ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers

ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია

ორგანიზაციის მიზნებია:
1. საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის დამკვიდრება;
2. საზოგადოების სამოქალაქო უფლებებისა და სამართალშეგნების ამაღლება;
3. ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
4. ღია მმართველობის უზრუნველყოფა;
5. საადვოკატო მომსახურება, სამართალწამოება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საქმეებზე.

✔ვნახე გარდამტეხი ახალი ფაქტები, გადავწყვიტე, ჩავერთო „ორბი ჰოლდინგის“ სამართალწარმოების პროცესში - არჩილ კაიკაციშვილი ❞...
08/05/2026

✔ვნახე გარდამტეხი ახალი ფაქტები, გადავწყვიტე, ჩავერთო „ორბი ჰოლდინგის“ სამართალწარმოების პროცესში - არჩილ კაიკაციშვილი

❞საჯარო ადვოკატირებიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეზე გამოკვეთილ უმნიშვნელოვანეს გარემოებებს, რომლიც უტყუარად ადასტურებენ, რომ კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ ყოფილი პარტნიორების მხრიდან კომპანიისა და მისი ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ, დაიგეგმა და განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, შეიქმნა ყალბი სამართლებრივი დოკუმენტაცია და წინასაწრი შეთანხმებით მოხდა კომპანიის და მისი მოქმედი მესაკუთრეების გაკოტრება, რასაც საფუძვლად დაედო შურისძიების მოტივი. საზოგადოება კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ გაკოტრების საქმეზე დეტალურ ინფორმაციას უახლოესს მომავალში მიიღებს. ორგანიზაციამ 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა სამართლებრივი შეფასება, მოხდა სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, რაც იურიდიულ საფუძვლებს ქმნის სამართალწარმოების პროცესში შედეგზე ორიენტირებული საპროცესო მოქმედებებისთვის. ამასთან, საქმზე გამოიკვეთა გავლენის ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი და ზემოქმედების შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლო სისტემის შიგნით კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ ინტერესების საწინააღმდეგოდ❞.

სრულად ►https://barristers.ge/ge/page/news_item/1987

@გამომწერები
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Roman Sirabidze

05/05/2026

05.05.2026 - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მიმართ კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალისა“ და მისი მფლობელის, მამუკა სხვიტარძის მხრიდან განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და ძალადობის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

განცხადება: არჩილ კაიკაციშვილი, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, შპს "ბიზონისა" და ნიაზ ხალვაშის ინტერესების დამცველი ადვოკატი

@გამომწერები
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს მთავრობა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღსრულების ეროვნული ბიურო
მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze

✔მივმრთავთ პროკურატურას, დაიცვას ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის ინტერესები მამუკა სხვიტარიძის თვითნებობებისგან - „ახალგაზრდა ად...
05/05/2026

✔მივმრთავთ პროკურატურას, დაიცვას ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის ინტერესები მამუკა სხვიტარიძის თვითნებობებისგან - „ახალგაზრდა ადვოკატები“

❞ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მიმართ კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალისა“ და მისი მფლობელის, მამუკა სხვიტარძის მხრიდან განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და ძალადობის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთელი 15 დღის განმავლობაში, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები აბსოლუტურად სრულ იგნორირებას უკეთებს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის კანონიერ მოთხოვნებსა და ხელს უწყობს მამუკა სხვიტარიძის მხრიდან სადავო ფართში თვითნებური მოქმედებების განხორცეილებასა და ლეგიტიმაციას, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეგნებულად უარს ამბობენ მათი უფლებამოსილების განხორციელებაზე, კანონის უზენაესობასა და სამართალდარღვევების შეფასებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე არღვევს კანონს, შეჭრილია ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშთან დავაში არსებულ საზიარო ფართში და არ ემორჩილება მართლწერიგს❞.

სრულად ►https://barristers.ge/ge/page/news_item/1986

✔ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე არღვევს კანონს, შეჭრილია ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშთან დავაში არსებულ საზიარო ფართში და არ ემორ...
22/04/2026

✔ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე არღვევს კანონს, შეჭრილია ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშთან დავაში არსებულ საზიარო ფართში და არ ემორჩილება პოლიციის მოთხოვნას

❞ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღკვეთოს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძისა და მისი თანხლები პირების უკანონო მოქმედებები, პროვოკაცია და ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე, რომელიც მიმართულია კომპანია „ბიზონის“ დირექტორის, ნიაზ ხალვაშის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების საზიანოდ. კერძოდ, ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე, ვინმე რამაზ ცეცხლაძესთან და სხვა პირების მონაწილეობით, დღეს დილიდან შეჭრილია ქ. ბათუმში, აკ. შანიძის ქუჩა N16-ში მდებარე სადავო მინის ქარხნის ტერიტორიაზე და არ ახდენს ტერიტორიის დატოვებას, ახდენს ნიაზ ხალვაშის იძულებას და ახორციელებს ფსიქოლოგიურ ტერორს, იმის მიუხედავად, რომ საერთო სასამართლოების წესით განსახილველია არეართი დავა მიწის ნაკვეთის საზიარო უფლებსა თუ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეებზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს❞ .

