Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი
Directions Website Contact the organization

Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი, Youth Organization, Rustaveli Avenue №6, Tbilisi.

18/10/2026

კლუბში ახალ ლიდერებს ვეძებთ,
აპლიკაცია კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ: https://forms.gle/biUDJpDqU3Rtun4o8

💡 თბილისის ახალგაზრდული კლუბი აცხადებს ახალი ლიდერების მიღებას!💡 თუ ხარ IX-XI კლასში, გაინტერესებს არაფორმალური განათლებ...
12/10/2026

💡 თბილისის ახალგაზრდული კლუბი აცხადებს ახალი ლიდერების მიღებას!

💡 თუ ხარ IX-XI კლასში, გაინტერესებს არაფორმალური განათლება და გინდა შეიძინო ახალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებები – ეს შესაძლებლობა შენთვისაა!🌟

📌 რას აკეთებენ ლიდერები?
თბილისის ახალგაზრდული კლუბის მთავარი მიმართულება სამოქალაქო განათლებაა. ლიდერების ჯგუფი ამ თემის გარშემო გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებს, ატარებს ღონისძიებებსა და ტრენინგებს, ასევე ქმნის საინტერესო და კომფორტულ სივრცეს თანატოლებისთვის.

💡ამ კლუბის საშუალებით შენ:
* განივითარებ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
* ისწავლი პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
* შეიძენ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის გამოცდილებას;
* შეიძენ ახალ მეგობრებს და იდეებს

📌 კლუბი მუშაობს ორ ჯგუფად:
* ჯუნიორები იკრიბებიან ხუთშაბათს 17:00 საათზე.
* ლიდერები კი იკრიბებიან ხუთშაბათს 18:30 საათზე

📌შეგიძლია გახდე ლიდერი თუ გაქვს სურვილი:
* განივითარო ლიდერული თვისებები
* მიიღო ახალი გაცდილება
* განივითარო/შეიძინო პროექტის მართვის უნარები

❗️აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი

კლუბის ლიდერების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად და აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გასაუბრების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ელ.ფოსტის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

https://forms.gle/Uj41ibHwaTyjoin88

🌟 თბილისის ახალგაზრდულ კლუბში ახალი წევრები შემოგვიერთნდნენ!🧑‍🧑‍🧒‍🧒 ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ ბავშვთა...
11/06/2026

🌟 თბილისის ახალგაზრდულ კლუბში ახალი წევრები შემოგვიერთნდნენ!

🧑‍🧑‍🧒‍🧒 ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ ბავშვთა უფლებებსა და შშმ პირებზე გვესაუბრა.

💭 თემის უკეთ განსახილავად გავაკეთეთ აქტივობა, რომელშიც ოთახის არჩეული კუთხის მიხედვით ვაფიქსირებდით ვეთანხმებოდით თუ არ ვეთანხმებოდით სხვადასხვა დებულებებს.

👫 ამის შემდეგ გავეცანით ვიდეოს ერთ-ერთი აუტისტის სპექტრის მქონე ბავშვის ცხოვრების შესახებ მის ოჯახთან ერთად.

🔴🟢 ცოდნის გადასამოწმებლად გავაკეთეთ აქტივობა "მითია თუ რეალობა", რომლის განმავლობაშიც ფერადი ფურცლებით გამოვხატავდით ჩვენს აზრს სხვადასხვა ფაქტებზე.

💭 თქვენ ბავშვთა უფლებებიდან რომელ უფლებას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

🌟 კიდევ ერთი შემეცნებითი დღე თბილისის ახლაგაზრდულ კლუბში!🧑‍🏫 გასულ კვირას შეხვედრაზე მედიაწიგნიერებაზე ვისაუბრეთ. განვიხ...
04/06/2026

🌟 კიდევ ერთი შემეცნებითი დღე თბილისის ახლაგაზრდულ კლუბში!

🧑‍🏫 გასულ კვირას შეხვედრაზე მედიაწიგნიერებაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა დიუშენის წამალი.

💡 თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ გავაკეთეთ აქტივობა, რომლის განმავლობაშიც გადავამოწმეთ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული მონაცემები დიუშენის დაავადების შესახებ.

🗣️ შეხვედრის ბოლოს ჩვენი მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს გავუზიარეთ.

👀 თქვენ ამოწმებთ სანდოა თუ არა ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ხვდებით?

💡 თბილისის ახალგაზრდული კლუბში აგრძელებს სახალისო შეხვედრების ჩატარებას!⚡️დღე დავიწყეთ ახალი ენერჯაიზერით, სახელად "მომი...
25/05/2026

💡 თბილისის ახალგაზრდული კლუბში აგრძელებს სახალისო შეხვედრების ჩატარებას!

⚡️დღე დავიწყეთ ახალი ენერჯაიზერით, სახელად "მომიტანე ნივთი".

📰 შეხვედრის მთავარი თემის განსახილველად გავეცანით დეზინფორმაციიისა და ყალბი ინფორმაციის მაგალითებს.

