სახალხო დიპლომატია

  • Home
  • სახალხო დიპლომატია
Call Directions

სახალხო დიპლომატია Public diplomacy is aimed at enhancing the dialogue between the citizens of the country and foreign partners

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატია“ შეიქმნა, ვინაიდან საქართველო ოდითგანვე სახალხო დიპლომატიის აკვანია, ტოლერანტობისა და ერთაშორის საოცარი ჰარმონიული თანაცხოვრების სპეციფიკური გარემოთი. მსოფლიოში, კერძოდ კი ჩვენს რეგიონში, არსებობს ცხელი წერტილები, ათასობით ადამიანი მოწყვეტილია მშობლიურ კერას, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მიცვალებულების საფლავების მონახულებისაც კი. ეროვნებებს შორის მტრული დამოკიდებულება უფრო ღრმავდება. ხელოვნურად ხდება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ირღვევა ადამიანების უფლებები და თავისუფლებები, იცლება საოცარი ტურისტული და ეკონომიკური ღირებულებების მქონე უძველესი დასახლებები. ყველა არსებულ პრობლემას დიალოგის გზით აქვს გადაჭრისა და აღმოფხვრის შესაძლებლობა. სახალხო დიპლომატია შეძლებს შეაკავშიროს საზოგადოება და ხელისუფლება. ჩვენი მიზანია ინდივიდმა თავი არ იგრძნოს გარიყულად პრობლემებთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში. გვინდა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი აკეთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე, ხელი შევუწყოთ საქმიანობაში, მოხდეს ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების სათანადო წარმოჩენა და პოპულარიზაცია, დავიცვათ რელიგიური სიწმინდეები, აღმოვფხვრათ რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან მოწოდება ამგვარი ქმედებისკენ, რელიგიური შენობებისა და სხვა სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან მათი დაზიანება. სახალხო დიპლომატია განავითარებს ურთიერთგაგებას, დაამკვიდრებს მეგობრობასა და სიყვარულს ადამიანთა შორის. გვაქვს რა, ამის საუკუნოვანი გამოცდილება, შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ მშვიდობისა და განვითარების საძირკვლის ჩაყრის საქმეში, როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიო მაშტაბით.

17/11/2026

მტკვრის ნაპირებთან ისტორია თიხასავით იძერწება, ძველი ქუჩების ქვა კი საუკუნეთა ჩურჩულს ინახავს. თბილისში სხვა ჰაერია, სხვა სითბო და მადლი, აქ სხვადასხვა ენა ერთ მღელვარე გულში ინთება. ელიას გორაზე აღმართული წმინდა სამება, სომხური ეკლესია, მეჩეთის ქვის გუმბათი, სინაგოგის სინათლე, სოლოლაკის კლასიკური სადარბაზოები და მეიდანსა თუ შარდენზე ფეთქავი ცხოვრება ერთ დიდ, საერთო ამბავს ყვება. ძველ უბნებში, გოგირდის აბანოების ორთქლსა და იტალიურ ეზოებში წარსული დღემდე ცოცხლად სუნთქავს. აქ ყავის სუნი და ძველი დროის სევდა ბუნებრივად ერწყმის ეზოებიდან გამოსულ სიცილსა და მეზობლის მისალმებას. ეს ქალაქი მუდამ იტევდა ყველას და ყველაფერს თავისი დიდი, თბილი გულით. აგურის კედლებზე მიდგმული ჭრელი აივნებიდან გადმოფენილი ყვავილები, მტკვრის პირას გადმოკიდებული სახლები და კულტურათა ეს მრავალფეროვნება ჩვენი საერთო საყრდენია. სულ ერთია, საიდან ხარ, თუკი ეს ქალაქი გიყვარს, ის შენს ტკივილსაც იფერებს და ბედზეც დედასავით გელაპარაკება. მრავალსაუკუნოვანი, სევდიანი და ამაყი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ მაინც ერთიანი თბილისი ჩვენი საერთო სახლია, სადაც წარსულიც და მომავალიც ძველი ხიდების ქვეშ შეყვარებულებივით სამუდამოდ ეხვევა ერთმანეთს.
სწორედ ამ მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლოდ, 16 ნოემბერს თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly

Eva Babalashvili
Merab Chanchalashvili

დეიდა ნუნუს წასვლა ისეთი ტკივილია, რომელსაც ზედმეტი ფრაზები და ლამაზი სიტყვები მხოლოდ ამძიმებს. როდესაც ასეთი ადამიანები...
05/11/2026

