WWF-ს რეგიონში განხორციელებული აქვს 60 ზე მეტი გარემოსდაცვითი პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 40 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.ჩვენი მხარდაჭერით და აქტიური ხელშეწყობით მოხერხდა დაცული ტერიტორიების დაარსება და განვითარება: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, ფშავ ხევსურეთი, მტირალა, მაჭახელა, ჭაჭუნა, ვაშლოვანი, ჯავახეთი, აჯამეთი, სათაფლია, კინტრიში, საგურამო და თბილისის ეროვნული პარკი.
ჩვენ მიერ განხორვიე
ლებულ აქტივობებში შედის: დაცული ტერიტორიების მანქანებით და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვა, დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისათვის ხელფასის და სახელფასო დანამატების გაცემა,ინფრასტრუქტურის განვითარება: ადმინისტრავიული და დამხმარე შენობა ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული მარშრუტების, თანამშრომლებისა და რეინჯერების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, საჭირო საკანონმდებლო ბაზის მომზადება, კვლევებისა და სამეცნირო სამუშაოების ხელშეწყობა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება, მათთვის ალტერნატიული მდგრადი შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფა, დამხმარე ზონის სოფლებში სკოლების რეაბილიტაცია.
საქართველო მდიდარია სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებით, ჰაბიტატებითა და მათთან დაკავშირებული სახეობებით. ამჟამად, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი“ ან „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. საქართველოში გავრცელებულ ცხოველთა მრავალი სახეობა საფრთხეშია გლობალური მასშტაბითაც.უნდა აღინიშნოს ჩვენი მუშაობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისათვის: მათ შორის ლეოპარდი, ზუთხი, კეთილშობილი ირემი, ჯეირანი, მურა დათვი, მგელი და სხვა.
ტყის ეკოსისტემები WWF-ის ერთ ერთ მთავარ ზრუნვის ობიექტს წარმოადგენენ. ერთერთი ბოლოს განხორციელებული პროექტის ფარგლებში წავკისსა და ხაშურის მახლობლად 150 ჰექტარი ტყის განაშენიანება მოხდა.