თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება I Tbilisi Religious Diversity

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება I Tbilisi Religious Diversity

თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება I Tbilisi Religious Diversity Ethnical and Religious Minorities In Tbilisi

04/02/2022

🇬🇪 🇺🇸პროექტი ხორციელდება თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით პროგრამის - "თემის ელჩების" ფარგლებში.

👉ვიდეოტურში გაეცნობით ინდუიზმის საფუძველს - ვედურ კულტურას, მოისმენთ მისი წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას. იხილავთ თბილისში არსებულ ვედური კულტურის ცენტრს, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებასა და ლოცვის რიტუალებს. გაეცნობით ინდუიზმის ისტორიას საქართველოში.

👉 იცოდით თუ არა, რომ პროტესტანტულ მიმდინარეობაში კონკრეტული პირები არ ინიშნებიან სპეციფიკურ თანამდებობებზე. მათი რწმენით...
25/11/2021

👉 იცოდით თუ არა, რომ პროტესტანტულ მიმდინარეობაში კონკრეტული პირები არ ინიშნებიან სპეციფიკურ თანამდებობებზე.
მათი რწმენით მღვდლობა შეუძლია ნებისმიერ მორწმუნეს, მათ შორის ქალს.

პროტესტანტიზმი, ქრისტიანობის სამი მთავარი მიმდინარეობიდან ერთ-ერთი, XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა.მის სულისჩამდგმელად გერმან...
28/10/2021

პროტესტანტიზმი, ქრისტიანობის სამი მთავარი მიმდინარეობიდან ერთ-ერთი, XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა.
მის სულისჩამდგმელად გერმანელი ბერი, პროფესორი და თეოლოგი მარტინ ლუთერი გვევლინება, რომელიც უპირისპირდებნოდა ეკლესიაში მიმდინარე მანკიერებებს.
სწორედ მოცემულ საფუძველზე ჩამოყალიბდა მიმდინარეობა, რომელსაც პროტესტანტიზმი ეწოდა და მალევე ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა.
დღეისთვის მსოფლიოში 900 მილიონამდე პროტესტანტი ცხოვრობს.

17/10/2021

👉 ვიდეოტურში წარმოგიდგენთ პროტესტანტული მინდინარეობის ჩამოყალიბების ისტორიას, მიიღებთ ინფორმაციას საქართველოში პროტესტანტიზმის გავრცელების შესახებ, გაეცნობით თბილისის ევაგნგელურ-ბაბტისტური ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერს, მისი დაარსების ისტორიასა და ლოცვის სცენებს რომლებიც ამ ტაძარში აღევლინება.

კათოლიკეებისთვის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს შობა წარმოადგენს. საინტერესოა რატომ აღინიშნება მოცემული დღესასწაული 25 დეკემ...
03/10/2021

კათოლიკეებისთვის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს შობა წარმოადგენს. საინტერესოა რატომ აღინიშნება მოცემული დღესასწაული 25 დეკემბერს. მაცხოვრის დაბადების დღედ პირველად ეს თარიღი მეოთხე საუკუნეში 354 წელს არის მოხსენიებული. ზუსტი ცნობები იმის შესახებ თუ რატომ შეირჩა შობის აღსანიშნავად კონკრეტულად ეს დღე არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ამაში გარკვეული როლი შეასრულა იულიუსის კალენდარმა. ძველი რომის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ იულიუს კეისარმა ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ალექსანდრიელი ასტრონომის სოზიგენეს მიერ შექმნილი წელთაღრიცხვის სისტემა შემოიღო. მოცემული კალედნრის მიხედვით სწორედ 25 დეკემბერია წელიწადის ის დრო როდესაც დღე ხანგრძლივობით ჯობნის ღამეს, რაც სიმბოლურად იესო ქრისტეს შობით გამოწვეულ სინათლესთან არის დაკავშირებული.
იულიუსის კალენდრის მიხედვით გადაწყდა რომ ყოველ სამ მომდევნო წელიწადში 365 დღე ეანგარიშათ, ხოლო მეოთხეში, იმ წელიწადში, რომლის გამომხატველი ნომერი უნაშთოდ გაიყოფოდა 4-ზე (4, 20, 100, 1968, 1980 და სხვ.) — 366 დღე, მას ნაკიანი წელიწადი ეწოდება. ნაკიან წელიწადში თებერვლის თვეს, რომელიც, რომელიც ჩვეულებრივ 28 დღეღამისაგან შედგება, დაემატებოდა ერთი დღე (29 თებერვალი). ასეთ პირობებში სამოქალაქო წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365¼ დღეღამისაგან შედგებოდა, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან, განსხვავება მხოლოდ 11 წუთსა და 13,9 წამშია. მაგრამ 4 ან თუნდაც რამდენიმე ათეული წელიწადის მანძილზე ასეთი ყოველწლიური განსხვავება თუ უმნიშვნელო სიდიდეს შეადგენს, საუკუნეების მანძილზე იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულვებელსყოფა შეუძლებელია. ეს კი პერიოდულად ერთგვარი ხელოვნური კორექტივების შეტანას მოითხოვდა სამოქალაქო წელთაღრიცხვაში. ასე მოხდა, მაგალითად ევროპაში 1582 წელს, როცა რეფორმირებული კალენდარი, ე. ი. ახალი სტილი შემოიღეს.

