ყოფილი პოლიტპატიმრები - Former Political Prisoners for Human Rights

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ყოფილი პოლიტპატიმრები - Former Political Prisoners for Human Rights

ყოფილი პოლიტპატიმრები - Former Political Prisoners for Human Rights ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს!
უფასო იურიდიული დახმარება - დაგვიკავშირდით! Organisation has implemented more than 100 projects on Human rights protection.

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის 1996 წლიდან იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80-იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის დაპატიმრებული და გასამართლებული პირები.
ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი პროექტი ადამიანის უფლებების მიმართულებით.
2003 წლიდან აკვირდება საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩე

ვნებს.
ორგანიზაციის მიზნებია:
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა
- უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება
- წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში
- უფლების შელახვის ფაქტების გამოვლენა და შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის მათი აღმოფხვრის მიზნით
- საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა
-საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის აქტუალიზაცია


NGO Former Political Prisoners for human Rights has been protecting human rights since 1996. FPPHR has been founded by former political prisoners of the Soviet Times, convicted for anti-Soviet propaganda. Since 2003 organisation has been monitoring every election in the country. The main aims of the organization are:
- Protecting civil and political rights in Georgia
- Providing free legal service
- Fighting torture and humiliating treatment in penitentiary system
- Working on legislation initiatives
- Promoting human rights challenges in the society

ევროპის სახალხო პარტია:„2012 წლამდე საქართველოში იყო კარგი მმართველობა!“ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნდ...
07/06/2022

ევროპის სახალხო პარტია:
„2012 წლამდე საქართველოში იყო კარგი მმართველობა!“
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც აშკარად, ნაცმოძრაობის მიერაა დაწერილი.
ტექსტი ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას, ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ, რადგან მასში არის ფრაზები, რომლის გამოც ქართველების უმრავლესობა, დასცინებს და კიდევ უფრო შეიძულებს.
მოვიტანთ EPP-ის სახელით გავრცელებულ ამ ფრაზებს და წარმოვიდგინოთ, როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში:
„ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა“
- თურმე, ნაცების დროს იყო „კარგი მმართველობა“ და „დემოკრატიული ინსტიტუტები“.
ეს რღვევა მოიცავს „დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს".
-თურმე, ნაცების დროს საქართველოში ყოფილა „დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის თავისუფლება, პოლიტიკურად თანაბარი პირობები და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები".
"დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ,
ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი - საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს",
- ნათქვამია EPP-ის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
-თურმე, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი, ძებნილი, სააკაშვილის დაკავებაც უკანონოა.
სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან, მეორეში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა, შენობაში ხელში ატატებული შეყვანა (რადგან თვითონ არ შედიოდა) არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
უცხოეთში გადაყვანაზე უარი,- აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაა.
ნაცების გებელსი ნიკა გვარამია,- უბრალო მედია მენეჯერია.
მისი დაპატიმრება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, საქართველოში მედიის თავისუფლებას, თურმე საფრთხეს უქმნის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას იწვევს.
"სახალხო პარტია" ასევე შეშფოთებულია, რომ „ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად ძირს უთხრის“.
-თურმე ამ ყველაფრის გამო „საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს“.
-თურმე, ნაცების დროს, სასამართლო სისტემა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად არ გამოიყენებოდა.
მაღალ დონეზე ყოფილა დაცული მედიის თავისუფლებაც, კერძო საკუთრებაც, პატიმართა უფლებებიც.
არჩევნებიც თავისუფალი და დემოკრატიული ყოფილა.
მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოლიგარქიულმა მმართველობამ, კარგ მმართველობას, თურმე ძირი გამოუთხარა, რამაც გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.
-თურმე ამ ყველაფერს "ევროპის სახალხო პარტია" იმიტომ აცხადებს, რომ ნაცების ლობისტები კი არ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
მათი გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი ყოფილა.
აი, ეს არის საქართველოში ყველაზე მძლავრი, ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიმუში, როდესაც ქართველ ხალხს უმტკიცებენ, დასავლეთი და „კარგი მმართველობა“ არის სწორედ ის, რასაც თქვენ „სისხლიანი 9 წელი“ უწოდეთო.

"აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა"...დღეს ადამიანის უფლებების აღქმა, ფორმით და შინასრსით, აცდე...
07/06/2022

"აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა"...
დღეს ადამიანის უფლებების აღქმა, ფორმით და შინასრსით, აცდენილია ფუნდამენტურსა და ძირითადს.
ადამიანის უფლებათა დაცვის მახინჯ ფორმებს, (ორმაგი სტანდარტები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლებების შეზღუდვას და ა.შ) "პრადვინუტობა" დაარქვეს.
ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, გვახსოვს რა იყო ტოტალიტარული აზროვნების შედეგად დადგენილი წესები.
რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სიყვარულს, თანადგომასა და სხვას, ჯანსაღი საზოგაფოებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილად არ აკლდათ.
რის დეფიციტსაც, საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა, იყო თავისუფლება, თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, გადაადგილების, კერძო საკუთრების უფლება...
ამ ღირებულებების წყურვილს ზოგი „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ჩუმ-ჩუმად მოსმენით იკლავდა, ზოგი უცხოეთში ახერხებდა გაქცევას და იქ დარჩენას, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში ხედავდა საკუთარ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ეს ღირებულება დაცული იქნებოდა.
პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, მიზანშეწონილად მიიჩნევდა, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისა თუ სიცოცხლის ხარჯზე.
ასეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანებს შორის იყო გაბედულ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც ღირებულებებისათვის, ხმამაღალი სიტყვით ბრძოლას ბედავდნენ და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.
ასეთ ადამიანებს „დისიდენტებს“ (სხვაგვარად მოაზროვნეებს) ეძახდნენ.
მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, შედარებით პატარა რესპუბლიკებში როგორებიც საქართველო, სომხეთი ან ბალტიის ქვეყნებია, დისიტენტების რიცხვი მწირი იყო (ლიტვა-ლატვია-ესტონეთი)
დიდ რესპუბლიკებში (რუსეთში და უკრაინაში) მათი რიცხვი ათეულებს აღემატებოდა.
თავისუფლებისთვის და ზემოხსენებული იდეალებისთვის ბრძოლაში, დისიდენტების ოჯახები და ახლიბლებიც კი ხდებოდნენ ადვილად მოწყვლადნი საბჭოთა რეჟიმის მიერ.
დისიდენტების დიდმა ნაწილმა, სხვადასხვა სასჯელები მოიხადა. ნაწილი ვეღარც დაბრუნდნენ ციხეებიდან.
ამას იმიტომ ვიხსენებთ, რომ დღეს ბევრი რამე გადააფასა რუსეთ-უკრაინის ომმა.
მაშინ, როცა საბჭოთა დისიდენტებმა, იდეალებს, ცხოვრება მიუძღვნეს, დღევანდელმა უფლებადამცველებად წოდებულმა აქტივისტებმა, ეს იდეალები, საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლის იარაღად აქციეს.
ისინი, ადამიანის უფლებებს, დამახინჯებულად, მხოლოდ მათი თანამოაზრეებისათვის სავაჭროდ გამოსაყენებლად მიიჩნევენ.
ღირებულებების დაცვით სპეკულირებენ და მანიპულირებენ.
თუ 100 წლის წინ „სოციალური თანასწორობისა“ და „მსოფლიო იმპერიალიზმისგან ჩაგრული მასების განთავისუფლებისათვის“ მებძოლები იყვნენ „პრადვინუტები“, ხოლო დანარჩენები - „ბნელები“, „ჩამორჩენილები“ და „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდებები“, დღეს კარგ ტონად და „პრადვინუტობად“ ლიბერალური შეხედულებების დამახინჯებული ფორმა ითვლება.
თუ შენ არ იზიარებ, არ ახმოვანებ მათ ნარატივებს, უპირობოდ,- თვალდახუჭულად არ ხდები მათი იდეების პროპაგანდისტი, ისეთივე მიუღებელი, ბნელი, ჩამორჩენილი და ჩასარეცხი ხარ, როგორც 100 წლის წინ იყვნენ კომუნიზმის მოწინააღმდეგეები.
ამიტომ შენთვის არ შეიძლება იყოს დასაშვები გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები.
სავსებით მისაღები გახდა, მათ მიერ მტრად და მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ჩამოართვან ქონება. შეუზღუდონ გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლება, ან უბრალოდ, გაანადგურონ.
გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელს და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ასეთი „პრადვინუტი ლიბერალების“ სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს.
სამწუხაროდ, ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის, ისევე როგორც არც კომუნიზმი და ფაშიზმი არ იყო წმინდა რუსული ან გერმანული მოვლენა.
დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.
მარქსის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას,
-„აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა“...

ნანა კაკაბაძე: იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელ...
01/06/2022

ნანა კაკაბაძე: იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე

„შემთხვევითი არ იყო, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებდა ევროკავშირის წევრობის კ.....

