Habitat for Equality Achievements and Development - HEAD

Habitat for Equality Achievements and Development - HEAD ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაცია
(1)

2022 წლის 16 მაისს, ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ დაფუძნდა.
რომლის მისიაა: ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.

👥 ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“  განსაკუთრებული სტუმრები – ქუთაისის 33-...
06/06/2026

👥 ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ განსაკუთრებული სტუმრები – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-6 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრენ.
🎁 🧸 სტუმრებმა ბავშვებს სიყვარულით შერჩეული საჩუქრები და განმავითარებელი რესურსები მოუტანეს, თუმცა ყველაზე ძვირფასი, რაც ამ დღეს პატარებმა ცენტრს აჩუქეს, იყო მათი ყურადღება, გულწრფელი მეგობრობა და ერთად გატარებული ბედნიერი წუთები.
🤹🥳 🎈ბავშვებმა ერთად ითამაშეს, იხალისეს, იცინეს და დაუვიწყარი ემოციები შექმნეს. დღის ყველაზე ლამაზი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ყველამ საკუთარი სურვილი ჩაიფიქრა და ფერად-ფერად ბუშტებს ცაში გაატანეს.
🙏 ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-6 გ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და დამრიგებელს მაკა ტყეშელაშვილს, ამ სითბოთი, ყურადღებითა და სიყვარულით სავსე დღისთვის.

📣 დღეს სოციალური ინკლუზიის ცენტრს „ალტერა“ ეწვია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იშიძუკა ჰიდეკი, ...
01/06/2026

📣 დღეს სოციალური ინკლუზიის ცენტრს „ალტერა“ ეწვია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც ცენტრის პირველი სამუშაო დღე სერვისით მოსარგებლე ბავშვებთან და პირებთან ერთად აღნიშნა.
✅ ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის ახალი სოციალური ინკლუზიის ცენტრი იაპონიის მთავრობის „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ (GGP) ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. 🔗 აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი მხარდაჭერის გაძლიერებას.
👥 შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გურამი კიკნაველიძე.
➡️ სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მისი საქმიანობის სპეციფიკას, დაგეგმილ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ახალი სივრცე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს შესთავაზებს.
🇬🇪🤝🇯🇵 ვიზიტის დასასრულს, ორმხრივი მეგობრობისა და წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოდ, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ხედვა – ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას უფრო ინკლუზიური, თანასწორი და მხარდამჭერი საზოგადოება თითოეული ადამიანისათვის.
🙏 ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის იაპონიის საელჩოს საქართველოში Embassy of Japan in Georgia და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის!

🎈 ორი განსხვავებული თაობა, ერთი დიდი სიყვარული და „ჯადოსნური სამყარო“ ✨🫂 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის შეზღუ...
01/06/2026

🎈 ორი განსხვავებული თაობა, ერთი დიდი სიყვარული და „ჯადოსნური სამყარო“ ✨
🫂 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“ განსაკუთრებული სტუმრებით აივსო. წითელი ჯვრის ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციარებმა ჩვენს პატარებს სითბოთი, ყურადღებითა და სიყვარულით სავსე დღე აჩუქეს.
👵👶 ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სიკეთეს ასაკი არ აქვს. უფროსი თაობის სიბრძნემ და მზრუნველობამ, ბავშვების ღიმილმა და გულწრფელმა სიხარულმა დაუვიწყარი ემოციები შექმნა.
🙏მადლობა თითოეულ სტუმარს და წითელ ჯვარს ამ თბილი ინიციატივისთვის. თქვენ ჩვენი „ჯადოსნური სამყარო“ კიდევ უფრო ნათელი და ბედნიერი გახადეთ!

🎊 ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის  გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენს პატარებს ვუსურვ...
01/06/2026

🎊 ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენს პატარებს ვუსურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობას✨

📣 ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზაციამ ჰაბიტატი თა...
29/05/2026

📣 ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, გამართა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრა ელენე ბერაძესთან და დიანა ჯანაშიასთან.
✅ ელენე არის ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი და ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვაიზერი, ხოლო დიანა - განათლების ფსიქოლოგი და მშობელი.
🔗 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე ჩართულობის მნიშვნელობაზე, ოჯახის და სპეციალისტების როლზე ბავშვის განვითარებაში, ასევე იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს.
♻️ შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და თითოეულ დაინტერესებულ მშობელს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინდივიდუალური კონსულტაცია სპეციალისტებისგან.
📌 მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირების, მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის, რათა ბავშვებმა დროულად და ეფექტიანად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა.
🙏 ორგანიზაცია მადლობას უხდის ელენეს და დიანას მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ცოდნისა და რესურსის გაზიარებისთვის!

