ყაზბეგი მაღალმთიანი რაიონია, რომელიც მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას-ჩრდილო კავკასიას.
აიპი "ხევის მომავალი" მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
1. კულტურული მიმართულებით- ლიტერატურული საღამოები, წიგნის პრეზენტაცია, გამოფენები, კინო ჩვენებები,ფოლკლორული ღონისძიებები, კონკურსები
2. ინტელექტუალური მიმართულებით- კონფერენციების გამართვა, ტრენინგ-ლექციების
მოწყობა მოწვეული სპეციალისტების მიერ, სხვადასხვა ინტელექტუალურ სასკოლო პროექტებში მონაწილეობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რაიონის ექვსივე სკოლა;
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები როგორც კერძო სასტუმროს მფლობელებისთვის ისე გიდებისათვის, გიდების გადამზადების კურსები, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.
3. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-ხევისათვის პრიორიტეტული სოციალური აქტივობების დაგეგმვა განხორციაელება, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით ლექცია-სემინარების დაგეგმვა მოწვეულ სპეციალისტებთან; მსგავსი ღონისძიებები ხელსშეუწყობს ახალგაზრდების ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.