესმის და იმ რეალურ გამოსავალზე, რაც ქართულ მიწას სოციალური გადარჩენის იარაღიდან მომგებიან ბიზნესად აქცევს.
📺 სრული ეპიზოდი უკვე იუთუბზეა

საქართველო აგრარული ქვეყანაა, მიწა კი ჩვენი უმთავრესი სიმდიდრე - რა...

18/07/2026

მოკლე ვიდეო თავდებობის შესახებ

Address

უნივერსიტეტის ქუჩა #24
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599588517

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოება და ბანკები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საზოგადოება და ბანკები:

Shortcuts

Share