დეიდა ნუნუს წასვლა ისეთი ტკივილია, რომელსაც ზედმეტი ფრაზები და ლამაზი სიტყვები მხოლოდ ამძიმებს. როდესაც ასეთი ადამიანები გვტოვებენ, პირველად სიჩუმე გინდა, მერე კი უბრალოდ თბილი გახსენება...... იმის თქმა, რომ ის ჩვენს გულებშია......
​მიდიან... მიდიან ლეგენდები......და თითქოს თითოეული მათგანის წასვლით ჩვენი ძველი თბილისის კიდევ ერთი კედელი ინგრევა, კიდევ ერთი სანთელი ქრება....
​ დეიდა ნუნუ... ჩემი ძვირფასი ადამიანი და ახლობელი. გამორჩეული და რჩეული ადამიანი, რომელიც თბილისით სუნთქავდა, მაგრამ მისი გული მთელ საქართველოს იტევდა. მის სიმღერებსა და შემოქმედებაში ცოცხლობდა ძველი, მრავალეროვანი თბილისი - ყველა ერი, ყველა კუთხე, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქალაქს თავის სახლს ეძახდა. თბილისური ეზოების ჰარმონია.... ასევე საქართველოს თითოეული კუთხის სილამაზე მის გულში გადიოდა და იქიდან სიმღერად და სითბოდ იღვრებოდა.....
​მახსენდება 90-იანი წლები, ჩემი ქორწილი... მაშინდელ ქორწილებს სხვანაირი, გულწრფელი სული ჰქონდა. არავითარი პროფესიონალი ორგანიზატორები არ გვყავდა, სტუმრები თავად ქმნიდნენ ზეიმს და განწყობას და ჩემს ქორწილში დეიდა ნუნუ იყო ნამდვილი მუსიკის დედოფალი. როცა როიალთან დაჯდა, დაიწყო ნამდვილი მაგია..... უკრავდა თავის ზედმიწევნით ლამაზ მელოდიებს და ასევე ბევრ სხვადასვა სიმღერას თუ საცეკვაო მუსიკას...
მისი სიმღერები, მაშინვე ჰიტდებოდა და მთელ საკონცერტო დარბაზს აერთიანებდა.....
​მოსკოვის გასტროლების დროს ხშირად ჩემთან ჩერდებოდა, იმდენად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდი კომპოზიტორი იყო და არა უბრალოდ სიმღერების ავტორი, ბუნებით იყო უბრალო, წრფელი და თბილი, მის გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერება იყო.
​ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის ნაწილი — ისეთი თბილისის, რომელიც სულ უფრო იშვიათია და რომელსაც ასე ველევით. მშობლიური კუთხის ,კახეთის მიმართაც ვალმოხდილი წავიდა,მან საუკეთესო კახეთის ჰიმნი შექმნა.....
​დღეს კი... დღეს ის წავიდა. წავიდა და თან გაიყოლა უზომო ხალხის სიყვარული..... ჩვენ კი დაგვტოვა იმაზე ფიქრით, თუ როგორი წუთიერი და უცაბედია ეს ცხოვრება.....
​
​მშვიდობით, ჩემო ძვირფასო დეიდა ნუნუ. მადლობა ყველაფრისთვის და რომ იყავით.

Nana Jikia არიან ქალები, რომლებიც თავიანთი ენერგიით, გონების სისხარტითა და შეუპოვრობით ცვლიან გარემოს და სხვებსაც წინ უძ...
24/10/2026

Nana Jikia არიან ქალები, რომლებიც თავიანთი ენერგიით, გონების სისხარტითა და შეუპოვრობით ცვლიან გარემოს და სხვებსაც წინ უძღვებიან. პროფესორი ნანა ჯიქია სწორედ ასეთი ლიდერია, მკაფიო ხედვით, მტკიცე ხასიათითა და პროფესიული სიმაღლეებით გამორჩეული პიროვნება.
​მისი ცხოვრება და საქმიანობა არ არის უბრალოდ კარიერა. ეს არის მუდმივი ძიების, განვითარებისა და ინტელექტუალური თავდადების ისტორია. როგორც მეცნიერი, პედაგოგი და ორგანიზატორი, ნანა მუდამ ნაბიჯით წინ არის. ის აერთიანებს აკადემიურ სიღრმეს, თანამედროვე ბიზნეს-აზროვნებას და საერთაშორისო მასშტაბით მოქმედების უნარს. მისი წარმატებები საზღვრებს სცდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გლობალურ ხედვასა და მაღალ ავტორიტეტს.
​თუმცა, ამ მკაცრი საქმიანი დისციპლინისა და ლიდერული თვისებების მიღმა, ნანაში ცოცხლობს განსაკუთრებული ადამიანური სითბო, იუმორი და გარშემომყოფების მხარდაჭერის ძლიერი სურვილი. ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს ჩერდება მიღწეულზე, ყოველი ახალი გამოწვევა მისთვის არა დაბრკოლება, არამედ ამოცანაა, რომელსაც პროფესიონალიზმითა და ენერგიით წყვეტს.
​დღეს იგი იუბილარია.
​ძვირფასო ნანა,
​მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს!
​შენი ენერგია, მიზანდასახულობა და შინაგანი ძალა ყოველთვის შთამბეჭდავია. გისურვებ, რომ შენი პროფესიული გზა, წარმატებები და საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო გაშლილიყო და ახალი, მასშტაბური მწვერვალები დაგემყროს.
​უფალი გფარავდეს შენ და შენს ოჯახს. ჯანმრთელობა, შემოქმედებითი ჟინი, სულიერი სიმტკიცე და უსასრულო ენერგია არასდროს მოგკლებოდეს იმ დიდი იდეების განსახორციელებლად, რომლებსაც დღემდე ასეთი წარმატებით ემსახურები.
​ბედნიერი, წარმატებული და მრავალჟამიერ ყოფილიყავი!

