საქველმოქმედო ფონდი აი ია • Charity Foundation AI IA

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქველმოქმედო ფონდი აი ია • Charity Foundation AI IA

საქველმოქმედო ფონდი აი ია • Charity Foundation AI IA საქველმოქმედო ფონდი აი ია. The “AI IA” Foundation was established on April 14, 2016 as part of Smart Capital Group Social Responsibility . Speech therapy;
3.

საქველმოქმედო ფონდი " აი ია " სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2016 წლის 14 აპრილს დაარსდა. იგი სმენის დაზიანების მქონე ბავშვების მომსახურების სფეროში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა.

ფონდის ბაზაზე ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესი სრულად ფინანსდება კომპანიის მიერ.

ყველა ბავშვს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და ჰქონდეს სერვისებზე თანაბარი ხელმისა

წვდომობა. სწორედ ამიტომ ფონდის მისიაა სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

ფონდის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.

მათ შორისაა: რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი , ოჯახზე ცენტრირებული მიდგომა, სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერება თბილისსა და რეგიონებში.

რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი მოიცავს:

1. აუდიო-ვერბალურ თერაპიას;
2. მეტყველების თერაპიას;
3. ფსიქოლოგის მომსახურებას;
4. სპეციალური პედაგოგის მომსახურებას;
5. არტ თერაპიას;
6. მუსიკის თერაპიას.


ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს ფონდის თერაპევტების უფასო კონსულტაციით. The mission of the Foundation is to promote the social integration of children with hearing impairments, which is implemented by the Foundation through various activities such as:


• Raising public awareness on hearing issues;
• Empower professionals, specialists or teachers working with children with hearing impairments both in Tbilisi and in the regions. Foundation provides post-cochlear implant rehabilitation / habilitation complex services to children with hearing impairments and their families, which is fully funded b the company. Complex rehabilitation services includes:

1. Audio - Verbal therapy;
2. Special teacher;
4. Psychologist service;
5. Art therapy;
6. Music therapy;

Anyone can benefit from the consultation of our experts free of charge.

25/05/2026

ასე გამოიყურება აუდიო-ვერბალური თერაპია (AVT) პრაქტიკაში! 🦻

🫂 ჩვენი მთავარი მიზანია, ვასწავლოთ პატარას ბუნებრივი საუბარი და დავეხმაროთ თანატოლებთან მარტივ ადაპტაციაში.

🧑‍🧒 ამ პროცესში მშობელი ჩვენი მთავარი პარტნიორია - ჩვენ გასწავლით, როგორ აქციოთ ჩვეულებრივი თამაში სახლში განვითარების საუკეთესო პროცესად.

ასე ეხმარება თერაპია ბავშვს, იცხოვროს სრულფასოვნად და დამოუკიდებლად ხმების სამყაროში. ✨💙

🫂ოჯახის ერთიანი რიტმი - მყარი შედეგის საწინდარი✨როდესაც ბავშვი სწავლობს რაღაც ახალს, მშობელიც პარალელურად სწავლობს: გაგე...
20/05/2026

🫂ოჯახის ერთიანი რიტმი - მყარი შედეგის საწინდარი

✨როდესაც ბავშვი სწავლობს რაღაც ახალს, მშობელიც პარალელურად სწავლობს: გაგებას, მხარდაჭერასა და ახლებურ კომუნიკაციას.

🎯შედეგი მხოლოდ მაშინ არის მყარი და გრძელვადიანი, როდესაც ეს პროცესი სინქრონულია. თერაპევტი ან მასწავლებელი აძლევს მიმართულებას, თუმცა ნამდვილი ტრანსფორმაცია მაშინ ხდება, როცა ბავშვი და მშობელი ერთიან რიტმში იწყებენ მოძრაობას.

🦻 რატომ არის საჭირო აუდიო-ვერბალური თერაპია (AVT) სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის?აი, მთავარი 3 მთავარი მიზეზი:🗣️ 1. სმე...
18/05/2026

🦻 რატომ არის საჭირო აუდიო-ვერბალური თერაპია (AVT) სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის?
აი, მთავარი 3 მთავარი მიზეზი:

🗣️ 1. სმენისა და მეტყველების განვითარება
ბავშვები სწავლობენ მოსმენას და საუბარს ჟესტების გარეშე, რათა ჩამოუყალიბდეთ ბუნებრივი მეტყველება.
🌍 2. მარტივი ინტეგრაცია
პატარები ადვილად ერთვებიან ჩვეულებრივ ბაღებსა თუ სკოლებში და თავისუფლად ურთიერთობენ თანატოლებთან.
👨‍👩‍👧‍👦 3. მშობლების ჩართულობა
სპეციალისტები გასწავლიან, როგორ აქციოთ ყოველდღიური რუტინა (თამაში, გასეირნება) ბავშვის განვითარების პროცესად.

✨ თერაპია ბავშვს ეხმარება, სრულფასოვნად აღიქვას ხმების სამყარო. 💙

13/05/2026

🫂✅ აქტიური მოსმენა ბავშვს უქმნის უსაფრთხოების განცდას და აყალიბებს ემოციურად მყარ, თავდაჯერებულ ადამიანად.

