საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia, Non-Governmental Organization (NGO), სლავა მეტრეველის ქუჩა, N4. ბინა N 7 Tbilisi, Tbilisi.

31 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და წყლის გლობალური პარტნიორობის (Global Water...
02/04/2026

31 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და წყლის გლობალური პარტნიორობის (Global Water Partnership) მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე "შავი ზღვა: მეცნიერება და პოლიტიკა".

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ. შეხვედრის ფარგლებში, მოხსენებები წარადგინეს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა აკაკი ფანჩულიძემ და გიორგი მამულაშვილმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შავი ზღვის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის პროცესში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და პოლიტიკის დაგეგმვას შორის კოორდინაციის გაძლიერებას. რამეთუ, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, შავი ზღვის აუზის მდგრადი განვითარება მოითხოვს მეცნიერული კვლევების ტრანსფორმირებას ქმედით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებად. ღონისძიება გაიმართა გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმის ეგიდით.

28/03/2026
18/03/2026

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები, საქართველოს სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი ცხოვრება იყო სულიერი სიმაღლის, სიბრძნისა და სიყვარულის მაგალითი. პატრიარქი არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ მშვიდობის, ერთობისა და ადამიანთა შორის თანაგრძნობის სიმბოლო იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა, ადამიანსა და გარემოს შორის ჰარმონიის შენარჩუნებაზე. ღირებულება, რომელიც ჩვენთვის, როგორც გარემოს დამცველთათვის, უმნიშვნელოვანესია. მისი პიროვნება ასხივებდა სიმშვიდეს, სითბოსა და იმედს, რაც მრავალი ადამიანის ცხოვრების გზას ანათებდა.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად ქართველ ერს. მისი ნათელი ხსოვნა და სულიერი მემკვიდრეობა მარად დარჩება ჩვენს გულებში. უფალმა გნუსვენოს ცათა სასუფეველი და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!

28/02/2026

სამეცნიერო საბჭო

ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წლისთავთან დაკავშირებით"2026 წლის 21 თებერვალს სრ...
21/02/2026

ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წლისთავთან დაკავშირებით

"2026 წლის 21 თებერვალს სრულდება 105 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღიდან, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღიდან. ისტორიული აქტიდან, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული, სამართლებრივი და ევროპული განვითარების გზა.

ჩვენი თაობა ამაყია 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით. აქტით, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა თანასწორობისაკენ ურყევ მისწრაფებას-ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.

ამ კონსტიტუციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ისტორიული გარემოებები, რომლებშიც იგი იქნა მიღებული. დოკუმენტი დამტკიცდა საბჭოთა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, მაშინ როდესაც თბილისთან ახლოს უკვე ისმოდა ქვემეხების ხმა. ეს იყო ისტორიული თავგანწირვის მომენტი, დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ასეთ მძიმე წუთებშიც მოხერხდა ქართველი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლის დაფიქსირება.

ეს იყო გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოა-თავისუფლებაზე, სამართალსა და ადამიანის ღირსებაზე, და ეს არჩევანი უალტერნატივოა ყველაზე მძიმე და კრიტიკულ დროსაც.

დღეს, 105 წლის შემდეგ, ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ სწორედ ეს სულისკვეთება გვაერთიანებს. ცოტა ხნის წინ ჩვენს მიერ მიღებული „ახალგაზრდობის თანხმობის აქტი“ მტკიცედ იზიარებს 1921 წლის კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს და გამოხატავს ჩვენი თაობის პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ.

გვჯერა, რომ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. არამედ, ის ძლიერი შეხსენებაა, რომ სახელმწიფო იქმნება იდეებით, პრინციპებითა და სიმტკიცით. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.

დღეს პატივს მივაგებთ იმ თაობას, რომელმაც ურთულეს ვითარებაში შეძლო სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დამკვიდრება, და ვაცხადებთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე დაყრდნობით განვაგრძოთ ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და პროგრესისაკენ უწყვეტი სწრაფვა."

07/02/2026

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს სამეცნიერო საბჭოს სხდომა.
საბჭომ იმსჯელა "განათლების რეფორმაზე" დაანონსებულ თსუ და სტუ გაერთიანებაზე....

02/02/2026

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გავრცელებულ გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელია, რა კრიტიკულმა საჭიროებამ განაპირობა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის ორი უძველესი, პროფილით, სრულიად განსხვავებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლიანი ისტორია, მისი უნიკალური აკადემიური პროფილი და ინსტიტუციური იდენტობა საუკუნეზე მეტია ემსახურება ქვეყნის განვითარებას. მის სხვა ინსტიტუტში „შთანთქმა“ ქმნის რეალურ რისკს, რომ დაიკარგოს რთული გზით შექმნილი საგანმანათლებლო ტრადიცია, რომელმაც თაობები აღზარდა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამასთან ერთად, ჩნდება მაღალი რისკი, სერიოზული ზიანი მიადგეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიურობას, პროგრამებსა და მის განვითარებას.

სუვერენულ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი ტექნიკური კადრები, რომელთა დეფიციტსაც დღეს უკვე ხშირად განვიცდით. ამ პროფესიონალების მომზადებას კი დამოუკიდებელი, სპეციალიზებული ინსტიტუცია სჭირდება.

მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის გადაწყვეტილებები მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ, პროფესიულ და აკადემიურ განხილვებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს. დიალოგი პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, სფეროს სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არის წინაპირობა, რათა ნებისმიერი რეფორმა იყოს გამჭვირვალე, ლეგიტიმური და ეფექტიანი.

გვჯერა, რომ ჯერ კიდევ არსებობს სივრცე, დრო და შესაძლებლობა, რათა ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, გაიხსნას ფართო კონსულტაციები და მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც პატივს სცემს ჩვენი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების დაცვას.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს ამ საჯარო დიალოგში და მხარი დაუჭიროს პროცესს, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

13/12/2025
🇬🇪🇪🇺 ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) ახლადარჩეული პრეზიდენტი, შეიმუს ბოლანდი საქართველოს მწვანეთა მოძრ...
12/12/2025

🇬🇪🇪🇺 ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) ახლადარჩეული პრეზიდენტი, შეიმუს ბოლანდი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის კანდიდატ წევრს, გიორგი მამულაშვილს საპასუხო წერილს უგზავნის.

წერილში დადასტურებულია "გაფართოების კანდიდატი წევრების" (ECM) ინიციატივისადმი ერთგულება და საქართველოდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. ასევე, ევროკავშირის გაფართოებისა და ახალგაზრდობის საკითხები პრეზიდენტის პრიორიტეტადაა დასახელებული.

🖋 "მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC) გააგრძელებს "გაფართოების კანდიდატი წევრების" (ECM) ინიციატივას, რომელმაც თავი წარმატებულად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება მიიღო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისაგან, ისე, ჩვენი ინსტიტუციური პარტნიორების მხრიდან.

სასიამოვნოა მოსმენა, რომ როგორც კომიტეტის კანდიდატი წევრის, ისე, ახალგაზრდობის წარმომადგენლის რანგში, თქვენი გამოცდილება წარმატებულია, და ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას ჩვენს საქმიანობაში.

გაფართოება და ახალგაზრდობა ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში კვლავაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება."-ნათქვამია წერილში.

Address

სლავა მეტრეველის ქუჩა, N4. ბინა N 7 Tbilisi
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 11:00 - 21:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 11:00 - 21:00
Thursday 11:00 - 21:00
Friday 11:00 - 21:00
Saturday 12:00 - 21:00

Telephone

2 39 95 43

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia:

Share