სრულად ► https://barristers.ge/ge/page/news_item/1985

@გამომწერები
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს მთავრობა
საქართველოს უზენაესი სასამართლო

15/04/2026

15.04.2026 - საქართველოს უზენაესი სასამართლო რეტორან „ურმულის“ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობას განიხილავს

✔მარინე წამალაიძე საქართველოს უზენაესს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით მოითხოვს შპს „A.M.D"-ს დარჩენილი 50%-იანი წილის გასხვისების შესახებ გარიგების ბათილად ცნობას და მასზე მესაკუთრედ ცნობას, ისევე, როგორც მოთხოვნილია მარინე წამალაიძის, ნიკოლოზ კუტალაძის, ანდრია კუტალაძისა და ნინო კუტალაძის მესაკუთრედ ცნობა და 2016 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეცვლას და მარინე წამალაიძის, ნიკოლოზ კუტალაძის, ანდრია კუტალაძისა და ნინო კუტალაძის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მერაბ კუტალაძე და მისი ვაჟი - გიორგი კუტალაძე, რომელიც ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფიქტიური მესაკუთრეა.

► ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადება

@გამომწერები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze

✔საქართველოს უზენაესი სასამართლო რეტორან „ურმულის“ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობას განიხილავს ❞საქართველოს უზე...
15/04/2026

✔საქართველოს უზენაესი სასამართლო რეტორან „ურმულის“ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობას განიხილავს

❞საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მომდევნო 3 თვის განმავლობაში გადაწყვეტს, დასაშვებად ცნობს თუ არა, ერთის მხრივ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საკასაციო საჩივარს, მეორეს მხრივ არსენ კუტალაძის ოჯახის წინააღმდეგ, ძმის - მერაბ კუტალაძის საკასაციო საჩივარს, რომელიც რესტორან „ურმულის“ მფლობელობას, კომპანიებს შორის მომსახურების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხებს შეეხება. საქართველოს უზენაესს სასამართლოში ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი ნაწილობრივ, ხოლო მერაბ კუტალაძე სრული მოცულობით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას❞ - განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

სრულად ►https://barristers.ge/ge/page/news_item/1984

@გამომწერები

✔თეო ხუჭუას სარჩელი „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა 2026 წლის 7 აპრ...
07/04/2026

✔თეო ხუჭუას სარჩელი „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

2026 წლის 7 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას სარჩელი, დავის საგანზე: ცილისწამებლური განცხადებების უარყოფა, არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული 2025 წლის 16 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

სრულად ► https://barristers.ge/ge/page/news_item/1983

რეზონანსული დავა დასრულდა - დაკმაყოფილდა ცოტნე და ნინო ზედგინიძეების კანონიერი ინტერესები საერთო სასამართლოებში დასრულდა...
04/04/2026

რეზონანსული დავა დასრულდა - დაკმაყოფილდა ცოტნე და ნინო ზედგინიძეების კანონიერი ინტერესები

საერთო სასამართლოებში დასრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძისა და მისი არასრულწლოვანი დის, ნინო ზედგინიძის საკითხზე წარმოებული მრავალწლიანი დავა, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრა ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხები, ბავშვების ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და ცოტნე ზედგინიძის შემოქმედებითი განვითარების გარანტიები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ცოტნე და ნინო ზედგინიძეების კანონიერი ინტერესები და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყარად დადგინდა მათი სამომავლო ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე ადვოკატირებას 2020 წლიდან ახორციელებს.

სრულად ►https://barristers.ge/ge/page/news_item/1982

@გამომწერები

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი! ილია II, უწმიდესი და უნეტარესი,მადლობა, პატრიარქო
22/03/2026

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ილია II, უწმიდესი და უნეტარესი,

მადლობა, პატრიარქო

17/03/2026

17.03.2026 - "ახალგაზრდა ადვოკატების" ინტერვიუ კომპანია "ორბი ჰოლდინგის" დამფუძნებელთან და ბიზნესმენ რომან სირაბიძესთან (სრული ჩანაწერი)

ხელყოფილი ბიზნესი და გავლენის აქტორები "ორბი ჰოლდინგის" გაკოტრების საქმეზე

@გამომწერები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
საქართველოს პარლამენტი
აჭარის მთავრობა / Government of Ajara
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia

15/03/2026

#ანონსი

2025 წლის ნოემბერში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ფართო საზოგადოების წინაშე ცნობილი გახადა საქმის დეტალები, რომელიც ეხება აჭარაში მოქმედ ბიზნეს-ჯგუფებს შორის წარმოშობილ დავას, თუმცა ორგანიზაციის ინტერესი გამოწვეული იქნა არა მხოლოდ იმ საკითხით, რომ კერძო დავის პრობლემატიკა მიმოხილულიყო, არამედ ინტერესი გამოიწვია ამ პროცესში სასამართლო ხელისუფლების და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობამ (https://barristers.ge/ge/page/news_item/1966)

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში, კიდევ ერთხელ უბრუნდება შპს „ორბი ჰოლდინგის“ საქმეს, რადგანაც ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

2026 წლის 11 მარტს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დიალოგი ჩაწერა შპს „ორბი ჰოლდინგის“ მფლობელ, ბიზნესმენ რომან სირაბიძესთან ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საქმის ირგვლივ დოკუმენტურად მტკიცდება და მოისმინა აქამდე უცნობი გარემოებები, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულებაზე გავლენის გარემოებებსა და მონაწილე პირებს.

ბიზნესმენ რომან სირაბიძესთან ინტერვიუს ჩანაწერის სრული ვერსია „ახალგაზრდა ადვოკატების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 17 მარტს, 18:00 საათის შემდეგ.

@გამომწერები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
Roman Sirabidze

Address

ქ. თბილისი (დროებით მისამართის გარეშე)
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers:

Share