01/10/2026
დასრულდა მუშაობა ძველი ქართულის პირველ კრიპტოგრაფიულ ლექსიკონზე.
გთავაზობთ ამონარიდს.
იბერიული ლექსიკიდან ამოკითხული ქრისტეს ამბავი _ „მარადიული სახარება“ (რატომ გააცოცხლა ქრისტემ ლაზარე):
სიტყვაში ქრისტეშობამდე დაფარული ქრისტეს ამბავი
(„ზეცის შუა დაფრინავდა... მარადიული სახარება“ (გამოცხ. 14. 6))
წაღმართული მზისა და მთვარის, მნათობთა თაყვანისცემის კაბალა (წაღმართთა ბიბლია) ზედმიწევნით გაიმეორა, ყველა ფუნდამენტურმა რელიგიამ, და უპირველესად, ქრისტიანობამ. მზისა და მთვარის ასტრომიმართება სახარებაში უკვე მამა ღმერთისა და ყრმის ამბავი გახდა. ცაზე განვითარებული საკვანძო ასტრომოვლენების ანარეკლი შეიძლება ვიპოვოთ, ათასეული წლების შემდეგ, ისრაელის მიწაზე განვითარებულ საკრალურ პროცესებში. და პირიქით, სახარების სიუჟეტი შეგვიძლია ათასეული წლებით ადრე სიტყვად წარმოქმნაში „ვიხილოთ“. მით უმეტეს, როცა ეს ლექსიკა დაშიფრული-კრიპტოგრაფიული გზავნილია. რამდენადაც ზუსტად გადადიოდა რელიგიაში ასტროწარმოდგენები, იმდენად ზუსტად აღწერა იგი სახარებამ და იმდენად ზედმიწევნით შეიძლება ამ სახარების ათასეული წლების წინანდელ სიტყვაში ამოკითხვა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამაზე სულაც არ მოქმედებს დრო, იმიტომ, რომ სურათი, რომელიც სიტყვამ დაიმახსოვრა და ქრისტეშობის შემდეგ „გაცოცხლდა“, ცაზე უცვლელად „ეწერა,“ როგორც ასტროობიექტები და მათი ტრაექტორიები. სწორედაც ამას გულისხმობდა, აქამდე ამოუცნობი სახარებისეული ტერმინი, „მარადიული სახარება“. ასე რომ იბერთა წინაპრები სახარების ალგორთმს, ძირითად სიუჟეტურ ხაზს, მაშინ ფლობდნენ, როცა ქრისტე ჯერაც არ იყო დაბადებული. ამიტომაც ლაზარეს გაცოცხლებით იესომ უკვე ზედმიწევნით იცოდა, თავისი მომავალი სავალი გზა. ამიტომაც გააცოცხლა ქრისტემ ლაზარე (ძველი ქართული ენა), ამით მან მისი მომავალი ამოიკითხა.
„მარადიული სახარება“ არის სიტყვათა რიცხვებითა და სემანტიკით შექმნილი წარმოსახვითი სარწმუნოებრივი ხატი _ სახარება, რომელიც ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე შექმნა სიტყვის შემოქმედმა, და ქრისტეშობამ და იესოს მიწიერმა ცხოვრებამ გაიმეორა-დაადასტურა.
ახლა ვნახოთ, როგორ ხედავდნენ ადამიან ღმერთის (ქრისტეს) მომავალ გზას ნათელმხილველები ქრისტეს დაბადებამდე ათასწლეულებით ადრე.
იბერიული ლექსიკიდან ამოკითხული ქრისტეს ამბავი _ „მარადიული სახარება“ (რატომ გააცოცხლა ქრისტემ ლაზარე):
ლამარია (სვ.) _ ღვთისშობელს სახელი სვანეთში. იგი შუმერულ-ქართულ პარალელად ითვლება. სწორი იქნება, თუ ვიტყვით, იბერიის შუმერულ პერიოდში შექმნილი სიტყვაა (VI _ V ათასწლეულები).
