Fablab European School

Fablab European School Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Fablab European School, Community Organization, მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, Tbilisi.

🚀 FABLAB Fellowship 2026 წარმატებით დასრულდა!მონაწილეებმა პროგრამის დასკვნით ეტაპზე წარადგინეს საკუთარი პროექტები და გაა...
12/06/2026

🚀 FABLAB Fellowship 2026 წარმატებით დასრულდა!

მონაწილეებმა პროგრამის დასკვნით ეტაპზე წარადგინეს საკუთარი პროექტები და გააზიარეს ის გზა, რომელიც Fellowship-ის განმავლობაში გაიარეს!
🔧 რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ რეალურ პროექტებზე,იძენდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას და სწავლობდნენ, როგორ გადაიქცეს იდეა ფუნქციურ პროდუქტად.
🤝 პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა - სწორედ ის, რაც FabLab-ის კულტურას ქმნის.
✨ ვულოცავთ ყველა მონაწილეს პროგრამის წარმატებით დასრულებას და მოუთმენლად ველით მათ მომავალ პროექტებს, ინიციატივებსა და იდეებს!

🚀 FABLAB Fellowship 2026 has successfully come to an end!

During the final session, participants presented their projects and reflected on the journey they experienced throughout the program!
🔧 Over the past months, they worked on real-world projects, explored digital fabrication technologies, gained hands-on experience, and learned how to transform ideas into functional products.
🤝 Collaboration, peer learning, and knowledge sharing were at the heart of the program - reflecting the very spirit of the FabLab community.
✨ Congratulations to all participants on completing the program, and we look forward to seeing their future projects, ideas, and innovations!

🚀 FABLAB Fellowship 2026-ის მონაწილეებმა - კონსტანტინე სტურუამ, ნევრა ატალაიმ და ომერ ატალაიმ  - PYP-ის მე-4 კლასის მოსწ...
04/06/2026

🚀 FABLAB Fellowship 2026-ის მონაწილეებმა - კონსტანტინე სტურუამ, ნევრა ატალაიმ და ომერ ატალაიმ - PYP-ის მე-4 კლასის მოსწავლეებს FabLab-ის სივრცეში უმასპინძლეს და საინტერესო ვორქშოფები ჩაუტარეს.

🤝 განსაკუთრებული იყო იმის ხილვა, თუ როგორ უზიარებდნენ უფროსკლასელები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უმცროს მოსწავლეებს. მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ აძლიერებს თანამშრომლობასა და კავშირებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის.
🔧 ვორქშოფის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ FabLab-ის სივრცეს, სხვადასხვა ხელსაწყოსა და ციფრული წარმოების ტექნოლოგიებს, ხოლო შემდეგ ახლოდან დააკვირდნენ ლაზერული მჭრელის მუშაობის სრულ პროცესს - იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.
🧩 ყველაზე საინტერესო ნაწილი კი საკუთარი ფაზლების შექმნა იყო. ლაზერული მჭრელით დამზადებული ფაზლები საბოლოოდ კლასებს გადაეცათ საჩუქრად.

🚀 FABLAB Fellowship 2026 participants - Konstantine Sturua, Nevra Atalay, and Omer Atalay - welcomed PYP Grade 4 students to the FabLab and led a series of engaging workshops.

🤝 It was inspiring to see older students sharing their knowledge and experience with younger learners. Activities like these not only help develop technological skills but also strengthen collaboration and connections between different age groups.
🔧 During the workshop, students explored the FabLab space, learned about various tools and digital fabrication technologies, and observed the complete laser-cutting process firsthand - from idea to finished product.
🧩 One of the most exciting parts of the workshop was creating their own puzzles. The laser-cut puzzles were ultimately gifted to the classrooms as a keepsake.

🤖🚀 საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე Cyberiada 2.6, რომელიც საქართველოში შექმნილ რობოტებს...
02/06/2026

🤖🚀 საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე Cyberiada 2.6, რომელიც საქართველოში შექმნილ რობოტებსა და ტექნოლოგიურ პროექტებს აერთიანებდა, ევროპული სკოლისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთო ნამუშევრები წარადგინეს.

🔧 ჩვენმა გუნდებმა დამთვალიერებლებს ორი განსხვავებული რობოტი გააცნეს - განსხვავებული დანიშნულებით, ფუნქციონალითა და ტექნოლოგიური მიდგომებით.

