30/10/2025
⚜️ 25-26 ოქტომბერს თელავში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ქალთა ეროვნულმა ლიგამ ადგილობრივი თემის ქალებისთვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი „თემის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით“.
💡ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ საკითხებში:
▪️გენდერული განზომილება კატასტროფების დროს - მოწყვლადობა, როლები და მედეგობა
▪️ კლიმატის ცვლილების გავლენა თემზე და მისი ინტეგრაცია ადგილობრივ გეგმებში
▪️საევაკუაციო ჩანთის დაკომპლექტება და აუცილებელი ნივთების შერჩევა
▪️ ადრეული შეტყობინების სისტემების როლი და თემის უსაფრთხოების გეგმების შედგენა
▪️ რეაგირება ბუნებრივ საფრთხეებზე - წყალდიდობა ძლიერი ქარი/სეტყვა, ხანძარი და ცეცხლმაქრის გამოყენება
▪️ პირველადი დახმარების უნარები – სისხლდენის შეჩერება, ჭრილობის დამუშავება, დამწვრობის მართვა, გულ-ფილტვის რეანიმაცია, უსაფრთხო წყლისა და ჰიგიენის მნიშვნელობა
▪️ ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მენტალური ჯანმრთელობის თვითშეფასება
▪️ ქალთა ლიდერობა და ადვოკატირება თემში - მონაწილეობა მუნიციპალური გეგმების შემუშავებასა და აღსრულებაში
💡 ტრენინგის მიზანი იყო თემში ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაძლიერება კატასტროფების რისკის პრევენციაში, მზადყოფნასა და რეაგირებაში.
🎒 2 დღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს საევაკუაციო ჩანთის კომპლექტები დაურიგდათ
📌 ტრენინგი განხორციელდა პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ (GDRR) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
UN Women Georgia
Swiss Development & Cooperation