Actio • აქციო

Actio • აქციო გავლენის ფონდი სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად

ჩვენი მიზანია სოციალური ეკონომიკის განვითარება საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით. ამისთვის ჩვენ, გავლენის ინვესტორებთან ერთად, ვქმნით სივრცეს, რომელიც მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესისა და გავლენის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

გავლენის ფონდი აქციო 2022 წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპუ

ლი ასოციაციის (EVPA) მხარდაჭერით, დაფუძნდა.

აქციო საქართველოში პირველი გავლენის ფონდია, რომლის მიზანიცაა მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე იმ სოციალური საწარმოების გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.

☀️როგორ შეიძლება სათამაშოებმა შეცვალონ ცხოვრება?სოციალური საწარმო Dadari დადარი ამ კითხვას პასუხს ყოველდღიური საქმიანობი...
02/06/2025

☀️როგორ შეიძლება სათამაშოებმა შეცვალონ ცხოვრება?
სოციალური საწარმო Dadari დადარი ამ კითხვას პასუხს ყოველდღიური საქმიანობით სცემს — ის ქმნის არა მხოლოდ ეკო-მეგობრულ სათამაშოებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს.

🫂 #დადარი ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

🌿 ხის ხელნაკეთ სათამაშოებს, რომლებიც დადარის სახელოსნოებში - თბილისსა და ზუგდიდში იქმნება, სიხარული მოაქვს როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის — საქართველოშიც და ევროპის არაერთ ქვეყანაში.

✨ დადარი გავლენის ფონდ Actio • აქციოს პორტფელის წევრია და ევროკავშირთან (European Union in Georgia) ერთად ჩვენი მხარდაჭერა, კიდევ უფრო აძლიერებს მისი მისიის ეფექტიან განხორციელებას.

📍 1 ივნისს #დადარის პირველი ფიზიკური მაღაზიაც გაიხსნა და წინ განვითარების ბევრი გეგმაც აქვთ

🎙 გაიგეთ მეტი დადარის შესახებ ინტერვიუდან:
👉 https://fortuna.ge/1-ivniss-dadari-pirvel-fizikur-maghazias-khsnis/?fbclid=IwY2xjawKqH0NleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFLTDR2dU9DSG1icUo4eGM1AR6WCr5rFPgwbNZ3cojTi8g_sWSLaZ5-40VF3QmqUpY_E8CVvXmWFjWCaHcqbA_aem_LhqD2wFuyDqjKD9wkXViEQ

***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG ENEST) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ℹ️პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ მხარდაჭერილი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. Actio • აქციოს მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).

🔗აქციოს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გამოგვყევი: https://actio.ge/ge

🤝პორტფელის წევრი სოციალური საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნისთვის, მადლობას ვუხდით #ევროკავშირს და #აქციოს გავლენის ინვესტორებს:
🔹MBC • ემბისი
🔹Nikoloz Alavidze
🔹Lado Sakvarelidze
🔹Keti Chitanava

________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

„დადარი“ ეკომეგობრულ სათამაშოებს აწარმოებს.

🌟ქალები ცვლილებისთვის – სოციალური მეწარმეები, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან🫂👩‍👧 საქართველოში მყოფი მარტოხელა დედებისა ...
31/05/2025

🌟ქალები ცვლილებისთვის – სოციალური მეწარმეები, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან🫂

👩‍👧 საქართველოში მყოფი მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა, გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა - ეს იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ქალი სოციალური მეწარმეების სახელს უკავშირდება. მათ შეძლეს, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, უწყვეტი განვითარების ჯაჭვი შეექმნათ.

🌍მათი გზა სოციალური მეწარმეობის გზაა, სადაც მდგრადი ბიზნესმოდელის შექმნით, მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.

