1.1. „ახალგაზრდთა მეგობრობის საერთაშორისო ორგანიზაცია’’ წარმოადგენს
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2.სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება: ქართულ ენაზე ,,ახალგაზრდთა მეგობრობის
საერთაშორისო ორგანიზაცია’’ ინგლისურად “Youth Friendship İnternational
Organization”
1,4 სამართლობრივი ფორმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5. იურიდიული მისამართი მარნეული,შ.რუსთაველი 89
1,6 ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
1.7 საზოგადოება შექმნილია განუსაზღვრელი ვადით;
1.8 საზოგადოება არ არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია
1.9 საზოგადოება ახორციელებს თავის საქმიანობას წინამდებარე წესდებისა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2
საზოგადოების საქმიანობის მიზნები და ამოცანები:
2.1. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია:
2.1.1. “ახალგაზრდთა მეგობრობის საერთაშორისო ორგანიზაცია”-ს
განვითარებისთვის სამეცნიერო, კულტურული და ინტელექტუალური
ღონისძიებების ჩატარება.
2.1.2. ახალგაზრდების შემოქმედბითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
2.1.3. ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა მათი
თავისუფალი დროს რაციონალურად გამოყენებისა და ინდივიდუალური
განვითარებისთვის მიზნით.
2.1.4. ახალგაზრდების განვიტარების მიზნით ადგილობრივ და უცხო
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და
ფონდებთან ურთიერთობების შექმნა.
2.2 თავის მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
2.2.1. მეცნიერული და კულტურული თემატიკაზე სემინარების ორგანიზება;
2.2.2.კონფერენციების, ფორუმების, აქციების, ბანაკების, ფესტივალების,
კონცერტების ორგანიზება;
2.2.3. ინტელეკტუალური შეჯიბრებების, კონკურსების ორგანიზება;
2.2.4. მეცნიერული კვლევების ჩატარება, პრაქტიკული პროგრამების განხორციელება;
2.2.5. სასწავლო ცენტრების, განვიტარების ცენტრების ორგანიზება
2.2.6. სხვადასხვა სფეროებში მოქმედი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან
თანამშრომელობა;
2.2.7. სხვა ნებისმიერი სახის ისეთი საქმიანობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით
აკრძალული არ არის.
2.3. ორგანიზაცია თავის მიზნებს ახორციელებს შემდეგ ფორმაში:
2.3.1. შეხვედრების, კონფერენციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების, ტრენინგების,
კურსების, კონკურსების, შეჯიბრებების, ბანაკების, ფესტივალების, კონცერტების და
სხვა ღონისზიებების ორგანიზაებით;
2.3.2. ბეჭდავს და ავრცელებს ჟურნალებს, ბიულეტენებს, წიკნაკებს, პოსტერებს,
ბროშურებს და ა.შ.;
2.3.3. ქმნის ურთიერთობებს საქართველოს, აგრეთვე საზღვარგარეთ ქვეყნების
სამეცნიერო, საზოგადოებრივი და სხვა (არაპოლიტიკური და არარელიგიური)
დაწესებულებებთან;
2.3.4. ატარებს სამეცნიერო კვლევებს, მონიტორინგებს, გამოკითხვებს, ამზადებს
პროექტებს, წინადადებების პაკეტებს, იღებს ზომებს მათი განხორციელებისათვის ;
2.3.5. ქმნის სხვადასხვა მომსახურების სფეროებს, ჯგუფებს, განყოფილებებს,
კომისიებს და ა.შ.;
2.3.6. ახორციელებს სხვა ის საქმიანობას, რაც კანონით აკრძალული არ არის
ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას აგრეთვე სხვა საქმიანობას,
რომელიც კანონით არ არის აკრძალული.
2.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა
მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების
რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს,
შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
2.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული
ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ
განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება
საქველმოქმედო მიზნებს.