„ევროინტერგაციის მხარდამჭერთა ქსელი“ არის სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა გაავრცელონ, გაცვალონ აზრები, გაიგონ მეტი ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.
„ევროინტერგაციის მხარდამჭერთა ქსელი“ წარმოადგენს არასამათავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, რომლის მიზანია:
1. საქართველოს მასშტაბით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა.
3. ევროინტეგრაციის შესახებ, საჯარო შეხვედრების; სადისკუსიო შეხვედრების და საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით, საზოგადოებაში ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა.
4. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ადვოკატირება და საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.
5. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პუნქტიანი შესასრულებელი გეგმის შესრულების მონიტორინგი და რეკომენდაციების გაცემა.
„ევროინტერგაციის მხარდამჭერთა ქსელი“ უნდა გახდეს მთელი საქართველოს მასშტაბით ევროინტეგრაციის მხარდაჭერთა ყველაზე მობილური, აკადემიური და ღირებულებებზე დაფუძნებული ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს ევროინტეგრაციის მნიშნველობას და როლს საქართველოს მომავალისთვის. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებს შევთავაზებთ სამოქმედო გეგმას, მოსაზრებებს და პოლიტიკის დოკუმენტებს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სვლა რეფორმებით ევროპისკენ.