⚡️გაეცანით სტატიას და გაიგეთ მეტი ლიას, ანიას, თამარის, ირინასა და ანას გზის შესახებ, რომლებიც სოციალური მეწარმეობით, საწარმოების მდგრად ბიზნეს მოდელებს ქმნიან და მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ

🔹საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და გავლენის ფონდი Actio • აქციო, ევროკავშირისა (European Union in Georgia) და პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt) მხარდაჭერით, ხელს უწყობენ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

ბაბალე • Babale; კაფე მზიური • Cafe Mziuri;Dediko_"დედიკო"; ეთნოდიზაინი. Ethnodesign

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

👩‍👧‍👦გაიცანით  #დედიკო - დედებზე ზრუნვისთვის შექმნილი სოციალური საწარმო💚☀️Dediko_"დედიკო" მარტოხელა დედებისა და მშობლებზ...
28/05/2025

👩‍👧‍👦გაიცანით #დედიკო - დედებზე ზრუნვისთვის შექმნილი სოციალური საწარმო💚
☀️Dediko_"დედიკო" მარტოხელა დედებისა და მშობლებზე მზრუნველი ქალების გაძლიერებაზე ზრუნავს. ის ქმნის ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც ქალებს შეუძლიათ პროფესიულად გაიზარდონ, ახალი უნარები შეიძინონ და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

🧵საწარმოს პროდუქცია – ზურგჩანთები, ლეპტოპის ჩანთები, გულჩანთები, საოჯახო ტექსტილი და ახლა უკვე ახალი ხაზიც #მზრუნველი – ხელნაკეთია და მაღალი ხარისხის.

ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და გავლენის ფონდ Actio • აქციოს მხარდაჭერით, სამკერვალო საწარმო „დედიკო“:
✔ აფართოებს ეკონომიკურ საქმიანობას
✔ ზრდის სოციალურ შედეგებს
✔ ავითარებს პროდუქციის ახალ ხაზს — „მზრუნველი“, რომელიც ოჯახებისა და პატარების საჭიროებებზეა მორგებული
✔ ითვისებს გაყიდვების ახალ არხებს და აძლიერებს პოზიციას ბაზარზე

🌱 ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის გზიათ, მდგრადი ცვლილებებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოში.

🎙️ გაეცანით ინტერვიუს რადიო „ფორტუნას“ ეთერში და გაიგეთ მეტი დედებზე მზრუნველი სოციალური საწარმოს შესახებ:

🔗 fortuna.ge/dediko-qalta-gadzlierebaze-orientirebuli-socialuri-sawarmo

***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG ENEST) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ℹ️პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ მხარდაჭერილი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. Actio • აქციოს მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).

🤝პორტფელის წევრი სოციალური საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნისთვის, მადლობას ვუხდით #ევროკავშირს და #აქციოს გავლენის ინვესტორებს:
🔹MBC • ემბისი
🔹Nikoloz Alavidze
🔹Lado Sakvarelidze
🔹Keti Chitanava


________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

„დედიკოს“ მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი არის ხელნაკეთი.

🇬🇪🇬🇪26 მაისი — ქართველი ხალხის ღირსების, თავისუფლების სიყვარულისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის დღეა.ეს დღე ჩვენი რწმენი...
26/05/2025

🇬🇪🇬🇪26 მაისი — ქართველი ხალხის ღირსების, თავისუფლების სიყვარულისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის დღეა.

ეს დღე ჩვენი რწმენისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა — დღე, როცა ერთხმად ვამბობთ:
ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, ვაფასებთ ერთმანეთის ხმას და ყოველთვის ვირჩევთ თავისუფლებას!

„დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება!
მაგრამ იცოდეთ: თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ - ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც.“
— მერაბ კოსტავა

თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას გაუმარჯოს!✊

გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

🇬🇪🇪🇺 🇬🇪🇪🇺 🇬🇪🇪🇺 🇬🇪🇪🇺 🇬🇪🇪🇺

ევროპის დღე 2025 – ღირებულებები, რაც გვაერთიანებს 🇬🇪🇪🇺🌟როგორც წლების განმავლობაში, წელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევე...
18/05/2025

ევროპის დღე 2025 – ღირებულებები, რაც გვაერთიანებს 🇬🇪🇪🇺

🌟როგორც წლების განმავლობაში, წელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), აქტიურად ჩაერთო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში – სივრცეში, სადაც დემოკრატიის, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის და ინკლუზიური განვითარებისთვის ადამიანები, ორგანიზაციები და ინიციატივები ერთიანდებიან.

