მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია / Round Table Free Caucasus

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია / Round Table Free Caucasus
Call Directions Contact the organization

მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია / Round Table Free Caucasus ბრძოლა რუსული იმპერიის გავლენების წინააღმდეგ კავკასიის რეგიონში!

ყოვლად მიუღებელია 2008 წლის ომში საქართველოს რაიმე ფორმით დადანაშაულება!ყოვლად მიუღებელია განცხადებები იმის შესახებ, თით...
10/08/2026

ყოვლად მიუღებელია 2008 წლის ომში საქართველოს რაიმე ფორმით დადანაშაულება!

ყოვლად მიუღებელია განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქართული ჯარი საერთაშორისო სამართალსა და ჟენევის კონვენციების დებულებებს არღვევდა, ტყვეებს არ იყვანდნენ ან ხვრეტდნენ.

ასევე, ყოვლად მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის დადანაშაულება ომის დაწყებაში. იმდენი მაინც უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს და იგი ხალხის მიერ იყო არჩეული. შესაბამისად, პრეზიდენტის მოქმედებებზე საუბრისას საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის დადანაშაულება დაუშვებელია.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებებს ერთი საერთო სახე აქვს — ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.

დიდება დაღუპულ გმირებს!
დიდება ქართულ ჯარს!

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!

🔹 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ განელებულა. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, რომელიც გვა...
07/08/2026

🔹 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ განელებულა. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, რომელიც გვაერთიანებს.

პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და ქედს ვიხრით მათი თავგანწირვის წინაშე. მათი გმირობა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.

რუსეთის აგრესიის გამართლება მიუღებელია. რუსეთის დიდება კი დანაშაულია.

დიდება გმირებს!
მარადიული ხსოვნა დაღუპულებს!

განცხადებაორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასია“ წყვეტს ყველა არსებულ პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაცია...
05/08/2026

განცხადება

ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასია“ წყვეტს ყველა არსებულ პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ ორგანიზაციამ დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური კურსი, განაახლოს ურთიერთობები ახალ საფუძველზე და ნებისმიერი მომავალი თანამშრომლობა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვით წარმართოს.

წლების განმავლობაში „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასია“ იყო კავკასიური გაერთიანებებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანების ინიციატორი და პლატფორმა. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის რესურსი და ავტორიტეტი გამოყენებულ (მცდელობა) იქნა სხვა პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო ჩვენი როლი მეორე პლანზე აღმოჩნდა.

ყველა გაერთიანების პროცესში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით, საბოლოოდ ჩნდებოდა მცდელობა, ჩვენი ორგანიზაცია ახალი სახელისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების ქვეშ მოქცეულიყო, რის შედეგადაც იკარგებოდა ჩვენი იდენტობა, ისტორია და როლი.

ამ პრაქტიკას აღარ გავაგრძელებთ.

ჩვენი გზა რჩება მტკიცე, თანმიმდევრული და უცვლელი.

„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასია“ ინარჩუნებს საკუთარ პოლიტიკურ კურსს და აგრძელებს საქმიანობას კავკასიის რეგიონში რუსული ინტერესებისა და გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სამხედრო მიმართულებას ახორციელებს „კავკასიის ლეგიონი“, რომელიც საკუთარ მისიას პროფესიონალურად და ღირსეულად ასრულებს.

უახლოეს პერიოდში გადაიხედება ყველა არსებული პოლიტიკური და საერთაშორისო თანამშრომლობა. ორგანიზაცია დაიწყებს საქმიანობის სრულ გადატვირთვას და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალში ნებისმიერი თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე და, პირველ რიგში, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიის“ ინტერესებისა და პრინციპების დაცვაზე.

„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასია“

დამფუძნებელი: ლადო გამსახურდია

24/07/2026

“სიტყვით გამოსვლა უკრაინის ვერხოვნი რადაში კავკასიის თავისუფლებასთან დაკავშირებით

ჩვენ გვჭირდება, რომ საველე მეთაურის დონიდან გადავიდეთ სტრატეგიული მართვის დონეზე, რადგან სწორედ ასეთი ლიდერობა და ორგანიზება იქნება აუცილებელი, თუ კავკასიაში რუსული სამხედრო მანქანასთან მოგვიწევს წინააღმდეგობა.

ასევე, უკრაინისთვის უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნების ღირსეული წარმომადგენლები — კავკასიიდან ჩამოსული ერთგული მეგობრები, თანამებრძოლები და არა ვინმეს პროექტი. ერთად უნდა დავწეროთ უკრაინისა და კავკასიის თანამეგობრობის ახალი ისტორია, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფლების, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მომავლის იდეაზე.