ვინ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასსაქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების  პე...
31/05/2022

ვინ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერიპეტიები ფინიშის ზღვარზე გადის და ბუნებრივია, დაძაბულობა და ვნებათაღელვაც იზრდება.
იმის ნაცვლად, რომ მიზნის მისახწევად ერთსულოვნად, მიზანმიმართულად მივმართოთ ჩვენი შესაძლებლობები და ევროპას დაუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ამ სტატუსის მიღება, დრო სამწუხაროდ, შიდა მტრების ძიებაში იხარჯება.
ოპოზიცია ერთის მხრივ აცხადებს, სურვილს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მეორეს მხრივ არ აღიარებს, რომ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანა ამას იმსახურებს.
მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ კი გვინდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს“.
შემთხვევითი არ იყო, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რადგან ჩვეულებრივ პირობებში ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპების გავლა სჭირდება (ძირითადად საკანონმდებლო სფეროში).
უკრაინაში განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ ყველაფერი არაჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაიყვანა და მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობებიც.
ბუნებრივია,2022 წლისთვის ვერ მოესწრებოდა, 2024 წლამდე დაგეგმილი და გასატარებელი ცვლილებები, როდესაც საქართველო უფრო მომზადებულად წარდგებოდა .
ამიტომაც აცხადებს ხელისუფლება, რომ მას დღეისათვის დაგეგმილი რეფორმების მხოლოდ 40-45% აქვს გატარებული, თუმცა, იქვე ამატებს, რომ ამ მაჩვენებლითაც კი დღეის მდგომარეობით საქართველო სხვა ორ კანდიდატზე (უკრაინაზე და მოლდოვაზე) მაინც წინ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ხელისუფლების პოზიცია, რომ არ იქნება პოლიტიკურად გამართლებული, თუ შექმნილი არაორდინარულ ვითარებაში სამივე ქვეყანა უარს მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, მით უმეტეს, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს. ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე. რაც არ უნდა შეფუთონ ეს უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და მეტი უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში.
თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება.
იმედია, ევროკავშირში ძირითადად გონიერი ადამიანები წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს, ისინი არ მიიღებენ ალოგიკურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ალბათ მათაც კარგად ესმით, რომ რაიმე ნიშნით ამ სამეულისთვის (და მით უმეტეს, მხოლოდ საქართველოსთვის) კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა აუცილებლად იქნება სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის და რუსეთისთვისაც, რომ ევროპა აღარ ეხმარება ამ ქვეყნებს (თუ ქვეყანას) რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლაში.
ეს ასე იქნება აღქმული, გამომდინარე სწორედ დღევანდელი არაორდინარული ვითარებიდან, თორემ ყველას ესმის, რომ ჩვეულებრივი მდგომარეობის არსებობისა და საკითხის სტანდარტულად განხილვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს ამ ტრიოს არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს.

ქვეყნის ღალატი  კონკრეტულ შედეგს განაპირობებს!საქართველოში,  ოპოზიციად მიჩნეული  კრიმინალური ძალა  ყველაფერს აკეთებს, იმ...
26/05/2022

ქვეყნის ღალატი კონკრეტულ შედეგს განაპირობებს!
საქართველოში, ოპოზიციად მიჩნეული კრიმინალური ძალა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს და ეს დღევანდელ ხელისუფლებას აქტივში არ ჩაეწეროს.
როგორც აღმოჩნდა, პარტნიორებთან შეხვედრის ყოველ ჯერზე, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები,-არ მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ეს პოზიციები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ნათლად გამოჩნდა გუშინდელი საპარლამენტო დებატების დროს.
გამოჩნდა ისიც, რომ პატრიოტული და დემოკრატიული მოტივებით შენიღბულ "ოპოზიციას" ამოძრავებს ერთადერთი რამ - ყველგან და ყველაფერში გამოიყენონ ნებისმიერი მისაღები და მიუღებელი საშუალება, ტყუილი და ცილისწამება იმისათვის, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ვინაიდან დემოკრატიული არჩევნების გზით (9 ჯერ) ვერ მოახერხეს ხელისუფლებაში დაბრუნება.
გუშინდელ საპარლამენტო დებატში, ოპოზიციის კრიმინალურმა ნაწილმა, ვერ შეძლო ჯეროვანი წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტიის არგუმენტებისთვის, ბევრი მათგანი დარბაზიდან გავიდა, ხოლო დარბაზში დარჩენილებმა უარი თქვეს ხელის აწევით, დაეფიქსირებინათ სურვილი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
რას უნდა ელოდეს ქვეყანა ისეთი "პოლიტიკოსებისგან", რომლებიც ქვეყნის ინტერესებს პირადი, პარტიული და სხვა ინტერესების შემდეგ მეხუთეხარისხოვნად მიიჩნევენ?
ქვეყნისთვის საზიანო ამ მოვლენას თავისი დადებითი მხარეც აქვს, ვინაიდან ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას ხდება ლუსტრაცია და მოქალაქეები სულ უფრო ნათლად ხედავენ ყველა პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს.
გუშინ პარლამენტში ვიხილეთ ოპოზიციად წოდებული კრიმინალების ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები.
ისინი ქვეყნის ჩამოშლაზეც თანახმანი არიან, ვინაიდან მართვის სადავეების ხელში ჩაგდების სხვა გზას ვეღარ ხედავენ.
„სამშობლოს ღალატი“ ლიტონი სიტყვები არ არის, ეს კონკრეტული ქმედებაა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო შედეგს განაპირობებს. - ნანა კაკაბაძე