🎉 🎂 ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, 17 მაისს, ოთხი წლის გახდა!🔗 ეს ოთხი წელი იყო შემოქ...
19/05/2026

🎉 🎂 ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, 17 მაისს, ოთხი წლის გახდა!
🔗 ეს ოთხი წელი იყო შემოქმედებითი ძიების, დაუღალავი შრომის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და, რაც მთავარია, უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილების!
✅ ოთხი წლის განმავლობაში შევძელით:
✨ შეგვექმნა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვებისა და პირებისთვის;
✨ განგვევითარებინა სოციალური სერვისები;
✨ გაგვეძლიერებინა ოჯახები და სპეციალისტები;
✨ გვემუშავა თანასწორობის, ჩართულობისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებისთვის.
♻️ ჩვენი ორგანიზაციის ისტორია არ არის მხოლოდ ციფრები – ეს არის ჩვენი თითოეული გუნდის წევრის ყოველდღიური თავდადება. ეს არის გუნდი, რომელიც ერთი დიდი ოჯახივით მუშაობს, რათა შექმნას თანასწორი, განვითარებაზე ორიენტირებული და თბილი გარემო ყველასთვის.
🙏 დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ გზის ნაწილი ხართ – ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, პარტნიორებსა და მხარდამჭერებს.
თქვენი ნდობა და გვერდში დგომა ჩვენი მთავარი მოტივაციაა!
🌞 წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები, ახალი გამოწვევები და ბევრი წარმატება გველოდება!

🔗 ორგანიზაციამ „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)“ დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის  ტრენინ...
08/05/2026

🔗 ორგანიზაციამ „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)“ დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
📌 ტრენინგის მიზანი იყო სპეციალისტების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურებების უზრუნველსაყოფად.
✅ დღის ცენტრების მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სერვისით მოსარგებლეთა ინდივიდუალური საჭიროებების სწორ შეფასებას, მიზნების განსაზღვრასა და მათზე ორიენტებული აქტივობების დაგეგმვას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული მეთოდების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას.
🧑‍🏫 ტრენინგს ფსიქოლოგი/ინკლუზიური განათლების ექსპერტი/ სუპერვიზორი ლალი ცხვედიანი უძღვებოდა, რომელსაც სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
♻️შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარება ორგანიზაციისთვის ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც პირდაპირ აისახება სერვისით მოსარგებლეთა მხარდაჭერის ხარისხზე, მათ სოციალურ ჩართულობასა და დამოუკიდებელი უნარების გაძლიერებაზე.

🧑‍⚕️👥საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია რობაქიძემ, თერჯოლის შეზღუდული შესაძლე...
04/05/2026

🧑‍⚕️👥საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია რობაქიძემ, თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ თანამშრომლებს პირველი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.
🔗 ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიწოდება და აუცილებელი უნარების განვითარება. ტრენინგი ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში.
🫀🫁 მონაწილეები გაეცვნენ გულის და ფილტვის რეანიმაციის (გფრ) და სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის დროს მოქმედების წესებს, ასაკობრივი ჯგუფების თავისებურებებს, სისხლდენის შეჩერების დროს მოქმედების პროტოკოლს და იმსჯელეს დაზარალებულის უსაფრთხოების ღონისძიებებზე.
🙏 ორაგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალს საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.

#საქართველოსწითელიჯვარი
#პირველიდახმარება

🧑‍⚕️👥საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია რობაქიძემ, ბაღდათის შეზღუდული შესაძლე...
29/04/2026

🧑‍⚕️👥საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია რობაქიძემ, ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ თანამშრომლებს პირველი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.
🔗 ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიწოდება და აუცილებელი უნარების განვითარება. ტრენინგი ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში.
🫀🫁 მონაწილეები გაეცვნენ გულის და ფილტვის რეანიმაციის (გფრ) და სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის დროს მოქმედების წესებს, ასაკობრივი ჯგუფების თავისებურებებს, სისხლდენის შეჩერების დროს მოქმედების პროტოკოლს და იმსჯელეს დაზარალებულის უსაფრთხოების ღონისძიებებზე.
🙏 ორაგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალს საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.

#საქართველოსწითელიჯვარი
#პირველიდახმარება

Address

ბესიკის ქ. N19
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995431251333

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Habitat for Equality Achievements and Development - HEAD posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Habitat for Equality Achievements and Development - HEAD:

Share