ლამარ _ შუმერში ქალ ღვთაებაა, ლექსიკურად „ლა _ მარ“ კოგნიტური კომპოზიტია. „ლა“ _ წრეა, და ქალური ბუნების აღმნიშვნელია, „მარ“ _ წმინდას სემანტიკითაა, რიგითად _ 33, განღმრთობის ასაკი, ბოლოსართი „ია“ _ ღმერთის შვილის სახელია (ამ ეტაპზე ვერ გამოვრიცხავთ, შემთხვევითობას.) ლექსიკურ-ჰემატრიულ სურათში სჭარბობს წარმოსახვა, მაგრამ იგი თანმიმდევრულად კონკრეტულ სახეს შეიძენს:
ერთად _ „მარ-ია“ _ ჰემატრიით 44-ია, სულიერების, სიკეთის რიცხვ-სიმბოლო. იგი ვრცელდება კიდეც ერთაშორის ხმარებაში ღვთიშობლის სახელად _ „მარია,“ იბერიაში _ „მარიამი.“
დაშიფვრის ერთგვაროვნება მისი არსებობის დადასტურებაა: ერთად „ლამარია“ _ 57-ია, ანუ 111 _ თვლის შვიდობით სისტემაში, იგივეა, მისი იბერიული ვერსია _ „მარიამი“: 57 _ 111, საწყისის რიცხვით საწუთროში. მისი გამოჩენით დიდი სარწმუნოებრივი პროცესები იწყება. ქრისტეშობამდე დაახლოებით რამდენიმე ათასი წელია, და სახელი მისი, რომელმაც უნდა მოიყვანოს, შვას ახალი ღმერთი, უკვე არსებობს! ამას მოწმობს ამ სიტყვის შუმერული პერიოდი და იმ დროის ჩანაწერები თიხის ფირფიტებზე, სადაც ქალ-ღვთაების ეს სახელია დაფიქსირებული. იხ. ერთიცახე;
ლაღამარ (სვ.) _ იგივე ლამარია. ქალ-ღვთაება _ 72, ცარგვალის ტრიალის ჰემატრიით. დედა ქალ-ღმერთის (ლამარ _ ლამარია _ ლაღამარ) განსაკუთრებულ მისიაზე ცოდნა შუმერსა და სვანეთს ათასწლეულების მიღმეთიდან მოჰყვება;
ლას, ვარდ_ლას (სვ.) _ ნეტავ იყოს! ნეტავ მოხდეს!
ჰემატრიით _ 63, აღდგომის რიცხვი. სიტყვაში, თითქოს აღდგომის ნატვრაა, ყრმის მოსვლის ნატვრა, რომელიც ჯერ არ მოსულა და ძელს იტვირთებს. ძელი (ჯვარი) იკითხება სიტყვაში_ „ვარდ“ (ა. ცინცაძე, „ასტროენათმეცნიერება“, 2025). 63 _ მზისა (9) და მთვარის (7) ციფრთა ნამრავლია, ერთობლიობაა, (ნათელმხილველთა თვალსაზრისით) სწორედ ამ ერთობამ მოამზადა იესო ქრისტეს ღმერთად ამაღლება და მოიტანა „აღდგომა“. იხ. ვარდი, ვარდობაი, ვარდისფურცლობა, „ელი, ელი, ლამა საბაქთანი“;
ლითუალ (სვ.) _ დაბადება! რიგით სათვალავში _ 66 და ფარულად _ 51.0 ადამიან ღმერთის მუდმივებით, დაფარვის ურთულესი ფორმა. „იბადება ადამიან ღმერთი (66, 51), რომელიც კაცებრივი ღმერთის დიდ ჯვარს იტვირთებს“;
ლითნ(ე) (სვ.) _ შობა, დაბადება. (45, 99) წყვილით. სადაც, 45 _ მზის თან-მხლები თვალია, ხოლო _ 99, ღმერთის ღვთაებრიობის რიცხვია. სიტყვის ჰემატრიასა და სემანტიკაში _ მზის თვალი იბადება ღვთაებრივი სულით. აშკარაა შობის, ყრმის დაბადების საკრალური სემანტიკა. დააკვირდით, ყველა პროცესი საწუთროშია. იხ. არდაბაგა; ახალთუთა; ახალნერგი;
ლინთვ (სვ.) _ ზამთარი, ადამიან ღმერთის მუდმივათი _ 51, მაცხოვარი ზამთრისას, მზის ბუდობისას იშვა;
