18/02/2026
2014 წლის 18 თებერვალს, როდესაც „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ დავაფუძნეთ, ჩვენი მიზანი ნათელი იყო - გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა თავისუფალი, აქტიური და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.
📍დღეს ამ თარიღიდან თორმეტი წელი გავიდა. წესით, ეს დღე ჩვენი მიღწევების, განხორციელებული პროექტებისა და იმ ადამიანების ზეიმი უნდა ყოფილიყო, ვისთვისაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდით.
თუმცა, შემზღუდავი კანონმდებლობისა და იმ მტრული გარემოს გამო, რომელიც სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეიქმნა, ჩვენი საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებულია.
ყველაზე მეტად ის გვტკივა, რომ აღარ გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ მათთვის, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავდით და ვახორციელებდით აქტივობებსა და ინიციატივებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ძალისხმევის გაერთიანებას უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ჩვენი ურყევი რწმენაა, რომ ერთობით შევძლებთ უკეთესი საქართველოს აშენებას.
მადლობა ყველას, ვინც ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო.
ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი ინიციატივების დრო აუცილებლად დაბრუნდება.
On February 18, 2014, when we founded the "Initiative for Civil Society," our goal was clear:we wanted to contribute to the building of a free, active, and strong civil society.
📍Today marks twelve years since that date. Ordinarily, this day should have been a celebration of our achievements, our completed projects, and the people we have served throughout these years.
However, due to restrictive legislation and the hostile environment created against the civil sector, our activities have been effectively suspended. What hurts most is that we are no longer given the opportunity to work for those who need our support the most. For years, we planned and implemented initiatives designed to unite the efforts of young people from diverse ethnic and religious backgrounds to overcome the challenges facing our country.
It remains our unwavering belief that only through unity can we build a better Georgia.
We thank everyone who has stood by us during these 12 years.
We believe that the time for free initiatives will inevitably return.