🌍 გამოფენა საინტერესო სივრცე იყო გამოცდილების, იდეებისა და ტექნოლოგიური ხედვების გასაზიარებლად, სადაც განსაკუთრებულად გამოიკვეთა სკოლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

🤝 მსგავსი კოლაბორაციები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ რეალურ ტექნოლოგიურ პროექტებზე, გაიზიარონ გამოცდილება და ერთად შექმნან ინოვაციური გარემო მომავლისთვის.

✨ მადლობა ორგანიზატორებს შთამაგონებელი გარემოსა და შესაძლებლობისთვის! ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia

🤖🚀 At the Cyberiada 2.6 exhibition held at the National Scientific Library of Georgia, which brought together robots and technological projects created in Georgia, students from the European School and Academician Ilia Vekua Physics-Mathematics Tbilisi Public School N42 presented their joint works.

🔧 Our teams introduced visitors to two different robots - with distinct purposes, functionality, and technological approaches.

🌍 The exhibition was an exciting space for sharing experience, ideas, and technological visions, where the importance of collaboration between schools was particularly highlighted.

🤝 Such collaborations give students the opportunity to work on real technological projects, share experience, and together create an innovative environment for the future.

✨ Thank you to the organizers for the inspiring environment and opportunity!

European School - ევროპული სკოლა

🤖🚀 საქართველოს რობოტიკის ნაკრების აქტიური შეხვედრები ევროპული სკოლის FABLAB-ის ბაზაზე გრძელდება!
30/05/2026

🤖🚀 საქართველოს რობოტიკის ნაკრების აქტიური შეხვედრები ევროპული სკოლის FABLAB-ის ბაზაზე გრძელდება!


🚀 FABLAB Fellowship 2026 participant, Salome Alughishvili, led a hands-on and imaginative workshop for kindergarten stud...
22/05/2026

🚀 FABLAB Fellowship 2026 participant, Salome Alughishvili, led a hands-on and imaginative workshop for kindergarten students, introducing them to the fascinating world of digital fabrication.
🎨 Using a laser cutter, the children created their very own dolls - experiencing the excitement of turning a simple idea into a real, tangible object they could hold and take home.
✨ As part of the experience, they also explored the FabLab space, discovering different tools, technologies, and ongoing projects - a truly inspiring first step into the world of making and innovation.

🚀 FABLAB Fellowship 2026-ის მონაწილემ, სალომე ალუღიშვილმა, საბავშვო ბაღის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი, სადაც ბავშვები გაეცნენ ციფრული წარმოების მომხიბვლელ სამყაროს.
🎨 ლაზერული მჭრელის გამოყენებით, ბავშვებმა დაამზადეს საკუთარი თოჯინები - გამოსცადეს მარტივი იდეის რეალურ, ხელშესახებ ობიექტად გადაქცევა.
✨ ვორქშოპის ფარგლებში მათ ასევე დაათვალიერეს FabLab-ის სივრცე, გაეცნენ სხვადასხვა ხელსაწყოს, ტექნოლოგიასა და მიმდინარე პროექტს - რაც მათთვის შემოქმედებისა და ინოვაციის სამყაროში ნამდვილად შთამაგონებელი პირველი ნაბიჯი იყო.

წარმატებები მომავალ ეროვნულ ნაკრებს 🏁🇬🇪არჩეული მოსწავლეები ევროპული სკოლის ფაბლაბის ბაზაზე დაიწყებენ მომზადებას საერთაშო...
18/05/2026

წარმატებები მომავალ ეროვნულ ნაკრებს 🏁🇬🇪

არჩეული მოსწავლეები ევროპული სკოლის ფაბლაბის ბაზაზე დაიწყებენ მომზადებას საერთაშორისო ღონისძიებისთვის 🦾

🇪🇺✨ ევროპული სკოლის FABLAB-ის სტენდს ევროპის დღის ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ეწვია. 🌱 ...
09/05/2026

🇪🇺✨ ევროპული სკოლის FABLAB-ის სტენდს ევროპის დღის ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ეწვია.

🌱 ელჩი გაეცნო ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილ ინოვაციურ და ეკომეგობრულ პროექტებს, მათ შორის ჰიდროპონიკულ სისტემებსა და სხვა ტექნოლოგიურ ინიციატივებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზეა ორიენტირებული.

🇪🇺✨ The European School’s FABLAB stand at the Europe Day event was visited by the EU Ambassador to Georgia, Pawel Herczyński.

🌱 The Ambassador explored the innovative and eco-friendly projects created by our students, including hydroponic systems and other technology-driven initiatives focused on environmental challenges.