💬 ჩვენ წარვადგინეთ ევროკავშირისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი სოციალური მეწარმეობის თვალსაჩინო მაგალითები გავლენის ფონდ Actio • აქციო-სა და სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia-სთან ერთად. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატარებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ: შემეცნებითი აქტივობებში მომხმარებლის უფლებების შესახებ; ძალიან მრავალფეროვან ვორკშოფებში საბავშვო ლიტერატურიდან - STEM განათლებამდე, ეკომეგობრული ნივთებიდან - მულტიმედია ისტორიებამდე.

🎬 კინოჩვენებების სივრცეში კი მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა: ენახა დოკუმენტური ფილმი UNDERSEEN, იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც ყველაზე რთულ პირობებშიც კი ქმნიან ღირებულ ცვლილებებს; საჯარო ჩვენების ფარგლებში გასცნობოდნენ სტოპ-მოუშენ ტექნოლოგიით გადაღებულ პირველ ქართულ ანიმაციას “ელენე დარიანი”;

🤝 მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში (European Union in Georgia), ყველა პარტნიორს, სოციალური საწარმოების წარმომადგენლებსა და სტუმრებს, ვინც ეს დღე ასეთი შთამბეჭდავი გახადა!

08/05/2025

✨კადრები სცენის მიღმა - ევროპის დღე ახლოვდება!
ევროპის დღის სამზადისი ექსპო ჯორჯიაში დაიწყო. ვემზადებით თქვენთან შესახვედრად. 💙

როგორც ყოველთვის, წელსაც, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროპის დღის ფარგლებში მრავალფეროვან აქტივობებს გთავაზობთ:

🔹 მე-11 პავილიონი (ცისფერი ზონა) – ეწვიეთ -ის სტენდს

🔸 მე-11 პავილიონი (ყვითელი ზონა) – სოციალური საწარმო #ლიტქიდი - საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი წარმოგიდგენთ საბავშვო ავტორებსა და შემეცნებით თამაშებს

🟣 ასევე მე-11 პავილიონში (იასამნისფერი ზონა)– სოციალური საწარმო სტემ სფეისი • STEM Space ტრადიციულად ეპატიჟება მოზარდებს ლეგოსა და რობოტიკის ვორკშოფებზე

🧑‍🎨 გარე სივრცე (მე-11 პავილიონის მახლობლად) – , გავლენის ფონდი Actio • აქციო და სოციალურ საწარმოთა ალიანსი სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia წარმოგიდგენთ ქართულ სოციალურ საწარმოებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
აქ აღმოაჩენთ:
✔️Social Concept Store ESKI-ს
✔️ბაბალე • Babaleს
✔️ISTORIALI-ს
✔️Dediko_"დედიკო"ს
✔️LitKid • საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი-ს
✔️ ULEVI • ულევი კერამიკას
✔️Amigato / ამიგატო ს
✔️ეთნოდიზაინი. Ethnodesign-ის
✔️Potteria se-სოციალური საწარმო პოტერიასა და
✔️ იგრიკა • Igrika-ს სტენდებს

🎬 მე-3 პავილიონი – კინოჩვენებების სივრცე:

⏰ 14:00 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება,
ჩვენი პარტნიორის, Impact Europe-ის მიერ, უკრაინაში გადაღებული ფილმი მოგიყვებათ სოციალური საწარმო „Museum in the Dark“-ის მცირემხედველ გიდებზე, რომლებიც სრულმასშტაბიანი რუსული ოკუპაციის პირობებში ინკლუზიურ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

⏰ 15:00 – სოციალური საწარმო ფანტასმაგორია • Fantasmagoria-ს პირველი ქართული სტოპ-მოუშენ ანიმაცია „ელენე დარიანის“ ჩვენება

⏰ 15:30 – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი "ლიტქიდის" ვიდეოების ჩვენება ქართველი საბავშვო მწერლების მონაწილეობით

30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი და ქართველი ხალხი გვერდიგვერდ მუშაობენ. ევროპის დღე კი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რამდენს მივაღწიეთ . 🤝🇬🇪🇪🇺

📍 შემოგვიერთდით ხვალ, 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში.
🔗 ეწვიეთ ღონისძიების გვერდს: https://www.facebook.com/share/164R7tFnzz/ ან ვებგვერდს https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-2025/
ℹ️ ღონისძიებაზე მოსასვლელად გთხოვთ, ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან პარკირების ადგილები შეზღუდულია.