ლულუბერი (ჭან.) _ ჩვილი, ახალშობილი, ჰემატრიით _ მზის გასრულებული კუთხური გზა _ 94. ბუნებრივია, ძველის გასრულება და ახალი წელის შემოსვლა, წელი კი _ დიდ ღამეში სრულდება, ყრმა იესოც _ დიდ ღამეში იშვა;
ლინწილნაალი (სვ.) _ მელოგინე ქალისთვის დგომისა და გარეთ გასვლის ნებართვა. სიტყვა მარცვლოვანი კომპოზიტია: ლინ_წილ _ ნაალი. „ლინ“ _ 36, მზის იმდროინდელ კალენდარში კვირათა რიცხვით, მარადიულობის ნიშანი. „წილ“_ წილ-ხვედრი. „ნაალი“ _ ნალი, ახალშობილი მთვარის სახება, ჰემატრიით _ 28, მთვარის რიცხვით. სიტყვაში, თითქოს, შობის საკრალური სიუჟეტია დანახული;
ლალგენი (სვ.) _ ზვარაკი, სამსხვერპლო ხარი (ხბო) _ მზის სხივი. მზის წმინდა რიცხვით _ 47, იგია ნათელი უკუნში. ცხადია, სიტყვა „ლალგენი“ _ ახალშობილი ღმერთის _ სამსხვერპლოს ბედისწერაზე „ჰყვება“;
ლიღვლაი (სვ.) _ მუხლმოყრა ღმერთის დიდებისას. სიტყვის ჰემატრიული წყვილია (63, 777), ერთი მხრივ, მზისა და მთვარის რიცხვი _ 63, მეორე მხრივ _ უკუნეთი (777), ძველი ღმერთების სიმბოლო. „უკუნეთში, ძველი ღმერთების წიაღში აღდგომისას დაბადებული მზის სხივი, ახალი ღმერთი“;
ლიგ - ლიიგი _(სვ.) _ დატანჯული, მძიმე ტვირთით მიმავალი, ჯვრის მზიდველის, (მაცხოვარის) სვლა, ფარულად _ 333, შვილი ღმერთის ჰემატრიით, გოლგოთას ეკლიანი გზა. იხ. აღდგომა, თანაფა;
ლიპრე _ (სვ.) _ აფრენა, (ზეცად ამაღლება), მოულოდნელი სიკვდილი (საწუთროში), ჰემატრიით _ 63, აღდგომის საკრალური პროცესის „ხილვა, იგივე „კვირას“, „ნაღველის“, „ძმარის“ (ჯვარცმის ატრიბუტები) ჰემატრიებით;
ლიკვრიელ _(სვ.) _ (ლიკ-ვრი-ელ) _ კვირას გალობით, საერთო სახალხო შეთანხმებით, რაიმეს დადგენა ან შეცხადება. ლიკ _ 33, განღმრთობის ასაკი, ლიკვრი_ 41 ცის შვილის რიცხვ-სიმბოლო. „ღმერთად ამაღლება და მასზე სახალხო რეაქცია“;
ლელშანარი (სვ.) (ლელ-შა-ნარი) _ სულის კურთხევის დროს, მკვდრის შესაწირავი ტანსაცმლის რიტუალი. „ლელ“, ჰემატრიით _ 171, თვლის შვიდობით სისტემაში შვილი ღმერთის რიცხვით _ 333, „ნარი“_ გვირგვინის ნარ-ეკალი. „წილის ყრა, მაცხოვრის კვართზე“;
დასკვნა: ეს ლექსიკა, მზის და მთვარის თაყვანისმცემელთა შექმნილია. თუნდაც აღდგომის რიცხვი 63 = 7 x 9 , სადაც 7-მთვარის რიცხვია, 9-მზის. იგი იბერიაში იქმნებოდა მაშინ, როცა ქრისტეშობამდე ჯერ კიდევ ათასეული წლები იყო დარჩენილი. და ქრისტიანობა მხოლოდ ჩანასახობრივ სახეში არსებობდა.
ამიტომაც არ უნდა გამხელილიყო დაფარვის კოდი _ ქართული ანბანური მატრიცა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებამდე, ამიტომაც მკვდრეთით აღადგინა ქრისტემ ლაზარე............................................
P.S. გაგრძელებას იხილავთ წიგნში