EaP CSF Georgian National Platform

Call Directions Website Contact the organization

EaP CSF Georgian National Platform Eastern Partnership Civil Society Forum Georgian National Platform

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება. ამ ეტაპისთვის ეროვნულ პლატფორმაში შედის 166 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია.

08/05/2026

🇬🇪🇪🇺 განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის მიმართ - გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ქართველების და ევროკავშირის წევრი ერების საერთო ევროპული ღირებულებებია: ადამიანის თავისუფლება, ეროვნული სუვერენიტეტი, სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა.
ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ გეო-პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გადაწყვეტილება და ღირსეული ცხოვრების მიღწევის უალტერნატივო გზა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საგანგაშოა ის უკუსვლა, რომელსაც საქართველო დღეს ევროკავშირთან დაახლოების მხრივ განიცდის.
დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ საქმიანობა. მიღებულმა კანონებმა მათ წაართვათ წვდომა აუცილებელ რესურსებზე. იზღუდება პოლიტიკური პარტიების მუშაობა და განსხვავებული აზრი. დემოკრატიის უკუსვლის გამო შეფერხებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ოფიციალური ფორმატები და ტექნიკური შეხვედრები.
ევროპის დღე გვახსენებს, რომ ევროპულმა ერთობამ შექმნა საუკეთესო სისტემა, რომელშიც ადამიანს აქვს თავისუფლებაც და კეთილდღეობაც და მუდმივად ისწრაფვის მათი გაუმჯობესებისკენ.
გვინდა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ, დემოკრატიულ გზას და არ დაკარგოს შესაძლებლობა, ჩაერთოს ევროკავშირის გაფართოებაზე მიმდინარე პროცესებში.

Statement of the Georgian National Platform on Europe Day
The Georgian National Platform reaffirms its steadfast commitment to the European future of Georgia and the historic choice of the Georgian people - to become a full-fledged member of the European family. The common European values of Georgians and nations of the European Union are individual liberty, national sovereignty, the rule of law and democratic governance.
European integration is not merely a geopolitical choice for Georgia; it is a historic decision of the Georgian people and the only viable path toward a dignified and prosperous life of a human being. For this reason, the current setback in Georgia’s rapprochement with the European Union is particularly alarming.
Today, the operating environment for civil society organizations has been significantly constrained. Recently adopted laws have deprived them of access to essential resources. The activities of political parties and expressions of dissent are increasingly restricted. Moreover, official formats and technical cooperation between the European Union and Government of Georgia are being hindered because of democratic backsliding.
Europe Day reminds us that European unity has created one of the most successful systems in the world – one that ensures both freedom and prosperity, while continuously striving to strengthen them.
We call for Georgia to return to its European, democratic path and not miss the historic opportunity to join the ongoing processes of EU enlargement.

03/12/2024

განცხადება!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების კანონდარღვევით დაშლას, მათ მიმართ უკანონო და სასტიკ მოპყრობას.
სამართალდამცველების მოქმედებები გასულია კანონით დადგენილი ჩარჩოდან.

https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2024/12/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_GNP-4.pdf

03/12/2024

განცხადება!
2024 წლის 29 და 30 ნოემბერის ღამის და გამთენიის საათებში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან
დემონსტრანტებს. არის არაერთი დაშავებული. მძლავრი სახელმწიფო მანქანა იყენებს უკანონო ძალას საკუთარი მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოს
მოქალაქეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. პოლიციამ და სპეცრაზმმა სასტიკად დაარბიეს შეკრებილები და ვანდალურად
გაუსწორდნენ როგორც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს, ისე ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს. მშვიდობიანი პროტესტის დაშლა უკანონობაა.

https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2024/11/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_GNP-3.pdf

03/12/2024

განცხადება!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს
აცხადებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. აღნიშნულის საფუძველზე, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან და ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ვგმობთ აღნიშნულ პოზიციას და ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც
ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2024/11/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_EaP-CSF-GNP.pdf

01/11/2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საპარლამენტო

28/06/2024

მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას,

Address

S***a Rustaveli Avenue 50/1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 06:00
Tuesday 10:00 - 06:00
Wednesday 10:00 - 06:00
Thursday 11:00 - 06:00
Friday 10:00 - 06:00

Telephone

+995 32 293 11 28

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EaP CSF Georgian National Platform posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to EaP CSF Georgian National Platform:

Shortcuts

Share