🌍 გავლენის ინვესტირება ( ) სწრაფად მზარდი გლობალური ტენდენციაა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზეა ორიენტირებული,...
23/04/2025

🌍 გავლენის ინვესტირება ( ) სწრაფად მზარდი გლობალური ტენდენციაა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზეა ორიენტირებული, არამედ დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მიღწევასაც ემსახურება.

💡რატომ გახდა გავლენის ინვესტირება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სტრატეგია?
📈როგორია საერთაშორისო ტენდენციები და გლობალური ბაზრის მოცულობა?
🌐ვინ არიან გავლენის ინვესტორები და რა ტიპის ცვლილებებს უწყობენ ხელს სხვადასხვა ქვეყანაში?
🇬🇪რა ხდება საქართველოში და როგორ ვითარდება ეს მიდგომა ადგილობრივ ბაზარზე?

🔎 Entrepreneur Georgia-ს ახალ სტატიაში გაეცნობით როგორც საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს გამოცდილებას ინტერვიუებით:

🎙ქრისტინე კანდელაკთან – საქართველოში პირველი გავლენის ფონდის, Actio • აქციოს მენეჯერი
🎙ეთო ჩაჩიბაიასთან – საქართველოში პირველი გავლენის ინვესტორი კომპანიის, MBC • ემბისის საოპერაციო დირექტორი

საავტორო უფლება © 2024 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

28/03/2025

🌟ISTORIALI - ახალ დიზაინში გაცოცხლებული კულტურული მემკვიდრეობა, სადაც ყოველი აქსესუარი საქართველოს ისტორიას ჰყვება.

🇪🇺 #ევროკავშირი და გავლენის ფონდი Actio • აქციო ხელს უწყობენ საქართველოში ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას და აძლიერებენ სოციალურ საწარმოს #ისტორიალი, რომლის თითოეული ნამუშევარი გარწმუნებს, რომ ტრადიცია მხოლოდ წარსული კი არა, ცოცხალი და თანამედროვეა.

🧑‍🎨“ისტორიალი” ტრადიციებს ახალ თაობასაც გადასცემს. ჩვენი მხარდაჭერით განახლებულ სახელოსნოში ახალი ოსტატების გადამზადებასა და დასაქმებაზე ზრუნავს, რომლებიც ლითონმქანდაკებლობის მემკვიდრეობას აგრძელებენ.

📽 უყურე ვიდეოს და გაიცანი ისტორიალი, რომლის სამკაულები, მინიატურული ქანდაკებები თუ აქსესუარები განსაკუთრებულ ამბებს აღმოგაჩენინებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 💎
***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG Near) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ℹ️პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ მხარდაჭერილი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. Actio • აქციოს მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).

🤝პორტფელის წევრი სოციალური საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნისთვის, მადლობას ვუხდით #ევროკავშირს და #აქციოს გავლენის ინვესტორებს:
🔹MBC • ემბისი
🔹Nikoloz Alavidze
🔹Lado Sakvarelidze
🔹Keti Chitanava


________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

12/03/2025

📢 როგორ შეიძლება ბიზნეს სტრატეგიების გამოყენება დადებითი ცვლილებების მისაღწევად? როგორ გახდა გავლენის ინვესტირება სოციალური ეკონომიკის გაძლიერების ინოვაციური და მდგრადი ინსტრუმენტი?

