04/04/2024
დისკუსია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თემაზე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების მიმართულებით
დისკუსია გაიმართა იმერეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და მასში მონაწილეობა მიიღო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ (ან საჭიროებენ გამოიყენონ) რეგიონული სტატისტიკის ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის პროცესში;
შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ წარდგენილი იქნა კვლევის ანგარიში, რომელშიც მოცემულია ერთი მხრივ, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების ევროპული სისტემის, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების ქართული პრაქტიკის ანალიზი. გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები საქართველოში რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების ხარისხის ეტაპობრივი გაუმჯობესებისათვის.
დისკუსია გაიმართა პროექტის - მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.