07/03/2025
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II ფოტო კონკურსი "მყინვარები, როგორც წყლის რესურსები"
იუნესკომ და მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) 2025 წელი ოფიციალურად გამოაცხადეს მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლად, რაც გლობალური ძალისხმევის მნიშვნელოვან ეტაპია ამ ბუნებრივი რეზერვუარების - სასიცოცხლო წყლის კოშკების დასაცავად, რომლებიც მტკნარ წყალს აწვდიან მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს.
ფოტო კონკურსის მიზანია მყინვარების, მთებისა და წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა, წყლის მდგრადი მოხმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ასევე, მყინვარებს, მთებსა და საარსებო რესურსებს შორის რთული კავშირის მხატვრულად ახსნა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე–10-12 კლასის მოსწავლეებს;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და იქნება ჰიბრიდული: კონკურის
1. მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მეილზე [email protected] მათ მიერ საავტორო უფლებების დაცვით გადაღებული ფოტოები და/ან ფოტოისტორიები, რომლებიც ხაზს გაუსვამენ გაუჩინარებული მყინვარების კრიტიკულ საკითხებს, წყლის შენახვის მრავალფეროვან გზებს და განსაზღვრავენ ბუნებრივი „წყლის კოშკების“ თუ ხელთქმნილი რეზერვუარების კონცეფციას. ფოტოები და ტექსტი უნდა აფიქსირებდეს კლიმატის ცვლილებისა და მყინვარული უკან დახევის გავლენას ბუნებაზე და ადამიანებზე წყაროდან ზღვამდე, მათ ცვალებად გარემოსა და ლანდშაფტებს;
• საკონკურსო ჟიურის მიერ გადარჩეული ყველა ფოტო განთავსდება ფაკულტეტის ფეისბუქ-გვერდზე და ჩაირთვება ხმის მიცემის რეჟიმი 2 კვირის განმავლობაში;
• ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 საუკეთესო ფოტონამუშევარი; ასევე, გამოვლინდება ა)ფეისბუქზე ხმის მიცემის (მოწონებების) შესაბამისად, 1 საუკეთესო ფოტონამუშევარი, ბ)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის/მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საკუთარი რჩეული 1 ფოტონამუშევარი. შერჩეული 12 ფოტო დაიბეჭდება და მყინვარების დაცვისა და წყლის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე (21.03.2025) გამოიფინება.
პირობები
• საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურის თემას; არ განიხილება ფოტო, რომელიც კონკურსის თემატიკასთან შეუსაბამოა;
• ფოტოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (მობილური ტელეფონით, ფოტოაპარატით, ვიდეოკამერით და სხვა);
• ფოტოები უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში უნდა მიუთითოს “ფოტო კონკურსი”;
• ფოტოს გამოგზავნისას, მითითებული უნდა იყოს: კონკურსანტის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი/ ფაკულტეტი/სკოლის დასახელება/კლასი; საკონტაქტო ინფორმაცია; ფოტოს სათაური; გადაღების ადგილი; ფოტოს მოკლე აღწერა/ 100-400 სიტვყიანი ტექსტი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს ფოტოების უკან; (მაგალითი: მდინარე არაგვი საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ რესურსებს, როგორიცაა სასმელი წყალი, სარწყავი წყალი სოფლის მეურნეობისთვის და აუცილებელი რესურსი ველური ბუნების ჰაბიტატებისათვის)
• ჟიურის აქვს უფლება ფაილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს არ განიხილოს კონკურსში მონაწილეობისთვის;
• თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ 1 ფოტო;
• საკონკურსო ფოტო უნდა იყოს კონკურსანტის მიერ გადაღებული/მომზადებული და უნდა იცავდეს საავტორო უფლებებს;
• ფოტოები წარმოდგენილ იქნას jpg ან png ფორმატში, მინიმუმ 3872x2592 გარჩევადობით;
• საკონკურსო ჟიურიმ იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:
1. საკონკურსო თემასთან შესაბამისობა - 2,5 ქულა;
2. ორიგინალურობა და შემოქმედებითობა - 2.5 ქულა;
3. მხატვრული (ფოტოგრაფიული) ღირებულება - 2,5 ქულა;
4. ნამუშევრის შესრულების ტექნიკური დონე - 2.5 ქულა.
• ინტერნეტში მოძიებული ფოტო კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
• კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში;
• საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს;
კონკურსის ვადები
• 17.02 - 15.03.2025 - ფოტოების გადმოგზავნა
• 04.03-16.03.2025 სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფბ გვერდზე ფოტოების განთავსება და ხმის მიცემის (მოწონების) რეჟიმის ჩართვა.
• 17.03 -18.03.2025 - საკონკურსო ჟიურის მიერ გამარჯვებულების შერჩევა.
• 19.03 - 20.03.2025 - გამარჯვებული ფოტოების დაბეჭდვა
• 21.03.2025 - კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, ფოტო გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელი და ფასიანი საჩუქრები;
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გამარჯვებული ფოტოები გაგზავნილი იქნება გაეროს სასურსათო ორგანიზაციის მოხალისეობრივი ალიანსის „მთის პარტნიორობის“ (MOUNTAIN PARTNERSHIP) სოციალურ ქსელებში განსათავსებლად.
კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599526305