08/05/2026
⚖️ Bugün, GÜRTİAD organizasyonuyla, Dernek üyelerimize yönelik olarak “İşgücü Göçü Hakkında” Gürcistan Kanunu’nda yapılan değişiklikler konulu bir seminer düzenlenmiştir.
📌 Seminer, Derneğimizin Yönetim Kurulu Üyesi, hukuk bürosu LegaLinc Lawyers’ın kurucu ortağı, hukuk alanında yüksek lisans derecesine sahip avukat Mariana Sisvadze ile Gürcistan Teknik Üniversitesi’nde Hukuk Felsefesi ve Anayasa Hukuku alanında davetli öğretim görevlisi, hukuk alanında doktora derecesine sahip Nikoloz Tsereteli tarafından sunulmuştur.
📌 Türkiye Cumhuriyeti Tiflis Büyükelçiliği temsilcileri, Dernek üyesi şirketler ve iş dünyası temsilcilerinin teşrifleriyle gerçekleşen toplantıda, yürürlükteki mevzuatın önemli başlıkları ele alınmış; katılımcılar merak ettikleri soruları yönelterek kapsamlı bilgi alma imkânı bulmuştur.
GÜRTİAD olarak, değerli katkıları için konuşmacılarımıza ve katılım sağlayan tüm misafirlerimize teşekkür ederiz.
📌 Ayrıca, benzer konularda güncel gelişmeleri paylaşmaya ve bilgilendirici faaliyetleri gerçekleştirmeye devam edeceğiz.
📌 Bu kapsamda, “İşgücü Göçü Hakkında” Gürcistan Kanunu’nda yapılan değişikliklere ilişkin GÜRTİAD tarafından bir bilgilendirme rehberi hazırlanmıştır. Rehberde; temel yükümlülükler, izlenmesi gereken prosedürler ile işveren ve çalışanların hak ve sorumlulukları detaylı şekilde ele alınmaktadır.
⚖️ დღეს, გურთიადის ორგანიზებით, ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა სემინარი აქტუალურ თემაზე - ,,შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც წარუძღვნენ ჩვენი ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, იურიდიული კომპანიის ,,LegaLinc Lawyers” დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის მაგისტრი, ადვოკატი მარიანა სისვაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სამართლის ფილოსოფიასა და საკონტიტუციო სამართალში, სამართლის დოქტორანტი ნიკოლოზ წერეთელი.
📌 შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
📌 ასოციაციის სახელით, გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას მომხსენებლებისადმი, გაწეული ძალისხმევისათვის და აგრეთვე, თითოეული დამსწრისადმი, ინტერესისა და ჩართულობისათვის.
📌 ჩვენის მხრივ, გავაგრძელებთ მსგავს აქტუალურ თემატიკასთან დაკავშირებით წევრი კომპანიების ინფორმირებას და სასარგებლო აქტივობების განხორციელებას.
📌 ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ,,შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ (GÜRTİAD) მოამზადა საინფორმაციო გზამკვლევი, რომელშიც მიმოხილულია კანონის ძირითადი მოთხოვნები, გასავლელი პროცედურები და დამსაქმებლისა და დასაქმებულის ვალდებულებები.