ჩვენ არ ვართ არავის პროექტი. ჩვენ ვართ ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის გზის გამგრძელებლები. სწორედ ამ იდეალებმა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა უკრაინაში, რათა ვიდგეთ თავისუფლებისა და ღირსების მხარეს”

ლადო გამსახურდია ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონის მეთაური

11/06/2026

Caucasus Legion🇬🇪

განცხადება!▪️◻️🟥  დღეს, ზვიად გამსახურდიას სახელით რეალურად ფუნქციონირებად მხოლოდ ერთი ძალა შეიძლება ჩაითვალოს — უკრაინა...
03/06/2026

განცხადება!

▪️◻️🟥 დღეს, ზვიად გამსახურდიას სახელით რეალურად ფუნქციონირებად მხოლოდ ერთი ძალა შეიძლება ჩაითვალოს — უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონი, რომელიც რუსული ბოროტების წინააღმდეგ მეხუთე წელია იბრძვის იარაღით ხელში.

სიმბოლურია ფაქტი, რომ მას გვარად გამსახურდია მეთაურობს.

დანარჩენები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებენ და პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ კაპიტალს იკეთებენ, რეალურად მის საქმესა და ბრძოლასთან კავშირი არ აქვთ. მათ მხოლოდ სახელი აქვთ დატოვებული, ხოლო შინაარსი, პრინციპები და მოქმედება — დაკარგული.

თუ საქართველოში მართლაც არსებობდეს ზვიად გამსახურდიას იდეების ერთგული ორგანიზაცია ან პარტია, ის დღევანდელი პრორუსული ხელისუფლების პირობებში ჩუმად და ხელდაკრეფილი არ იჯდებოდა. ზვიადის გზა ყოველთვის იყო წინააღმდეგობა, ბრძოლა და ეროვნული ღირსების დაცვა, და არა დუმილი, შეგუება თუ პოლიტიკური კომფორტი.

ამიტომ სრული საფუძველი გვაქვს ვთქვათ: დღეს ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ზვიად გამსახურდიას გზას მიჰყვება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, არის ჩვენი ორგანიზაციის გაგრძელება - ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონი. დანარჩენებს კი ზვიადის სახელის ხსენება შეუძლიათ, მაგრამ მისი საქმის გაგრძელების პრეტენზია — არა.

03/05/2026
🔹ძვირფასო თანამემამულენო,მე, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიის“ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს წევრებთან ერთა...
14/02/2026

🔹ძვირფასო თანამემამულენო,

მე, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიის“ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს წევრებთან ერთად ვაცხადებთ შემდეგს:

🔹მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ომის დაწყების დღიდან იმყოფება უკრაინაში და იბრძვის იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და რეგიონის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიიჩნევა. ეს არის ბრძოლა ტირანიისა და იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

🔹ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ვრცელდება განცხადებები და პოსტები, თითქოს ჩვენი ორგანიზაცია დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან რომელიმე სხვა პარტიასთან. მკაფიოდ ვაცხადებთ — ჩვენ არ ვართ არც ერთი პარტიის პროექტი და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის დანამატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, ეროვნული პოზიციის მქონე ორგანიზაცია.

🔹ამასთანავე, ობიექტურობისთვის ვაცხადებთ: ჩვენ არ ვუკარგავთ არც ერთ ხელისუფლებას იმას, რაც გაკეთდა საქართველოს წინსვლისა და საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვისაუბრებთ პრობლემებზე, უსამართლობაზე და პოლიტიკურ რეალობაზე.

ჩვენი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ნიშნები აშკარაა.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქმედი ხელისუფლების — „ქართული ოცნების“ — პოლიტიკური პატიმარია, ხოლო ამ პროცესებზე სერიოზული პოლიტიკური გავლენა აქვს როგორც შიდა ძალთა ინტერესებს, ისე იმ გეოპოლიტიკურ ხაზს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის გავლენასთან.

🔹ასევე ვხედავთ ქვეყანაში გაძლიერებულ პოლარიზაციას, პრემიერ-მინისტრების ხშირ ცვლილებებს და მძიმე კითხვებს სახელმწიფო მართვასთან, კორუფციასა და ქვეყნის სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოებას აქვს სრული უფლება, დასვას შეკითხვები.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ — ჩვენი ორგანიზაციის ნაცისტებად ან რადიკალურ ძალად მოხსენიება არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ჩვენ არ ვართ ნაცისტები.

ჩვენ ვსაუბრობთ სიმართლეზე და ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

🔹საბჭოს სახელით მივმართავთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას:
მოეგეთ გონს და ნუ შეუწყობთ ხელს იმ პროცესებს, რომლებიც აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ მომავალს. არც ერთი სამსახური, თანამდებობა თუ პოლიტიკური კონიუნქტურა არ ღირს იმ ფასად, რაც ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას შეიძლება დაუჯდეს.

ჩვენი პოზიცია მკაფიოა —
ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გადარჩენის, დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ეროვნული მომავლისთვის.

