კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi"

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi"

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi" Women Fund Sukhumi
WFS

WFS ხედვა წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს მშვიდობიან გარემოში და ნერგავს გენდერულ თანასწორობას სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.
ამ ხედვის განსახორციელებლად, ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, რათა მოხდეს ინტერსექტორულ თანამშრომლობაში კომპეტენციის ამაღლება და ქალების

გადაქცევა ცვლილებების აგენტებად.

Видение WFS – это грузинское общество, которое живет в мире и практикует гендерное равенство в гражданской, политической, экономической, социальной и культурной сферах.
Для достижения этого видения мы объединяем усилия по реализации и продвижению гендерного равенства, прав женщин и мира в Грузии, путем повышения компетентности в межсекторальном сотрудничестве и превращая женщин в агентов перемен. WFS vision is a Georgian society which lives in peace and practices gender equality in civil, political, economic, social and cultural spheres. To achieve this vision, we join efforts in the implementation and promotion of gender equality, women's rights and peace in Georgia, by increasing competence in intersectoral cooperation and turning women into agents of change.

11/05/2026
თუ ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, სასამართლო აფასებს არა მხოლოდ დაზარალებულის პოზიციას, არამედ ძალადობის ფაქტს, განმეორე...
05/05/2026

თუ ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, სასამართლო აფასებს არა მხოლოდ დაზარალებულის პოზიციას, არამედ ძალადობის ფაქტს, განმეორების რისკსა და უსაფრთხოების საკითხს.

ხონში ახალი შესაძლებლობის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია დაიწყო 🌿1 მაისს ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლ...
04/05/2026

ხონში ახალი შესაძლებლობის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია დაიწყო 🌿

1 მაისს ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შევხვდით ქალთა ჯგუფს, ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, ინტერესებზე და იმაზე, როგორ შეიძლება ახალი უნარის შეძენა ქალისთვის გახდეს მეტი დამოუკიდებლობის, თავდაჯერებისა და მომავლის დაგეგმვის საყრდენი.

დღეს კი ეს საუბარი უკვე პრაქტიკულ ნაბიჯად იქცა - ხონში გელ-ლაქის შემსწავლელი კურსი დაიწყო 💅✨

მონაწილეები უკვე შეუდგნენ სწავლას: ეცნობიან პროფესიის საფუძვლებს, ითვისებენ პრაქტიკულ ტექნიკებს და თანდათან ქმნიან სივრცეს, სადაც ახალი ცოდნა შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ, საკუთარი თავის რწმენად და პირად განვითარებად.

ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ ქალის გაძლიერება ყოველთვის დიდი პროექტებით არ იწყება. ხანდახან ის იწყება ერთი შეხვედრით, ერთი გადაწყვეტილებით, ერთი ახალი უნარით და იმ განცდით, რომ „მე ეს შემიძლია“.

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DANNER – Kvindecenterfonden Dannerhuset-თან პარტნიორობით.

#ქალთაფონდისოხუმი

ძალადობრივი გარემოდან გამოსვლა მხოლოდ ერთი ეტაპია. ამის შემდეგ იწყება საკუთარი თავის, სიმშვიდისა და ძალის დაბრუნების პრო...
04/05/2026

ძალადობრივი გარემოდან გამოსვლა მხოლოდ ერთი ეტაპია. ამის შემდეგ იწყება საკუთარი თავის, სიმშვიდისა და ძალის დაბრუნების პროცესი.

ფსიქოლოგის მხარდაჭერა ქალს ეხმარება, გაიაზროს გადატანილი გამოცდილება, დაიბრუნოს თვითშეფასება და საკუთარი ცხოვრება ახალი თვალით დაინახოს.

შენ რას ეტყოდი ქალს, რომელმაც მძიმე წარსულის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო? 💬

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DANNER – Kvindecenterfonden Dannerhuset-თან პარტნიორობით.

#ქალთაფონდისოხუმი

28/04/2026
🟣 როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვხედავთ შედეგს, მაგრამ ვერ ვხედავთ რა გზას გადის ქალი, რომელმაც ძალადობა გამოსცადა.ვ...
27/04/2026

🟣 როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვხედავთ შედეგს, მაგრამ ვერ ვხედავთ რა გზას გადის ქალი, რომელმაც ძალადობა გამოსცადა.

ვერ ვხედავთ შიშის დაგროვებას, კონტროლის ნელ-ნელა გაძლიერებას, იმ უხილავ ზეწოლას, რომელიც ყოველდღიურობად იქცევა. ვერ ვხედავთ, როგორ იცვლება ქალის ქცევა, გადაწყვეტილებები, რეაქციები. არა იმიტომ, რომ ქალი „ვერ ხვდება“, „ვერ მიდის“ ან „ვერ მოქმედებს“, არამედ იმიტომ, რომ ძალადობა მხოლოდ ერთი ეპიზოდი არ არის. ძალადობა ხშირად არის სისტემა, პროცესი და კონტროლის მექანიზმი.

📍 სწორედ ამ სიღრმისეული გააზრებისკენ იყო მიმართული ტრენინგი თემაზე - „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“, რომელიც ქუთაისში, 24 აპრილს, პარასპეციალისტებისა და სათემო ლიდერებისთვის გაიმართა.

👥 ტრენინგს უძღვებოდა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია.

🧩 მთელი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს საკითხებზე, რომლებიც ძალადობაგამოვლილ ქალებთან ყოველდღიურ პრაქტიკულ მუშაობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ძალადობის სოციალური საფუძვლები და გენდერული ნორმები, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ტიპოლოგია, ძალადობის ციკლი და სპირალი, ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და რეაქციებზე, ასევე ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპები.