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივ...
26/05/2022

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ტრადიციული ღირებულებების  შენარჩუნება გადაგვარჩენს!საქართველო, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლო...
23/05/2022

ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება გადაგვარჩენს!
საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია.
რომ არა უკრაინაში მიმდინარე ომი, ამ სტატუსის მინიჭების განხილვაზე, ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვერც კი ვიფიქრებდით.
შეიქმნა ახალი რეალობა და ყველა შესაბამისდ ამოქმედდა.
ფინეთი, შვედეთი, თურქეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები, ღიად გამოდიან საკუთარი ინტერესების პრიორიტეტებიდან.
მავანნი, მხოლოდ საქართველოს უკრძალავენ, საკუთარი ინტერესების წინა პლანზე დაყენებას, უბიძგებენ, მსოფლიოს გლობალური ინტერესებისათვი, ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის კატასტროფის მომტანი იყოს.
რუსეთისათვის დაწესებული სანქციები, მილიარდობით დოლარის იარაღისა და ფინანსების მობილიზება, თითქმის ყველა ქვეყანაში იწვევს ეკონომიკურ კრიზისს.
ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომები, უარყოფითისკენ იცვლება.
10-15 წლის წინ, კერძო საკუთრება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობა, დემოკრატიული ხელისუფლებებისთვის და უფლებადამცველებისათვის, ხელშეუხებელ ღირებულებებს წარმოადგენდა.
დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ხელისუფლებები, ეროვნული ან სახელმწიფოებრივი ნიშნის მიხედვით, ოფიციალურად ახდენენ კერძო საკუთრების ჩამორთმევას, გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვას და ამას ნორმად მიიჩნევენ.
ღირებულებათა აღრევის და აღქმების წინა პლანზე გამოსვლის ეპოქაში, ომს არქმევენ მშვიდობას, ბოროტებას - სიკეთეს, ძალადობას - ქველმოქმედებას, შეიარაღებას - მშვიდობისთვის ბრძოლას, ღალატს - კეთილგონიერებას, პატრიოტიზმს - წარსულის გადმონაშთს, ლანძღვა-გინებას - ვაჟკაცობას, ტყვედ ჩაბარებას - ევაკუაციას, კონსერვატიზმს - ჩამორჩენილობას, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას - ნორმას, პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას - პოლიტიკოსობას.
ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ცდილობენ, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა ხელისუფლებამ , პოლიტიკური ქულები ვერ დაიწეროს.
ამ საქმეში მათი დამხმარე ევროდეპუტატები, საქართველოს პატრიოტებად ითვლებიან.
მავნე დიპლომატიური სტანდარტები იქამდე მივიდა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი გურიაში ჩადის, რათა პირადად გადაუხადოს მადლობა, გურულ ქალბატონს, რომელიც აქტიურად ესხმის თავს, ახლადშექმნილი კონსერვატიული პარტიის ოფისებს.
ასეთ დესტრუქციულ ქალბატონს, აჯილდოებს აშშ-ში მიწვევით.
ასე თუ გაგრძელდა, ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში, მათთვის მიუღებელი პირების თუ მოძრაობების პირად ლანძღვა-გინებაზეც გადავლენ.
გადაბრუნებული ღირებულებების და ლიბერალური ტოტალიტარიზმის დამკვიდრების ეპოქაში, შეუძლებელი გახდა პიროვნებისა და ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება.
თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, ქვეყნისა და პიროვნების გადარჩენის ერთადერთ გზა, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და მათზე ზრუნვაა! - ნანა კაკაბაძე

ჯავაჰარლალ ნერუ (1889—1964) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვან...
22/05/2022

ჯავაჰარლალ ნერუ (1889—1964) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.

ჩვენ შესახებ

ტესტი: ადამიანისა და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები
22/05/2022

ტესტი: ადამიანისა და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები

ჩვენ შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს.მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბა...
22/05/2022

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს.

მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება მისი გარდაცვალებიდან 7 საუკუნის შემდეგ, 1087 წელს მოხდა. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა.

20/05/2022

ნანა კაკაბაძე სტუმრად გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“

მოქალაქის ცნება პირველად ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფო ათენში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა ქალაქ-სახელმწიფოებშიც...
20/05/2022

მოქალაქის ცნება პირველად ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფო ათენში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა ქალაქ-სახელმწიფოებშიც. ცნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას აღნიშნავდა.

ჩვენ შესახებ

Address

1 S***a Rustaveli Avenue
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551797722

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყოფილი პოლიტპატიმრები - Former Political Prisoners for Human Rights posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ყოფილი პოლიტპატიმრები - Former Political Prisoners for Human Rights:

Share