European Union in Georgia

🇪🇺🌱 ევროპის დღის ფარგლებში, ექსპო ჯორჯიაში მოწყობილ  „მწვანე კუთხეში“  წარმოდგენილია ევროპული სკოლის FABLAB თავისი ეკომე...
09/05/2026

🇪🇺🌱 ევროპის დღის ფარგლებში, ექსპო ჯორჯიაში მოწყობილ „მწვანე კუთხეში“ წარმოდგენილია ევროპული სკოლის FABLAB თავისი ეკომეგობრული და ინოვაციური პროექტებით!

♻️ ჩვენი სივრცე აერთიანებს ტექნოლოგიებს, შემოქმედებასა და მდგრადი განვითარების იდეებს - დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ მოსწავლეების მიერ შექმნილ მწვანე ინიციატივებს, ჰიდროპონიკულ სისტემებს, და სხვა ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც რეალურ გარემოსდაცვით საკითხებს პასუხობს.

🌍 წელს ევროპის დღე განსაკუთრებულია - ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელი აღინიშნება, რაც თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

🚀♻️ გელოდებით ექსპო ჯორჯიას „მწვანე კუთხეში“ - ერთად აღმოვაჩინოთ, როგორ შეუძლია ინოვაციასა და განათლებას უფრო მდგრადი მომავლის შექმნა!

🇪🇺🌱 As part of Europe Day, the European School’s FABLAB is featured in the “Green Corner” at Expo Georgia with its eco-friendly and innovative projects!

♻️ Our space brings together technology, creativity, and ideas of sustainable development - visitors can explore student-created green initiatives, hydroponic systems, and other technological projects designed to address real environmental challenges.

🌍 This year’s Europe Day is especially meaningful as it marks 30 years of partnership between the European Union and Georgia, symbolizing collaboration and shared values.

🚀♻️ Visit us at the “Green Corner” in Expo Georgia and discover how innovation and education can help create a more sustainable future!

🚀 გაქვს იდეა? ჩვენ დაგეხმარებით მის რეალობად ქცევაში.ევროპული სკოლის ფაბლაბი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მოტივირებულ მოს...
06/05/2026

🚀 გაქვს იდეა? ჩვენ დაგეხმარებით მის რეალობად ქცევაში.

ევროპული სკოლის ფაბლაბი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მოტივირებულ მოსწავლეს, ვისაც სურს საკუთარი იდეის განვითარება და მისი წარდგენა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში.

💡 მოიფიქრე პრობლემა - შექმენი მისი ინოვაციური გადაწყვეტა
🔬 გამოიყენე FabLab-ის ტექნოლოგიები და რესურსები
🏆 წარადგინე შენი პროექტი და იასპარეზე წარმატებისთვის

📌 კატეგორიები:
• კოსმოსი და ავიაცია
• კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
• გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
• ჯანდაცვა და კვება
• გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (AI, მობილური და ფინანსური აპლიკაციები და სხვ.)
• რობოტექნიკა

❔ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებს (მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს) და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2009 წლის 1 მაისიდან - 2013 წლის 1 მაისის პერიოდში.

👥მონაწილეობა გუნდურად (2–4 ადამიანი)
📌პროექტი უნდა იყოს ახალი (სხვა კონკურსში არ წარდგენილი)
📆დაგვიკავშირდი 20 მაისის ჩათვლით და გაგვიზიარე იდეა მითითებულ მეილზე: [email protected]

✨ჩვენ დაგეხმარებით იდეის განვითარებაში, პროტოტიპის შექმნაში და კონკურსისთვის მომზადებაში .

❕თუ ევროპული სკოლის მოსწავლე არ ხარ, მაგრამ გსურს კონკურსში მონაწილეობა, შეგიძლია დაუმეგობრდე ევროპული სკოლის მოსწავლეს, შექმნათ გუნდი ერთად და მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში

⏳ არ გამოტოვო შესაძლებლობა!გინდა გახდე Team Georgia-ს ნაწილი და წარმოადგინო საქართველო მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაზე? 🇬🇪...
04/05/2026

⏳ არ გამოტოვო შესაძლებლობა!

გინდა გახდე Team Georgia-ს ნაწილი და წარმოადგინო საქართველო მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაზე? 🇬🇪🌍

👉 რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა სულ 5 დღე!

🚀 ეს არის შენი შანსი:

იმუშაო რეალურ საინჟინრო გამოწვევებზე
გახდე საერთაშორისო ტექნოლოგიური პროექტის ნაწილი
გადადგა ნაბიჯი მსოფლიო სცენისკენ

📅 ნუ გადადებ - დარეგისტრირდი დღესვე!

🔗 https://forms.office.com/e/chQZ81EckT

Address

მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3
Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Fablab European School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share