01/10/2026
🌟 მადლობა Miss Deaf Universe 2026-ის თითოეულ ორგანიზატორს, მხარდამჭერსა და გუნდს!
ა(ა)იპ „საქართველოს ყრუთა კავშირი“ უღრმეს მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელთა თავდაუზოგავი შრომით, პროექტ „ჟესტური სამყაროს“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა Miss Deaf Universe 2026! ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლა 18 ქვეყნის 38 სტუმარს.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტს — ამირან ბატატუნაშვილს და ვიცე-პრეზიდენტს — მაია მეტონიძეს, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობით, ორგანიზებითა და დაუღალავი ძალისხმევით შედგა ეს ისტორიული მასშტაბის პროექტი.
ჩვენს უღრმეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ ოფიციალური მხარდამჭერების მიმართ:
🏛️ საქართველოს კულტურის სამინისტროს
🏛️ „შემოქმედებით საქართველოს“ და მის დირექტორს, ქალბატონ სალომე ხურცილავას
🏛️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას
🏛️ ქალაქ ბათუმის მერიას — უდიდესი გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის!
მადლობა პროექტის ავტორებსა და პარტნიორებს:
👑 Miss Deaf Universe-ის დამფუძნებლებსა და შემქმნელებს
⚖️ ჟიურის წევრებსა და წამყვანს — პროფესიონალიზმისთვის
✊ საქართველოს ყრუთა კავშირის გამგეობის წევრებსა და იმ წევრებს, რომლებმაც საკუთარი ხარჯი გაწიეს, ჩავიდნენ ბათუმში და ღირსეულად დახვდნენ ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს!
❤️ ჩვენს საოცარ გუნდს — ადამიანებს, რომლებმაც 14-დღიანი უძილო ღამეები გაატარეს ამ პროექტის წარმატებისთვის:
— ოთარ კაცაძეს — გასაოცარი სისწრაფითა და ოპერატიულობით ინფორმაციის გავრცელებისთვის;
— ლამარა ბარკალიას — იურიდიული მხარდაჭერისთვის;
— უჩა აბრამაშვილს — რომელიც 24/7-ზე უწყვეტ რეჟიმში გვედგა გვერდით და გვპასუხობდა;
_ ნუნუ ბერიძეს; ციცინო ბერძენიშვილს
— ირაკლი შაფათავას, გიორგი ტერტერაშვილს, გიორგი გოგოხიას, კოკა მუმლაძესა და ლაშა ხერხაძეს — დაუღალავი ორგანიზაციული მუშაობისთვის;
— ანსამბლ „ლილეს“ და ქორეოგრაფებს — დაუვიწყარი შემოქმედებითი ნომრებისთვის.
🤟 ჩვენს შეუდარებელ თარჯიმნებს:
— თამუნა ნოზაძეს (საერთაშორისო ჟესტური ენის თარჯიმანს);
— მაკო მინაძეს („აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ ❤️);
— მარინა ასათიანსა და თამუნა ციციაშვილს — ადამიანებს, რომელთა გარეშეც კონკურსის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა!
🌊 თითოეულ ბათუმელს, ქალაქის კაფე-რესტორნებს, განსაკუთრებით „კაფე ლეპურს“ (Lepur) და ჩვენს მასპინძლებს, რომლებიც გადაღლილ ორგანიზატორებსა და სტუმრებს მუდამ გულთბილად და ცხელი კერძებით გვხვდებოდნენ!
გულწრფელ ბოდიშს ვიხდით, თუ ამხელა მასშტაბურ პროცესში ვინმე უნებლიეთ გამოგვრჩა — თითოეული თქვენგანის წვლილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია!
მადლობა ყველას ამ ისტორიული დღესასწაულის შექმნისთვის! ❤️
🇺🇸 🌟 Thank You to All Supporters, Organizers, & Team of Miss Deaf Universe 2026!
The Union of the Deaf of Georgia extends its deepest gratitude to every person and partner whose dedication made Miss Deaf Universe 2026 possible, executed within the frame of the "Gesture World" project! we proudly hosted 38 guests from 18 countries.
Special gratitude to the President of the Union of the Deaf of Georgia — Amiran Batatunashvili, and Vice-President — Maia Metonidze, whose leadership, initiative, and tireless efforts made this historical event a reality.
We express our sincere thanks to our main supporters:
🏛️ Ministry of Culture of Georgia
🏛️ Creative Georgia & Director Ms. Salome Khurtsilava
🏛️ Government of the Autonomous Republic of Adjara
🏛️ Batumi City Hall — for their continuous support!
Thank you to the project creators and partners:
👑 Founders and Creators of Miss Deaf Universe
⚖️ Jury Members and the Host — for their professionalism
✊ Board Members and Union Members who generously contributed their own resources to travel to Batumi and welcome our international guests!
❤️ Our Amazing Team for 14 Days of Sleepless Nights:
— Otar Katsadze — for remarkable speed and efficiency in media coverage;
— Lamara Barkalia — for legal guidance;
— Ucha Abramashvili — for being available 24/7 and assisting us continuously;
— Irakli Shapatava, Giorgi Terterashvili, Giorgi Gogokhia, Koka Mumladze, and Lasha Kherkhadze — for tireless organizational work;
— Ensemble "Lile" and the Choreographers — for unforgettable performances.
🤟 Our Outstanding Interpreters:
— Tamuna Nozadze (International Sign Interpreter);
— Mako Minadze (Always everywhere ❤️);
— Marina Asatiani & Tamuna Tsitsiashvili — without whom this contest simply could not have happened!
🌊 Every resident of Batumi, local cafes and restaurants — with special thanks to Cafe Lepur — and our hosts, who warmly welcomed our exhausted team and guests with delicious hot meals!
We sincerely apologize if, during such a large-scale project, anyone was inadvertently left out — your contribution is deeply valued!
Thank you all for making this historic event possible! ❤️️