🫂 ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ ქეისებსა და ჯგუფურ მუშაობას, რადგან ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა მხოლოდ ცოდნა არ არის. ეს არის უნარი, ქალის ქცევაში დავინახოთ არა „სისუსტე“ ან „გაურკვევლობა“, არამედ ტრავმის კვალი; მოვუსმინოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ; დავუსვათ კითხვა ისე, რომ ჭრილობაზე მარილი არ მოვაყაროთ და მხარდაჭერა გავუწიოთ ისე, რომ ქალს დაუბრუნდეს თვითაღქმის, ღირსებისა და უსაფრთხოების განცდა.

💬 როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:

„ჩვენი მისიაა, ამ ადამიანებთან ვიმუშაოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ზუსტად, რათა მათი ტრავმები კი არ გავაცოცხლოთ, არამედ ხელი შევუწყოთ მის მოშუშებას.“

🔎 მონაწილეებისთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა ძალადობის სპირალისა და ჯონსონის თეორიის განხილვა, რადგან ამან ნათლად აჩვენა, რამდენად განსხვავებული დინამიკა შეიძლება ჰქონდეს ძალადობის თითოეულ შემთხვევას და რატომ არის აუცილებელი ინდივიდუალური, სენსიტიური და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომა.

✨ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: ძალადობაგამოვლილ ქალთან მუშაობა იწყება არა რჩევით, არამედ გაგებით. არა შეფასებით, არამედ უსაფრთხო სივრცის შექმნით. არა პასუხების დაჩქარებით, არამედ იმ გზის დანახვით, რომელიც ქალმა უკვე გამოიარა.

🤍 ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა სწორედ ამას ნიშნავს, დავინახოთ ადამიანი მის გამოცდილებასთან ერთად და მხარდაჭერა გავუწიოთ ისე, რომ დახმარება გახდეს არა დამატებითი ზეწოლა, არამედ ძალის დაბრუნების პროცესი.

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DANNER – Kvindecenterfonden Dannerhuset-თან პარტნიორობით.
#ქალთაფონდისოხუმი

27/04/2026

ქალების გამოცდილებები: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ამოცნობა და დაცვის გზები — ბროშურა აერთი.....

24/04/2026

რა და როგორ შეუძლია შეცვალოს ერთმა ახალმა შესაძლებლობამ ქალის ცხოვრებაში? 💅🌿

სენაკში 10 ქალი საბაზისო მანიკურის კურსს გადის - სწავლობენ ახალ საქმეს, იძენენ პრაქტიკულ უნარებს და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ 🌿
ეს მხოლოდ კურსი არ არის, ეს ახალი დასაწყისის შანსია 🤍
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი პროფესიის შესწავლა ქალის ცხოვრებაში? 💬
🤝 პროექტი ხორციელდება DANNER – Kvindecenterfonden Dannerhuset-თან პარტნიორობით.

#ქალთაფონდისოხუმი

ეს კარუსელი არის იმ ქალებისათვის,ვისაც ერთხელ მაინც უკითხავს:👉 “უკვე გვიან ხომ არ არის?”
23/04/2026

ეს კარუსელი არის იმ ქალებისათვის,
ვისაც ერთხელ მაინც უკითხავს:
👉 “უკვე გვიან ხომ არ არის?”

როცა ქალი ყოველდღიურად ცხოვრობს ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბრალდებების, დამცირების, მუდმივი დაძაბულობისა და შიშის გარემოში, ე...
21/04/2026

როცა ქალი ყოველდღიურად ცხოვრობს ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბრალდებების, დამცირების, მუდმივი დაძაბულობისა და შიშის გარემოში, ეს ნელ-ნელა ანგრევს მის შინაგან უსაფრთხოებას. ძალიან ხშირად კი, სწორედ ეს უხილავი ძალადობა გადადის ფიზიკურ ძალადობაშიც 💔

💅 სენაკში დაიწყო ერთთვიანი საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.კურ...
21/04/2026

💅 სენაკში დაიწყო ერთთვიანი საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

კურსში 10 ქალი მონაწილეობს. ისინი ერთი თვის განმავლობაში ახალ საქმეს, ახალ უნარებს და, ამასთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დანახვას შეძლებენ. ასეთ პროცესებში სწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის განცდაც, რომ შეგიძლია რაღაც ახალი დაიწყო, განვითარდე და შენი შრომით ახალი პერსპექტივა შექმნა.

👩‍🏫 კურსს უძღვება ნესტანი დადიანი - სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. პროგრამა უკვე შედგენილია, მონაწილეებს გადაეცათ საჭირო მასალები და ინვენტარი, ხოლო პირველი ორი გაკვეთილი უკვე ჩატარდა.

🌿 ეს კურსი მხოლოდ პროფესიის შესწავლა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ქალები ერთმანეთის გვერდით დგანან, სწავლობენ, იძენენ პრაქტიკულ ცოდნას და თანდათან იმყარებენ რწმენას, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ზუსტად ასეთი შესაძლებლობები იქცევა ხოლმე ახალი დასაწყისის საფუძვლად, როცა ცოდნას თან ერთვის მხარდაჭერა, გამოცდილება და იმედი, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება იყოს უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი და უფრო საკუთარი ძალებით შექმნილი.

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DANNER – Kvindecenterfonden Dannerhuset-თან პარტნიორობით.

#ქალთაფონდისოხუმი

Address

Mgaloblishvili Street #6
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi":

Share