პატივისცემით,
გრიგოლ გუბელი
„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიის“ საბჭოს სახელით

«🔝 შეიძლება მე არასოდეს მოვიდე საქართველოს სათავეში.შეიძლება ეს გზა ჩემთვის არ იყოს დაწერილი.მაგრამ ერთი რამ ზუსტად მინდ...
29/01/2026

«🔝 შეიძლება მე არასოდეს მოვიდე საქართველოს სათავეში.
შეიძლება ეს გზა ჩემთვის არ იყოს დაწერილი.

მაგრამ ერთი რამ ზუსტად მინდა იცოდეთ:
ჩემი ერთადერთი სურვილია ერთიანი და ძლიერი საქართველო.

სწორედ ამისთვის მინდა გაერთიანდეს
ხუთჯვრიანი და სამფეროვანი ეროვნული დროშების ხელისუფლებები —
არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთიანი მიზნისთვის:
საქართველოს გადარჩენისთვის, გაძლიერებისა და გათავისუფლებისთვის.

ეს გაერთიანება უნდა გახდეს უძლეველი საძირკველი ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობისა,
მაღვიძარა, რომელმაც უნდა გადაუაროს არა მხოლოდ საქართველოს,
არამედ სრულიად კავკასიას.

საქართველო ვერ გადარჩება შიშით.
ვერ გადარჩება ოკუპაციასთან შეგუებით.
ვერ გადარჩება იმ პოლიტიკით, რომელიც მცოცავ ოკუპაციას „სტაბილურობას“ ეძახის.

თუ ქვეყანას სჭირდება მმართველი,
რომლის მთავარი საქმე მხოლოდ დეკორაციებია, ფორმალური თემები,
ასფალტის დაგება და პრობლემების გადაფარვა მაშინ,
როცა გრძელდება ოკუპაცია, მოქალაქეთა გატაცება და მუდმივი შანტაჟი —
ასეთ ქვეყანას ლადო გამსახურდია ლიდერად არ სჭირდება.
კარგი ბუღალტერიც ეყოფა.

მე მინდა საქართველო ძლიერი ჯარით,
ძლიერი სამხედრო ეკონომიკით,
ძლიერი მეცნიერებითა და უახლესი ტექნოლოგიებით,
რომ მტერს სიტყვით კი არა — ძალით შეაჩერებს.

საქართველოს სჭირდება ისეთი პოლიტიკური და სამხედრო თავდაცვითი გუმბათი,
რომ მის ცაზე მტრის ბუზმაც კი ვერ გაბედოს შემოფრენა.

საუკუნოვანი, რუსული, ჟანგიანი ბორკილები
უნდა ავხსნათ საქართველოდან და სრულიად კავკასიიდან.

რუსული ოკუპაცია არ არის ბედი.
ეს არის გამოწვევა, რომელსაც ან პასუხობ — ან ქრები.

მე არ ვწერ ამას თანამდებობისთვის.
მე ვწერ ამას საქართველოსთვის.

ერთიანი, ძლიერი საქართველო —
კავკასიის მარგალიტი.

ჯობია ვიყო პირდაპირი!

ვფიქრობ თქვენ ისევ მოგატყუებენ “ევროპული ჰანგებით”, რომელსაც დღეს საქართველოში რუსული “ბალალაიკა”უკრავს!

🔝ერთხელ ვიყავი ცხოვრებაში რუსეთის ტერიტორიაზე და ისიც გამარჯვების დროშით ხელში!

მე მინდა ქართული დროშა გამოვფინო ჩემს სახლში აფხაზეთში, გუდაუთაში!»

ლადო გამსახურდია

https://www.facebook.com/share/p/1C8c8AMRWU/?mibextid=wwXIfr

🔹ჩვენი ორგანიზაციის — „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიისა“ და მისი სამხედრო ფრთის, „კავკასიის ლეგიონის“, წარმომადგენ...
27/01/2026

🔹ჩვენი ორგანიზაციის — „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიისა“ და მისი სამხედრო ფრთის, „კავკასიის ლეგიონის“, წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პოლიტპატიმრების საკითხს მიეძღვნა.

🔹კონფერენციაში მონაწილეობდნენ უკრაინის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის სტატუსზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე, მისი უკრაინაში გადაყვანის აუცილებლობაზე და აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ არსებული უგულებელყოფა.

🔹ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართველი დიასპორის წარმომადგენლები და ორგანიზაცია „ფრი მიშას“ გუნდი, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს პოლიტპატიმრების უფლებების დაცვის საქმეში.

🔹ჩვენი პოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ უცვლელია:
იგი წარმოადგენს პოლიტპატიმარს და ფაქტობრივად იმყოფება რუსეთის პოლიტიკური გავლენის პირობებში.

🔹მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოწოდებით — უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და გათავისუფლდნენ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.

Address

Tbilisi

Telephone

+995599212853

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია / Round Table Free Caucasus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია / Round Table Free Caucasus:

Shortcuts

Share