პატივისცემით და სიყვარულით ნინო ანდრონიკაშვილი

ნონა ვიბლიანის სივრცე ეს არის გაგრული შარმი და ესთეტიკისა და სტილის დესპანი......​თუ ნონა ვიბლიანის Facebook-გვერდებსა დ...
20/10/2026

ნონა ვიბლიანის სივრცე ეს არის გაგრული შარმი და ესთეტიკისა და სტილის დესპანი......

​თუ ნონა ვიბლიანის Facebook-გვერდებსა და ვიდეოებს თვალს ადევნებთ, პირველი, რაც თვალში გეცემათ, სიმშვიდე და გამორჩეული ესთეტიკაა. ის არ ცდილობს ვინმეს მიბაძოს. მან შექმნა საკუთარი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის მოდური იდეები, თავის მოვლის კულტურა და გაგრის ნოსტალგიური სითბო.
​მის ნამუშევრებში, იქნება ეს დახვეწილი ორეულები თუ ორიგინალური თავსაბურავები , მკაფიოდ ჩანს შინაგანი გემოვნება. ხშირად შეხვდებით წარწერას „NoNa Vibliani GaGra“; ეს უბრალოდ ბრენდის სახელი არ არის, ეს მისი იდენტობაა, იმ ქალაქის მეხსიერება, რომელიც მის თითოეულ ჩანაფიქრსა და სტილს თან ახლავს.
​ნონას ბლოგში მხოლოდ ტანსაცმელსა და დიზაინს არ შეხვდებით. ის თავის გამომწერებს უზიარებს ბუნებრივი სილამაზისა და თავის მოვლის პატარა საიდუმლოებებს , სახისა და დეკოლტეს მასაჟის მარტივ ტექნიკებს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და შინაურ, გემრიელ რეცეპტებს. ყველაფერს, რასაც აკეთებს, აკეთებს უშუალოდ, ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე.
​ის არის ესთეტიკისა და სტილის დესპანი, რომელმაც ყოველდღიური ცხოვრების ხელოვნებად ქცევა ჩვეულებრივ წესად აქცია. მისთვის სტილი არ არის მხოლოდ გარეგნული ფორმა ან მოდური ტენდენციები; ეს არის შინაგანი კულტურა, თავაზიანობა, გემოვნება და ის უხილავი ძაფი, რომელიც მას მშობლიურ გაგრასთან, ზღვისპირა სითბოსთან და საკუთარ ფესვებთან აკავშირებს.
​ნონა ვიბლიანი გვახსენებს, რომ ნამდვილი სილამაზე უბრალოებაში, შინაგან სიმშვიდესა და საკუთარი იდენტობის სიყვარულშია. სწორედ ამიტომ, „ესთეტიკისა და სტილის დესპანის“ წოდება მისთვის უბრალოდ აღიარება კი არა, იმ გზისა და ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელსაც ის ასე ღირსეულად და სიყვარულით ატარებს.
Nona Vibliani

საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის“ სახელით, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ჩვენს ძვირფას იუბილარს ქალბა...
12/10/2026

საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის“ სახელით, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ჩვენს ძვირფას იუბილარს ქალბატონ ციცინო ხარხელაურს იუბილესთან დაკავშირებით გადავეცით ჯილდო „ღირსების, სიყვარულის, მეგობრობის ამაგდარი“ და საპატიო სიგელი „ხალხის სიყვარული“.
​ეს ჯილდოები არის მცირედი გამოხატულება იმ უსაზღვრო მადლიერებისა, რაც მის მრავალწლიან ღვაწლს, ადამიანურ ღირსებას, საქმისადმი უბადლო ერთგულებასა და ხალხის უპირობო სიყვარულს უკავშირდება.
​ქალბატონი ციცინო არის ადამიანი, რომლის ცხოვრებისეული გზა, პროფესიული პასუხისმგებლობა და შინაგანი კეთილშობილება თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია.
​ვულოცავთ ამ ღირშესანიშნავ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულის სიმშვიდესა და კიდევ მრავალ ბედნიერ, სიხარულით სავსე წელს! Cicino Xarxelauri

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ გოდერძიშვილის გარდაცვალების გამო. იგი 94 ...
09/10/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ გოდერძიშვილის გარდაცვალების გამო. იგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
​ათწლეულების განმავლობაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (ყოფილი პიონერთა სასახლე) მოღვაწეობისას, ბატონმა ნოდარმა უდიდესი წვლილი შეიტანა თაობების აღზრდასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. მისი პროფესიონალიზმი, სიკეთე და საქმისადმი უზადო ერთგულება მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში.
​მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
​გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის აღზრდილებს ამ დიდ ტკივილს.
​ნათელში იყოს მისი სული.

ეკა გოდერძიშვილი
Ia Goderdzishvili

სამართლისა და ღირსების სამსახურში -  ავთანდილ დემეტრაშვილი - საპატიო თბილისელი.....​არსებობენ ადამიანები, რომელთა ბიოგრა...
08/10/2026

სამართლისა და ღირსების სამსახურში - ავთანდილ დემეტრაშვილი - საპატიო თბილისელი.....

​არსებობენ ადამიანები, რომელთა ბიოგრაფია მხოლოდ პირად წარმატებებს კი არ ასახავს, არამედ მჭიდროდ ებმის მთელი ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და ინსტიტუციური განვითარების ისტორიას. სწორედ ასეთი მასშტაბისა და წონის მოღვაწე გახლავთ ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი , სამართლის დოქტორი, პროფესორი, ქართული კონსტიტუციონალიზმის აღიარებული ფუძემდებელი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე.
​როდესაც თანამედროვე ქართულ სამართლებრივ კულტურაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ფუნდამენტურ წვლილს, რაც ბატონ ავთოს მიუძღვის ქვეყნის ძირითადი კანონის შემუშავებასა და დამკვიდრებაში. 1990-იანი წლების რთულ, გარდამავალ ეპოქაში, როდესაც ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო თავის სამართლებრივ საყრდენებს ეძებდა, ავთანდილ დემეტრაშვილის პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და ღრმა აკადემიური ცოდნა გახდა ის საძირკველი, რომელზეც კონსტიტუციური მართლმსაჯულება აშენდა. 1996 წლიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს სათავეში ჩადგომით, მან ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის ის მაღალი სტანდარტები, რომლებიც დღემდე სახელმძღვანელოა იურისტთა მომავალი თაობებისთვის.
​როგორც მეცნიერმა და პედაგოგმა, ბატონმა ავთანდილმა აღზარდა სამართალმცოდნეთა არაერთი თაობა, ავტორია მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფიისა თუ სახელმძღვანელოსი. თუმცა, მისი ღვაწლი სცდება მხოლოდ აკადემიურ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოებს . ეს არის კაცის მოღვაწეობა, რომლისთვისაც სამართლიანობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ინტელექტუალური პატიოსნება ცხოვრების მთავარი კრედოა.
​სრულიად ბუნებრივი, კანონზომიერი და დამსახურებული აღიარებაა ის, რომ ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს მიენიჭა „საპატიო თბილისელის“ მაღალი და საპასუხისმგებლო წოდება. თბილისი ყოველთვის აფასებდა და აფასებს ადამიანებს, რომელთა შრომაც დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის სულიერ, ინტელექტუალურ და სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს ქმნის.
​საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“ პატივისცემითა და სიამაყით ულოცავს ბატონ ავთოს ამ საპატიო ჯილდოს!
​თქვენი განვლილი გზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ინტელექტუალი საკუთარ ხალხსა და სამშობლოს , მშვიდად, ღირსეულად და უზადო პროფესიონალიზმით. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და კვლავაც მრავალ ნაყოფიერ წელს ჩვენი ქვეყნისა და საყვარელი თბილისის კეთილდღეობისთვის.

