ეკვილიბრიუმი • Equilibrium

ეკვილიბრიუმი • Equilibrium Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეკვილიბრიუმი • Equilibrium, Non-Governmental Organization (NGO), Tbilisi.

#ეკვილიბრიუმის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მოეწყოს სივრცე #ოთახი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ადგილობრივებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი ცოდნის, განათლების, განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 #ეკვილიბრიუმი 1800-ე სოფელშია✌️📚ამჯერად, ფშავში, სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ვეწვიეთ და ახალი წიგნები ჩავიტანეთ💛✌️საქარ...
30/11/2023

#ეკვილიბრიუმი 1800-ე სოფელშია✌️

📚ამჯერად, ფშავში, სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ვეწვიეთ და ახალი წიგნები ჩავიტანეთ💛✌️

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

მოძრაობის მხარდამჭერია კომპანია Gulf Georgia

ჩვენი დროის ათი მცნება - მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვლისადმი,,1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მ...
20/11/2023

ჩვენი დროის ათი მცნება - მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვლისადმი

,,1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი“

❤️20 ნოემბერი დიდი ქართველი პროზაიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა! 🥳

📸 ფოტოზე მიხეილ ჯავახიშვილი ცოლ-შვილთან ერთად.

#საქართველოსპარლამენტისეროვნულიბიბლიოთეკა
#ციფრულიფოტომატიანე
#ივერიელი

 #ეკვილიბრიმი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შანსს, თავისი წვლილი შეიტანოს განათლების საქმეში. ამიტომაც არის  #ეკვილიბრიუმი ...
20/11/2023

#ეკვილიბრიმი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შანსს, თავისი წვლილი შეიტანოს განათლების საქმეში. ამიტომაც არის #ეკვილიბრიუმი ყველასი💚

📚💌დღეიდან, ჩვენი თანამოქალაქის, ხათუნა მზარეულას დახმარებით, ქალთა კოლონიას ახალი წიგნები შეემატა.

მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნას💚
#ეკვილიბრიუმი💚

Khatuna Mzarelua

,,შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახ...
18/11/2023

,,შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!"

,,სანამ ანთიხარ.. ისე უნდა ენთო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ!”

,,არასდროს არაფერი არ მდომებია ადამიანისგან, კეთილი და სამართლიანი რომ იყოს, ამის მეტი..”

დღეს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი).

ლეგენდასთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთკაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიცრა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათ...
17/11/2023

ლეგენდა

სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთ
კაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...
წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე,იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

შოთა ნიშნიანიძე

***

1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, დაიბადა გალაკტიონი - ქართული პიეზიის უგვირგვინო მეფე.

📸ფოტომასალა : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა #ივერიელი

🔴 გუშინ რომის საქალაქო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხეები  (ზრდასრულთათვის და საბავშვო) გავხსენით.მალე იტალიის ნაციონა...
10/11/2023

🔴 გუშინ რომის საქალაქო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხეები (ზრდასრულთათვის და საბავშვო) გავხსენით.

მალე იტალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი განთავსდება შეთანხმემისამებრ.

აქამდე პრატოში, ფლორენციაში, ნეაპოლში, მილანში მოვაწყვეთ ქართული სამკითხველოები.

მალე - ბარიში და ემპოლიში.

დღეს სულხან-საბა ოცნებასაც ავასრულებთ.

და ეს - მხოლოდ იტალიაში.

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze
#საქართველოსეროვნულიბიბლიოთეკა

#განათლებაუპირველესყოვლისა

08/11/2023
📖 დღეს ბოლნისში, სოფელ დისველშიც ჩავედით და პატარებს ახალი წიგნები ჩავუტანეთ.🔴 დისველი ეკომიგრანტების სოფელია აჭარიდან.👋...
31/10/2023

📖 დღეს ბოლნისში, სოფელ დისველშიც ჩავედით და პატარებს ახალი წიგნები ჩავუტანეთ.

🔴 დისველი ეკომიგრანტების სოფელია აჭარიდან.

👋 კიდევ ვეწვევით.

ეკვილიბრიუმი • Equilibrium
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

საგანმათლებლო მოძრაობის მხარდამჭერია Gulf Georgia

👋📚 ამქვეყნად უკვდავების საუკეთესო ფორმა ეს მგონია: დღეს ჩოხატაურში, სოფელ საჭამაიასერის სკოლაში ანი ზაალიშვილის სახელობი...
20/10/2023

👋📚 ამქვეყნად უკვდავების საუკეთესო ფორმა ეს მგონია:
დღეს ჩოხატაურში, სოფელ საჭამაიასერის სკოლაში ანი ზაალიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა გავხსენით. ანი ზაალიშვილი სულ რაღაც 29 წლის იყო, ვერაგ ვირუსს რომ ემსხვერპლა - ფანტასტიკური მეცნიერი ევოლუციურ ბიოლოგიაში, ქცევის ბიოლოგიის მკვლევარი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ანის სულ სურდა ბავშვებისთვის მეცნიერების სიყვარული გაეღვევინება, დღეიდან მის ამ სურვილს ეს თანამედროვე ბიბლიოთეკა განახორციელებს გურიის ერთ სოფელში - საჭამიასერიდან ხომ ანის წინაპრები იყვნენ.
ზურაბ გურიელიძემ, ანის ბიძამ, შესანიშნავმა ადამიანმა, რომელსაც თბილისის ზოოპარკი აბარია და ოჯახმა, ჩვენი მოკრძალებული მონაწილეობის თანხლებით უახლესი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, შემეცნებითი სათამაშოები, სხვადასხვა სისტემის მოდელი, National Geographic-ის მიკროსკოპი და ატლასები ჩავიტანეთ.
ოჯახის თანადგომით #გურულიდღიურებისფონდი ყოველწლიურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბიოლოგიაში საუკეთესო მოსწავლეს ანის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.

#საქართველოსეროვნულიბიბლიოთეკა
Gulf Georgia

📚 დღეს. გუდამაყარი. ჩოხი. გოდერძი ჩოხელის მუზეუმში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობა დავიწყეთ.Gulf Georgiaიალონი • Ialoni
15/10/2023

📚 დღეს. გუდამაყარი. ჩოხი. გოდერძი ჩოხელის მუზეუმში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობა დავიწყეთ.

Gulf Georgia
იალონი • Ialoni

09/10/2023

კარგი ამბები გრძელდება💛✌️

#ეკვილიბრიუმი
გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

ვაგრძელებთ დიდი საქმეებს. დღეს სამეგრელო, ოკუპაციის გამყოფი ხაზი და სამი სოფლის  - ახალი აბასთუმანი, რუხი და რიყე - სკოლ...
06/10/2023

ვაგრძელებთ დიდი საქმეებს. დღეს სამეგრელო, ოკუპაციის გამყოფი ხაზი და სამი სოფლის - ახალი აბასთუმანი, რუხი და რიყე - სკოლები ახალი წიგნებით მოვამარაგეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia და საქართველოს ფოსტა / Georgian Post -მ

ჩვენი პარტნიორია კომპანია Gulf Georgia

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995511121443

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკვილიბრიუმი • Equilibrium posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ეკვილიბრიუმი • Equilibrium:

Share