🤍სანამ რჩევას მისცემთ, უბრალოდ დაანახეთ, რომ მისი გესმით.

📚 პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად2022 წელს ფონდ „აი იას“ მიერ გამოცემ...
05/05/2026

📚 პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად

2022 წელს ფონდ „აი იას“ მიერ გამოცემული ეს წიგნი დღეს უკვე აკადემიური სივრცის ნაწილია და ილიაუნის სამაგისტრო პროგრამაშია ინტეგრირებული.

ვისთვის არის ეს რესურსი?
🔹 სტუდენტებისთვის
🔹 სფეროს სპეციალისტებისთვის
🔹 მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ სწორი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მხარდაჭერა აღმოუჩინონ შვილებს.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ელექტრონული ვერსია სრულიად ღია და ხელმისაწვდომია ყველასთვის:
🔗 https://drive.google.com/file/d/1pyaepwxtchbGP19XK97Tsy-pih1MFbVM/view?usp=sharing

🫂ბავშვის ყოველი ნაბიჯი ოჯახის საერთო გამარჯვებაა. 🙏🏻ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი მხოლოდ მაშინ არის მყარი, როცა ბავშვი და მშობ...
27/04/2026

🫂ბავშვის ყოველი ნაბიჯი ოჯახის საერთო გამარჯვებაა.
🙏🏻ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი მხოლოდ მაშინ არის მყარი, როცა ბავშვი და მშობელი ერთიან რიტმში ვითარდებიან

🤍განვითარება არ სრულდება თერაპიის სეანსით, ის გრძელდება სახლში

22/04/2026

🫂 მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ფონდი „აი იას“ და „სიცილის თერაპიის“ კოლაბორაციის ფარგლებში, ექიმი-ჯამბაზები სპეციალურ გადამზადებას „აი იას“ სივრცეში გადიან.

პროექტის „მუსიკა, თამაში და კავშირი“ ფარგლებში, ექიმი-ჯამბაზები ეუფლებიან:
🔹 ბავშვებთან ემოციური კავშირის დამყარების ახალ მეთოდებს;
🔹 მუსიკისა და თამაშის გამოყენებას თერაპიულ პროცესში;
🔹 პრაქტიკულ გამოცდილებას „აი იას“ ექსპერტულ გარემოში.
ვამაყობთ ამ პარტნიორობით, რომელიც ბავშვების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ემსახურება. ✨

ფონდი აი ია 10 წელი ოჯახების სამსახურში🫂როცა ბავშვი იწყებს მოსმენას - მას სჭირდება ვინმე, ვინც დაეხმარება ამ ხმების სიტ...
21/04/2026

ფონდი აი ია 10 წელი ოჯახების სამსახურში

🫂როცა ბავშვი იწყებს მოსმენას - მას სჭირდება ვინმე, ვინც დაეხმარება ამ ხმების სიტყვებად, აზრებად და ცოდნად გადაქცევის პროცესში

✨ ჩვენი უცვლელი ღირებულებებია:
🔵ბავშვი და ოჯახი = ერთი სისტემა
🔵ინკლუზიური საზოგადოება ადრეული ასაკიდანვე იქმნება
🔵სმენა ბიო-ფსიქო-სოციალური საკითხია
🔵ხარისხიანი სერვისი = მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკა

14/04/2026

🫂🎉 „აი ია“ 10 წლისაა!

უკვე ათი წელია, რაც ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი ბავშვებს ბგერებისა და სიტყვების სამყაროს აღმოჩენაში ეხმარება.

ჩვენთვის „აი ია“ მხოლოდ სახელი არ არის - ეს არის ათწლიანი გზა სიჩუმის დაძლევიდან პირველ ნათქვამ სიტყვამდე.

🤍🫂 მადლობა თითოეულ ბავშვს, მშობელსა და ჩვენს გუნდს ამ გზაზე გამოჩენილი ნდობისა და ერთგულებისთვის. ერთად ვაგრძელებთ მუშაობას აჟღერებული და სრულფასოვანი მომავლისთვის!

🤍🎉 10 წლის იუბილეზე გადავწყვიტეთ, ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - ჩვენი ბენეფიციარების შედეგები გაჩვენოთ. სწორედ ამიტომ,...
14/04/2026

🤍🎉 10 წლის იუბილეზე გადავწყვიტეთ, ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - ჩვენი ბენეფიციარების შედეგები გაჩვენოთ. სწორედ ამიტომ, გიმზადებთ სიურპრიზს, რომლის მთავარი გმირიც ლუკა სხირტლაძეა.

🫂ლუკა ერთ-ერთი პირველია, ვინც ჩვენი ცენტრის კარები შემოაღო. 6 წელი - ეს არის ათასობით საათი თერაპიაზე, უამრავი მცირე თუ დიდი გამარჯვება და მიზანი, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.

✨მალე გაგიზიარებთ ლუკას გზას, რომელიც ყველას დაგვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა არსებობს სწორი პროფესიული მიდგომა და მონდომება.

მოემზადეთ ძალიან საინტერესო და ემოციური ისტორიისთვის!

Address

ტ. ტაბიძის 106
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქველმოქმედო ფონდი აი ია • Charity Foundation AI IA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქველმოქმედო ფონდი აი ია • Charity Foundation AI IA:

Share