11/06/2025
10 ახალგაზრდა ქართველი მზარეული გაემგზავრება საფრანგეთში — FERRANDI Paris-ში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულინარიული სასწავლებელია. ისინი გაივლიან ორ კვირიან ინტენსიურ სტაჟირებას! 👏🇫🇷
მონაწილეებმა წარმატებით გადალახეს რამდენიმე ეტაპი, და 90-ზე მეტი კანდიდატიდან გამოვარჩიეთ საუკეთესო 10.
პროექტი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (Georgian National Tourism Administration) მხარდაჭერით.
ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარე Guram Baghdoshvili გურამ ბაღდოშვილი და თანადამფუძნებელი Keti Kvichidze ქეთი კვიჭიძე ჟიურის წევრები იყვნენ, მათი უშუალო ჩართულობით შედგა სტუდენტების შერჩევის პროცესი.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან , მრავალ წარმატებულ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება — თანამშრომლობა, კოლაბორაცია და იდეების თანხვედრა ჩვენი საერთო ძალისხმევის საფუძველია.