Medea Demetrashvili Sophio Demetrashvili Lia Machaidze Erna Tsipuria

არიან ადამიანები, რომელთა წასვლის შემდეგაც დიდი სიცარიელე რჩება.​გარდაიცვალა ლამარა ხაბეიშვილი-ანდრონიკაშვილი — აფხაზეთი...
26/09/2026

არიან ადამიანები, რომელთა წასვლის შემდეგაც დიდი სიცარიელე რჩება.
​გარდაიცვალა ლამარა ხაბეიშვილი-ანდრონიკაშვილი — აფხაზეთის დამსახურებული არქიტექტორი, იშვიათი სილამაზის, შინაგანი კულტურისა და გამორჩეული გემოვნების ქალბატონი. თავის საქმესა და იმ მხარეს, სადაც იგი მოღვაწეობდა ქალბატონმა ლამარამ მთელი თავისი ნიჭი და სიყვარული მიუძღვნა.
​იგი გახლდათ მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის, ბატონი ლადო ანდრონიკაშვილის მეუღლე. მათ ოჯახში ყოველთვის სუფევდა ის ურთიერთპატივისცემა, ნამდვილი ინტელიგენტურობა და სითბო, რაც ასე გამოარჩევდა მათ წყვილს.
​ასეთ დროს სიტყვების მოძებნა ჭირს. გვრჩება მხოლოდ დიდი მადლიერება იმისთვის, რაც მან თავისი სიცოცხლითა და შემოქმედებით დატოვა.
​გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ოჯახს, შვილებსა და ყველა ახლობელს.
​ნათელში იყოს მისი სული, ახლა უკვე თავის მეუღლესთან ერთად.

23/09/2026
23/09/2026

ამბობენ, თუ ადამიანი ვერ მიდის მთასთან, მაშინ მთა თავად მიდის ადამიანთანო. სწორედ ეს ძველი წესი გაცოცხლდა ამ საოცარ საღამოს. როდესაც რუსთაველის გამზირი გადათხარეს და ოპერაში წასვლა გართულდა, ნახევრად ხუმრობით ვთქვით: რაკი რუსთაველსა თუ ფილარმონიაში მოხვედრა ჭირს, ოპერისა და ფილარმონიის დარბაზებმა პირდაპირ ონიაშვილის ქუჩაზე გადმოინაცვლეს-მეთქი.
​მაგრამ ეს მხოლოდ ხუმრობა არ ყოფილა.
​ჩვენ შევიკრიბეთ არა უბრალოდ ლამაზ სახლში, არამედ სულიერებით აღსავსე სასახლეში, რომლის მასპინძელმაც თავის დროზე უფალს პირობა მისცა: სანამ ტაძარს არ ააგებდა, საკუთარ სახლს არ ააშენებდა. ხოდა, ააგო ტაძრები, უფალმაც შეიწირა ეს ღვაწლი და საჩუქრად ბროლის ჭაღებით შემკული, ულამაზესი სახლი უბოძა.
​ საღამო ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნებოდა - ზრდასრულ ასაკში ადამიანის გაქრისტიანებასა და ნათლულის ჯვრისწერას. შუაღამისას კი, უკვე 21 სექტემბერს, ყველამ ერთად შევხვდით ღვთისმშობლობის დაბადებას, ბრწყინვალე დღესასწაულს.
​ სახლში-ონიაშვილზე ნამდვილი ნიჭიერების ფეიერვერკი მოეწყო. ერთად შეიკრიბნენ თავისი საქმის უბადლო პროფესიონალები.. მსოფლიო დონის ვარსკვლავები უბრალოდ ბრწყინავდნენ: ლადო ათანელი, არმაზ დარაშვილი, პაოლო ლევონტინი, თამარ ივერი, მანანა თოდაძე, მაყვალა ხორბალაძე და კონსერვატორიის სტუდენტი ლუკა კაჭარავა...
​ეს იყო ხმებისა და ემოციების ნამდვილი თამაში . იქვე, ექსპრომტად დაბადებული საოცარი დუეტები, ტრიოები, მონაცვლეობით აჟღერებული არიები, სიმღერები და ლექსები.
​ღვინო, ბროლის ჭაღების სინათლე, იტალიური ბელკანტო და ქართული სული... ეს იყო რწმენისა და მეგობრობის ისეთი საღამო, რომელიც ონიაშვილის ქუჩაზე დიდხანს დარჩება ტკბილ მოგონებად.
რუსა ეჯიბია Rusudan Baramidze Lia Machaidze Paata Katcharava Makvala Khorbaladze Lashqarashvili
Mikheil Tsagareli Erna Tsipuria Manana Chikovani

Address

თავისუფლების 2

0114

Telephone

597 797975

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახალხო დიპლომატია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your organization to be the top-listed non profit organization?

Share