22/05/2026
ეთიკური და სამართლებრივი რისკები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში
13-14 ივნისს ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წარდგენით ჩატარდება ინტენსიური მოკლევადიანი სატრენინგო კურსი ფსიქოთერაპიულ ეთიკაში
კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
- პროფესიული უსაფრთხოება ფსიქოთერაპიაში: ეთიკა, საზღვრები და პასუხისმგებლობა;
- ეთიკური დარღვევის კონკრეტული შემთხვევები და მათი პრევენციის მექანიზმები;
- კონფიდენციალობის ეთიკური და სამართლებრივი მხარეები;
- კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული ეთიკური გადაცდომები;
- ეთიკის ევროპული სტანდარტები;
კურსი განკუთვნილია:
- პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის,
- ფსიქოკონსულტანტებისთვის
- მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის
- ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პროგრამების მონაწილეებისთვის;
- ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის
კურსის ავტორი და წარმდგენია ანანო ნიაური - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკის ოფიცერი.
სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია სამუშაო გარემოსგან მოწყვეტის გარეშე
პროგრამის ხანგრძლივობაა 10 საათი.
✅️პროგრამის განრიგი:
შაბათი 13 ივნისი 12-დან 18 საათამდე
კვირა 14 ივნისი 12-დან 18 საათამდე
პროგრამის სრული ღირებულებაა 250 ლარი
საშეღავათო პირობები:
- 10 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის ღირებულებაა 210 ლარი
- სტუდენტებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი
- პროგრამაზე წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისათვის პრორამის ღირებულებაა 180 ლარი
- ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წევრებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი
მონაწილეობა ჩაითვლება უწყვეტი პროფესიული განათლების - CPD საათებში
პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი ციფრული სერტიფიკატი
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:
https://forms.gle/undn7nEFvaGWRotN9