🖊 საბოლოოდ გავაკეთეთ ჯგუფური სამუშაო, რომელიც სოციალური ქსელისთვის პოსტი დაწერას მოითხოვდა ზემონახსენებ თემებზე.

🧐 შენი აზრით, რითი განსხვავდება დეზინფორმაცია ყალბი ინფორმაცისგან?

🌟 თბილისის ახალგაზრდულ კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!  🪑 გასამხნევებლად დღე დავიწყეთ ენერჯაიზერით, სახელად "mus...
17/05/2026

🌟 თბილისის ახალგაზრდულ კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!

🪑 გასამხნევებლად დღე დავიწყეთ ენერჯაიზერით, სახელად "musical chairs".

📃 ამის შემდეგ გავაკეთეთ ჯგუფური სამუშაო "ფაქტი თუ მოსაზრება". აქ თითოეულ ჯგუფს დაგვირიდგა ტექსტი, რომელზეც სხვადასხვა ფერის მარკერით უნდა მოგვენიშნა ისტორიაში არსებული ფაქტები და ჩვენი მოსაზრებები.

📕 შეხვედრის ბოლოს ცოდნის გასამყარებლად გავაკეთეთ ქვიზი მედიაწიგნიერებაზე.

🧐 როგორ ფიქრობ როგორ შეიძლება ვებრძლოთ ცრუ ინფორმაციას?

🌟 თბილისის ახალგაზრდული კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!🧑‍💻 გასულ კვირას ჩვენ ჯეოლაბს ვესტუმრეთ. შეხვედრის თემა ი...
04/05/2026

🌟 თბილისის ახალგაზრდული კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!

🧑‍💻 გასულ კვირას ჩვენ ჯეოლაბს ვესტუმრეთ. შეხვედრის თემა იყო ხელოვნური ინტელექტი და "vibe coding". სპიკერმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა სხვადასხვა ტერმინებზე, პრომფტების ინჟინერიაზე და AI hallucination-ზე, შეხვედრის ბოლოს კი გვაჩვენეს როგორ შევქმნათ ვებგვერდი.

💭 თქვენ რა იცით "vibe coding"-ზე?

🌟თბილისის ახალგაზრდული კლუბი სახალისო შეხვედრებს აგრძელებს!🗣️დღე, თავისთავად, ენერჯაიზერით დავიწყეთ, რომლის წესების მიხე...
01/04/2026

🌟თბილისის ახალგაზრდული კლუბი სახალისო შეხვედრებს აგრძელებს!

🗣️დღე, თავისთავად, ენერჯაიზერით დავიწყეთ, რომლის წესების მიხედვითაც უნდა გვეცეკვა მუსიკაზე და მისი გაჩერების შემდეგ მენტორის მიერ გაჟღერებული სიტყვა მიმიკებით და ჟესტიკულაციებით გამოგვეხატა.

📚ამ აქტივობის შემდეგ განვიხილეთ მოქალაქის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეთა მოვალეობებზე.

🧩ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას მოქალაქის თვისებები შევუსაბამეთ სხვადასხვა სიტყვებს და საკითხი პიროვნულ განვითარებაზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარებით შევაჯამეთ.

🤸შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ერთი ენერჯაიზერი გავაკეთეთ, რათა დღე ენერგიულად დაგვემთავრებინა.

🧐რას ფიქრობთ, რა უნარ-ჩვევებით უნდა გამოირჩეოდეს საქართველოს მოქალაქე?

📣თბილისის ახალგაზრდული კლუბი გიწვევთ ახალგაზრდულ ფორუმზე!🗓️28 მარტს, 11:30-15:00 საათის პერიოდში, ეროვნულ სასახლეში მედი...
24/03/2026

📣თბილისის ახალგაზრდული კლუბი გიწვევთ ახალგაზრდულ ფორუმზე!

🗓️28 მარტს, 11:30-15:00 საათის პერიოდში, ეროვნულ სასახლეში მედიათეკის ორგანიზებით გაიმართება “ახალგაზრდული ფორუმი”.

✍️თბილისის ახალგაზრდული ფორუმი არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს ეძლევათ საშუალება მიიღონ გამოცდილება პროექტის დაგეგმვაში, წერაში, ორგანიზებასა და კოორდინირებაში.
ფორუმის განმავლობაში მონაწილე მოსწავლეები თანატოლებთან ერთად დაგეგმავენ პროექტს, რომელის განხორციელების პროცესშიც თავად იქნებიან ჩართულები

🙋თბილისის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ IX-XI კლასის მოსწავლეს თბილისის კერძო თუ საჯარო სკოლებიდან.

📢თბილისისი ახალგაზრდულ ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის 23:59 საათამდე.

👀დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

28 მარტს "ეროვნული სასახლე" დაინტერესებულ IX-XI კლასის მოსწავლეებს გიწვევთ "თბილისის ახალგაზრდულ ფორუმში" მონაწილეო....

Address

Rustaveli Avenue №6
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Tbilisi Youth Club - თბილისის ახალგაზრდული კლუბი:

Shortcuts

Share