ორიონი • Orioni

ორიონი • Orioni Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ორიონი • Orioni, Non-Governmental Organization (NGO), Zestafoni.

01/06/2026

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „ორიონში“ 🌈🐻
დღეს „ორიონში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული სიხარულით და მხიარული განწყობით აღვნიშნეთ. 🎉
ჩვენს პატარებს უამრავი საინტერესო აქტივობა, სახალისო თამაში, მუსიკა და ცეკვა ელოდათ. დღის განსაკუთრებული სტუმარი იყო საყვარელი დათვი 🐻, რომელმაც ბავშვებთან ერთად ითამაშა, იცეკვა და ბევრი ღიმილი აჩუქა მათ.
ბავშვების ბედნიერი სახეები, პოზიტიური ემოციები და დაუვიწყარი მომენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, დაცვა და განვითარებისთვის მზრუნველი გარემოს შექმნა. 💙
ვულოცავთ ყველა ბავშვს ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას! 🌟

14/05/2026

ზესტაფონის გასართობ ცენტრ Magic club -მა დაუვიწყარი დღე აჩუქა „ორიონის“ ბავშვებს 💙✨
დიდი მადლობა გასართობ ცენტრს თბილი მასპინძლობისთვის, სიხარულითა და სიყვარულით სავსე გარემოსთვის, სადაც ბავშვებმა უამრავი დადებითი ემოცია მიიღეს 🎈😊
განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს:მაკრინე ცერცვაძეს,ირინე გაჩეჩილაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბავშვების გახარებაში მიიღო მონაწილეობა 🌍💫

🌍✨ სიყვარულით, სითბოთი და ბავშვების გულწრფელი ემოციებით სავსე დღე გავატარეთ ღონისძიებაზე — „დედამიწა — ჩვენი სახლია“ ✨🌍8...
13/05/2026

🌍✨ სიყვარულით, სითბოთი და ბავშვების გულწრფელი ემოციებით სავსე დღე გავატარეთ ღონისძიებაზე — „დედამიწა — ჩვენი სახლია“ ✨🌍
8 მაისს, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ყველაზე მთავარი — როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი დედამიწა, ბუნება და ერთმანეთი. 💚
მათი სუფთა თვალები, გულწრფელი ღიმილი, თითოეული სიტყვა და გამოსვლა სავსე იყო სიყვარულით, სიკეთითა და ზრუნვით.
ეს დღე მხოლოდ ღონისძიება არ ყოფილა — ეს იყო ემოციებით, სითბოთი და ერთიანობით სავსე შეხვედრა, რომელმაც ყველას გულში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 🌱
დიდი მადლობა თითოეულ ბავშვს, მშობელს, მასწავლებელსა და სტუმარს, ვინც ეს დღე კიდევ უფრო ლამაზი და დასამახსოვრებელი გახადა. 💫
ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პატარა გულებიდან იწყება დიდი ცვლილებები. 🌎💚
#დედამიწაჩვენისახლია #ორიონი #სიკეთე #ბავშვები #ზესტაფონი #სიყვარულიდაზრუნვა

❤️❤️❤️❤️
08/05/2026

❤️❤️❤️❤️

,,ორიონი" გიწვევთ სითბოთი და სიყვარულით სავსე ღონისძიებაზე:„დედამიწა — ჩვენი სახლია“ეს არის დღე, როცა ბავშვები , განსაკუ...
04/05/2026

,,ორიონი" გიწვევთ სითბოთი და სიყვარულით სავსე ღონისძიებაზე:
„დედამიწა — ჩვენი სახლია“
ეს არის დღე, როცა ბავშვები , განსაკუთრებული გულითა და სუფთა თვალებით , გვასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვანს: როგორ გვიყვარდეს ჩვენი სახლი, ჩვენი ბუნება და ერთმანეთი.
მათი თითოეული ნაბიჯი, თითოეული ღიმილი და თითოეული სიტყვა გვახსენებს, რომ დედამიწა მხოლოდ ადგილი არ არის — ის არის ჩვენი საერთო გული.

📅 თარიღი: 8 მაისი
🕒 დრო: 14:00 საათზე
📍 ადგილი: ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრი

მობრძანდით, რათა ერთად ვიგრძნოთ სიკეთე, გავიზიაროთ სითბო და კიდევ ერთხელ დავიჯეროთ, რომ სიყვარული და ზრუნვა სამყაროს ცვლის.

23/04/2026
📢 ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონისა“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ...
23/04/2026

📢 ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონისა“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა ტრენინგი.
ტრენინგი შეეხებოდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული სერვისების მიზნობრივ გამოყენებას.
🔹 მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სერვისების შესახებ და მათი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის.
#ორიონი #ზესტაფონი #ჯანდაცვა #ტრენინგი

🎗21 მარტი — დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების  საერთაშორისო დღეა💛💙💙💛ერთად, მარტოობის წინააღმდეგ (Together A...
21/03/2026

🎗21 მარტი — დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა💛💙
💙💛ერთად, მარტოობის წინააღმდეგ (Together Against Loneliness) - ეს დღე გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და სიყვარულით სავსე,რომელიც ჩვენს სამყაროს უფრო ფერადსა და ლამაზს ხდის.
#ერთად, მარტოობის წინააღმდეგ (Together Against Loneliness) -

03/12/2025

✨ 3 დეკემბერი – შეზღუდული შეაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა🫶
დღეს ჩვენს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად ქალაქის ცენტრის ტერიტორიაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით მოქალაქეებს გადავეცით საინფორმაციო ფლაერები, რადგან კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა,რომ
ინკლუზიური გარემო მნიშნელოვანია თითოეული ადამიანის განვითარებისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის.
💙 მადლობა ყველას, ვინც სითბოთი დაგვხვდა და მოუსმინა ჩვენს მეგობრებს
ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს,
სადაც ყველა მნიშვნელოვანია.
#3დეკემბერი #შშმპირთაისაერთაშორისოდღე #დღისცენტრიორიონი #ინკლუზია #ცნობიერებისამაღლება

Address

Zestafoni
2000

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995492253402

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ორიონი • Orioni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ორიონი • Orioni:

Share