🌍 გავლენის ფონდი Actio • აქციო განაგრძობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას

🎤 ნევენ მარინოვიჩი, SMart Kolektiv-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გვიზიარებს გავლენის ინვესტირების მიმართულებით თავის 20-წლიანი გამოცდილების მთავარ გაკვეთილებსა და პრაქტიკულ მიდგომებს:
✅ პირველი ინვესტორის მოძიების გამოწვევები
✅ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და სოციალური ეკონომიკის გზები
✅ Smart Impact Fund – 50,000 ევრომდე ინვესტიცია სოციალური საწარმოებისთვის

🎬იხილე ვიდეო და გაიგე მეტი 💡 როგორ ვითარდება გავლენის ინვესტირება, რომელიც მხარს უჭერს მდგრად გადაწყვეტილებებს გარემოსა და საზოგადოების სასარგებლოდ! 🌍

⚡️შენც შეგიძლია გახდე ამ ეკოსისტემის ნაწილი
🔗 #აქციოს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გამოგვყევი: https://www.actio.ge/ge
***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG Near) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ℹ️პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ მხარდაჭერილი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. Actio • აქციოს მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).


________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

ერთად გავაძლიეროთ სოციალური საწარმო ბაბალე • Babale-ს დასაქმების პროგრამა, რომელიც 1 წლის წინ, ევროკავშირისა და გავლენის...
06/03/2025

ერთად გავაძლიეროთ სოციალური საწარმო ბაბალე • Babale-ს დასაქმების პროგრამა, რომელიც 1 წლის წინ, ევროკავშირისა და გავლენის ფონდ Actio • აქციო მხარდაჭერით შეიქმნა. ეს პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, რომ გადადგან ნაბიჯი დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. მათთვის პროგრამა უზრუნველყოფს ყველაფერს – ცოდნას, პრაქტიკას და მუდმივ მხარდაჭერას, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

შეუერთდი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association-ის სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას, რომელიც წელს იმართება გზავნილის „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ ფარგლებში და გახდი იმ დადებითი ცვლილებების ნაწილი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარების, რეალიზებისა და დიდი მიზნების ასრულებისკენ უხსნის გზას.

🔹 საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია იწყებს სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას, რომელიც წლევანდელი გზავნილის – „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ – ფარგლებში განხორციელდება.

უკვე მე-14 წელია, მარტში ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს 🌏

🖇 ვგრძნობთ პასუხისმგებლობას დავინახოთ და დავანახოთ საზოგადოებას, რა სჭირდებათ ადამიანებს დაუნის სინდრომით სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

⚠️ ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გვაშორებს მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესებასთან – სწორედ ამიტომ, საზოგადოების მხარდაჭერა ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს!

🎯 წელს ჩვენი მთავარი მიზანია გავაძლიეროთ ბაბალე • Babale-ს დასაქმების პროგრამა – უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს აძლევს ყველაფერს, რაც დასაქმებისთვის და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად სჭირდებათ – ცოდნას, პრაქტიკას და მუდმივ მხარდაჭერას, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

💛 ვიწყებთ სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას და თქვენი მხარდაჭერით, გაქვს მიზანი შევაგროვოთ 11 500 ლარი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის სრულფასოვნად ფუნქციონირებას ერთი თვის მანძილზე.

📌მიმღები: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

🔵თიბისი ბანკი: GE02TB7961336080100008
🟠საქართველოს ბანკი : GE96BG0000000161104054

👉 შემოგვიერთდი!
👉 გააზიარე!
👉 შემოიტანე შენთვის სასურველი თანხა და გახდი სასიკეთო ცვლილებების მომტანი!

#დამიჭირემხარი

20/02/2025

🌍"ბოლო 5 წელში, 115 მილიონი ევრო სოციალური ინოვაციის, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და მიზანმიმართული მხარდაჭერისკენ მივმართეთ“ - Portugal Inovação Social

💡 115M€ ინვესტიცია ინოვაციურ გადაწყვეტილებებში
🤝 800+ სოციალური ინვესტორი
🏙 70% მუნიციპალიტეტების ჩართულობა
🚀 400+ ორგანიზაცია, რომელიც სოციალური ცვლილებისთვის მუშაობს

🎯Portugal Inovação Social პორტუგალიის მთავრობის ინიციატივაა, რომელიც სოციალური ინოვაციის მხარდაჭერით ქვეყნის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

📽️ იხილეთ ვიდეო და გაიგეთ მეტი, როგორ ვითარდება სოციალური ინვესტირების ბაზარი და როგორ ქმნის სოციალური ინოვაცია მდგრად ცვლილებებს👇

***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG Near) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ℹ️პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ მხარდაჭერილი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. Actio • აქციოს მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).

