10/08/2026
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის OFAC-ის მიერ სანქცირებული კომპანია „შელბითი“ (SHPS SHELBIT) არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (VASP).
სებ-ის განცხადებით, კომპანიას VASP-ად რეგისტრაციისთვის ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, ხოლო სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მისი რეგისტრაციაც გაუქმებულია.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების სფერო მკაცრად რეგულირდება და ბაზარზე საქმიანობისთვის შესაბამისი რეგისტრაცია და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა.
ფინტექ სექტორისთვის მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩო, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და გამჭვირვალე ზედამხედველობა მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლების, ისე მთლიანად ინდუსტრიის სანდოობისა და მდგრადი განვითარებისთვის.
🔗 სრულად გაეცანით საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას.
ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირე.....