1582 წლის 24 თებერვალს, გრიგორიანული კალენდარის (ახალი სტილის) საფუძველზე შეიცვალა ნაკიანი წლის განსაზღვრის სისტემა, კერძოდ: 1582 წლის 5 ოქტომბერს რომის პაპ გრიგორის დროს იულიუსის კალენდარს მიამატა 10 დღე და გამოცხადდა 15 ოქტომბრად. თუ XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოროლის კალენდრებს შორის იყო 10 დღე, 1900 წლიდან განსხვავება გმოიხატება 13 დღით

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მოცემულ კალენდარზე გადავიდა. მართლმადიდებელი ეკლესია კი კვლავ ძველ სტილზე (იულიურის კალენდარი) დარჩა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კათოლიკეები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, მართლმადიდებლები კი 7 იანვარს.

👉 იცით თუ არა, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, საქართველოს ჰიმნის მუსიკის ავტორი - ზაქარია ფალიაშვილი ქართვე...
21/09/2021

👉 იცით თუ არა, რომ
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, საქართველოს ჰიმნის მუსიკის ავტორი - ზაქარია ფალიაშვილი ქართველი კათოლიკე იყო. მან ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრა სწორედ კათოლიკურ ტაძარში შეისწავლა, ამასთანავე მღეროდა ეკლესიის გუნდში

12/09/2021

👉 ვიდეოტურში გაეცნობით თბილისის კათოლიკურ მოსახლეობას, მათ ისტორიულ-კულტურულ ყოფასა და რელიგიურ რიტუალებს, ამასთან ერთად იხილავთ თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარს.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით   საქართველოში 19 195 კათოლიკე ცხოვრობს. თბილისში გია აბესაძის 4/6 - შ...
06/09/2021

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოში 19 195 კათოლიკე ცხოვრობს.
თბილისში გია აბესაძის 4/6 - ში მდებარეობს მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი, რომელიც 1804 წელს აშენდა. ის გოთიკური არქიტექტურილი სტილის ნაგებობაა, რომელიც თბილისის მრავალფეროვნებას კარგად წარმოაჩენს.

ფოტო - ვიკიმედია

11/08/2021

👉 ვიდეოტურში იხილავთ თბილსში მცხოვრები ებრაული თემის რელიგიურ და კულტურულ ყოფას, გაეცნობით მათ ისტორიას და რწმენას. თბილისის დიდ სინაგოგასა და საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქ.  #3-ში თავდაპირველად სინაგოგა მდებარეობდა, დიდი ზომის, აგურის გუბათიანი სინაგოგა XX ს-ის ...
24/07/2021

თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქ. #3-ში თავდაპირველად სინაგოგა მდებარეობდა, დიდი ზომის, აგურის გუბათიანი სინაგოგა XX ს-ის დასაწყისშია აგებიული. დღეს ამ შენობაში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და რაბინის დავით ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმია განთავსებული.
ებრაელთა ისტორიის მუზეუმი 1933 წელს დაარსდა. მის ფონდებში ინახება 140 000 მეტი ექსპონატი. უმდიდრესი კოლექცია საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მცხოვრები ებრაელი ხალხის ყოფასა და კულტურას და ქართულ-ებრაული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს.

მუზეუმის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე - https://www.facebook.com/jewishgeo
Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations

Address

Georgia
Tbilisi
0108

Telephone

+995599442493

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება I Tbilisi Religious Diversity posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება I Tbilisi Religious Diversity:

Share