🔗გავლენის ფონდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გამოგვყევი: https://www.actio.ge/ge


________________
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

♻🌱 სოციალური საწარმო  #ტენე – პლასტმასასგან სუფთა გარემოსა და განათლებისთვის🌱♻🔌 Tene - ტენე პირველი ქართული სოციალური სა...
13/02/2025

♻🌱 სოციალური საწარმო #ტენე – პლასტმასასგან სუფთა გარემოსა და განათლებისთვის🌱♻

🔌 Tene - ტენე პირველი ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც USB კაბელებს მეორადი, გადამუშავებული პლასტმასასგან აწარმოებს და გარემოს დაცვაზე ზრუნავს.

🚀 საწარმო მუდმივად ავითარებს ინოვაციურ ეკომეგობრულ პროდუქტებს, როგორიცაა: ბოთლის უკუვენდინგ აპარატი,
ჭიქების კოლექტორი და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში ნარჩენების მართვის ეფექტიანობას ზრდის.

✅ „ტენე“ 2023 წლიდან გავლენის ფონდ Actio • აქციო პორტფელის წევრია, რაც საწარმოს მასშტაბის გაზრდაში ეხმარება.
📈 #აქციოს მხარდაჭერით #ტენემ გააფართოვა პლასტმასას შეგროვების არეალი, შეიძინა ახალი აღჭურვილობა და დაიწყო რეგიონებში ჩაბარების პუნქტების მოწყობა.

📊 შედეგები და გავლენა
🔹 83 ტონა პლასტმასა შეგროვდა დაფუძნების დღიდან ♻
🔹 40 ტონა გადამუშავდა ეკომეგობრულ პროდუქტებად 🔄
🔹 5,300-მდე ადამიანი ჩაერთო პლასტმასას შეგროვებაში 🏡
🔹 350-მდე სკოლასა და ორგანიზაციაში განთავსდა მწვანე ყუთები 📦
🔹 500-მდე მოქალაქე ჩაერთო ცნობიერების ამაღლების კამპანიებში 🎤
🔹 CO2-ის ემისია 75 ტონით შემცირდა ქარხანაში დამონტაჟებული მზის პანელების გამოყენებით⚡

🏠„ტენე“ არა მხოლოდ გარემოს დაცვას ემსახურება, არამედ სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსაც აძლიერებს – საწარმოში დასაქმებულთა უმრავლესობა წეროვანში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირია.

🔋 მეტი ეკომეგობრული გადაწყვეტილება, 🔄 მეტი ნარჩენის გადამუშავება, 🛠 მეტი დასაქმებული…

🌍შენც შეგიძლია გახდე ამ ცვლილების ნაწილი! შეაგროვე, ჩააბარე პლასტმასა და ერთად შევქმნათ მწვანე მომავალი 💚

📄გაიგე მეტი #ტენეს გავლენასა და #აქციოს მხარდაჭერით მიღწეულ შედეგებზე აქ:🔗 https://bit.ly/ACTIOImpactReport2024

📸 Tene - ტენე
***
🔹საქართველოში პირველი გავლენის ფონდი #აქციო ევროკავშირის (European Union in Georgia) მხარდაჭერილი პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG Near) და Impact Europe-ის ხელშეწყობით დაფუძნდა. გავლენის ფონდის მხარდამჭერია "პური მსოფლიოსთვის" (Brot für die Welt).

🤝პორტფელის წევრი სოციალური საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნისთვის, მადლობას ვუხდით #ევროკავშირს და #აქციოს გავლენის ინვესტორებს:
🔹MBC • ემბისი
🔹Nikoloz Alavidze
🔹Lado Sakvarelidze
🔹Keti Chitanava


_________________
🇪🇺🇬🇪 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

Address

დელისის 1-ლი შესახვევი 5ა
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Actio • აქციო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Actio • აქციო:

Share