TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა

TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა Comments, videos and photos are welcome!

TSU Student Self-Governance is a university student union, that organizes various cultural, sport and educational events.In addition, the union performs as a mediator during the student-administration relations.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანმა გამოსვლამ, ერთი აზრისა და ერთი დროშის ქვე...
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანმა გამოსვლამ, ერთი აზრისა და ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებამ, 1918 წლის 26 მაისს ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელ ერად, ხოლო საქართველო - სრულუფლებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია. ეს დღე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო თარიღია, რომელიც თავისუფლების, ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ დარჩა.
26 მაისი გვახსენებს იმ ადამიანების თავდადებასა და ბრძოლას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ემსახურნენ და მომავალი თაობებისთვის თავისუფალი ქვეყნის საფუძველი შექმნეს. მათი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული დღესაც თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

🌟ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდე...
19/05/2026

🌟ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება - "ვიქტორი და მე".

🖇კინოჩვენება განხორციელდა Caucasus Association of Logotherapy and Existential Analysis (კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია - CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.

✨️დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ სტუდენტები გაეცნენ ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და ღვაწლს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში.

⭐️მადლობას ვუხდით თითოეულ დამსწრე სტუდენტს - თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მოტივაციაა!

19/05/2026
🔴2026 წლის 14 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ს...
18/05/2026

🔴2026 წლის 14 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის-სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარესთან — გიორგი მაკარიძესთან, რომელიც ამჟამად საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ის ღირსებას იცავს.🥅⚽️

🧠შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ უამრავ თემაზე,მათ შორის:
•მეკარის პოზიციის სპეციფიკა და პასუხისმგებლობა
• სპორტი, დისციპლინა და მოტივაცია ახალგაზრდებისთვის
• წარმატებისკენ მიმავალი გზა და კარიერული გამოწვევები.

💬 შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის, სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

❤️თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს

🌟ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდე...
17/05/2026

🌟ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ჩაატარა გამორჩეული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ივენთი- “2000’s party”.

🪩საღამო გააფორმა 2000-იანების ყველასთვის ნოსტალგიურმა ფლეილისთმა. ღონისძიების მსვლელობის პროცესში სტუდენტებისთვის დასამახსოვრებელი აქტივობა იყო მელომანი და “just dance”, ამასთან თემატური ფოტოზონები და სახის მოხატვის სივრცეები.✨💿

⚡️განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებს მხარდაჭერისთვის:
Are you tipsy baby Ucha’s Pizza • უჩას პიცაRonny's PizzaBeer 8.6 • ლუდი 8.6კაიაკი • Kayaki

მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს, რომელმაც ღონისძიებაში ჩართულობით საღამო მეტად დასამახსოვრებელი გახადა💫

📀თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მოტივაციაა!

🖤 თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის, მარიამ ტყემალაძის, გარდაცვალებ...
16/05/2026

🖤 თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის, მარიამ ტყემალაძის, გარდაცვალების გამო.

🎗️ მარიამი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, წარმატებული ახალგაზრდა და სახელმწიფო სტიპენდიანტი, რომელსაც წინ დიდი გეგმები და ნათელი მომავალი ჰქონდა.

🙏 ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და თანაკურსელებს. ვიზიარებთ თითოეული თქვენგანის ტკივილს და გისურვებთ ძალასა და სიმტკიცეს ამ მძიმე დანაკარგის გადასატანად.

📣 ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, 6-მაისს ჩაატა...
10/05/2026

📣 ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, 6-მაისს ჩაატარა საჯარო ლექცია ბრაზილიური შერეული საბრძოლო ხელოვნების, ჯიუ-ჯიცუს შესახებ 🥋

🎤ლექციას წარადგენდნენ მოწვეული პროფესიონალი გრეპლერები:

🏆ამირან სვიმონიშვილი- ჯიუ-ჯიცუს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ყავისფერი ქამარის მფლობელი

🏆ჯიმი რაზმაძე- მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი

💬 ლექციის ფარგლებში მონაწილეები ახლოდან გაეცნენ ჯიუ-ჯიცუს სამყაროს. მოისმინეს, როგორ დაიწყო და განვითარდა ჩემპიონთა სპორტული კარიერა, რა ნაბიჯები გადადგეს წარმატების მისაღწევად და რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯიუ-ჯიცუს ინდივიდის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის განვითარებაში.

✨ შეხვედრა საინტერესო, მოტივაციური და შთამაგონებელი აღმოჩნდა თითოეული დამსწრისთვის.

🗓️7 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის ...
10/05/2026

🗓️7 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საჯარო ლექცია — „სულიერი გამოღვიძება - გზის დასაწყისი“ , სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაცნობოდნენ ადამიანის სულიერი გზის საწყის ეტაპებს — იმ პირველ ნაბიჯებს, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას და საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება.

🙌 თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ამ შთამაგონებელი შეხვედრისთვის და ბატონ ცოტნე ეჯიბიას ამ საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის.✨

09/05/2026
დღეს  #სტუდფესტი2026-ის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“ გაიმართა 📚და...
09/05/2026

დღეს #სტუდფესტი2026-ის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“ გაიმართა 📚

დაძაბული, საინტერესო და ემოციებით სავსე თამაშის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 🥇

ჩვენმა გუნდმა მაღალი ცოდნით, სწრაფი აზროვნებითა და გუნდური მუშაობით ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტუდენტური ერთობა და ინტელექტი წარმატების მთავარი საფუძველია ✨

🏆 გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ:
• ნიკა სიჭინავა
• თეგა ხალვაში
• გიორგი ხაინდრავა

📚 ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ! 💙

09/05/2026

#სტუდფესტი2026 #თსუ #კარტინგი

Address

Chavchavadze Avenue #1
Tbilisi
0719

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა:

Share