24/06/2026
ბაგების მეფუტკრეობის რეგიონულ ცენტრში (BagebeeCentre) გრძელდება „ღია გაკვეთილების“ ციკლი მოზარდებისთვის - მიმდინარე წლის 24 ივნისს ცენტრს ესტუმრნენ კავკასიის ფრანგული სკოლის (L’Ecole française du Caucase) მოსწავლეები. „ღია გაკვეთილის“ ფარგლებში მოზარდებს ინტერაქტიურ ფორმატში მიეწოდათ ინფორმაცია ფუტკრის ანატომიის, კავკასიური რუხი ფუტკრის თავისებურებების, თაფლოვანი მცენარეების შესახებ გაკვეთილს უძღვებოდა საქართველოს დამსახურებული მეფუტკრე ბ-ნი დემურ დარსანია. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა საკითხებმა როგორიცაა მეფუტკრეობის პროდუქტების ნაირსახეობა და ფუტკართან მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დააგემოვნეს ჩვენს ცენტრში დაწურული თაფლი.
გაკვეთილების ციკლი გრძელდება.