საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია The Georgian Charter of Journalistic Ethics is a self-regulation mechanism in Georgia, which handle complaints against journalists

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჰყავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს განიხილავს და ადგენს დაირღვა თუ არა სად

ავო მასალაში ეთიკის სტანდარტი

2022 წლის საერთო კრების დადგენილების მიხედვით, ქარტიის საბჭოს წევრები არიან:

ხატია ღოღობერიძე
თათია ხალიანი
მაია წიკლაური
მანანა ქველიაშვილი
ირმა ზოიძე
სოფო ჟღენტი
გულო კოხოძე
ვლადიმერ ჩხიტუნიძე
საბა წიწიკაშვილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეა ხატია ღოღობერიძე.

ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეუძლია გაერთიანდეს ქარტიაში.

ქარტიის მიერ შემუშავებულია და აღიარებულია შემდეგი 11 პრინციპი:

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
2. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
6. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.
7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.
9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.
10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
პლაგიატი.

📍 დავით კაკულიამ, ნათია ლაზაშვილმა და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5...
18/06/2026

📍 დავით კაკულიამ, ნათია ლაზაშვილმა და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს. არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.

14 ივნისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ტელეკომპანია “რუსთავ....

📍 ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.
17/06/2026

📍 ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმ...

11/06/2026

14 ივნისს, კვირას, 11:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2...

⭕️ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე თავდამსხმელის კანონის  შესაბამისად დასჯას მოითხოვს.
07/06/2026

⭕️ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე თავდამსხმელის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს.

6 ივნისს საღამოს, ჩაფხუტიანი პირი „გლოვოს“ ჩანთით, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, ფილარმონიასთან, შაბათის მა....

📍 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვე...
02/06/2026

📍 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას მოითხოვს.

30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც, წლებია, ჟურნალისტუ.....

02/06/2026

სინათლე არ ჩაქრება!

✨ საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის სავსე იყო სოლიდარობითა და ერთმანეთის გვერდში დგომით, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველას:

▪️ვინც ერთი ნივთის შეძენითაც კი სიმართლის მხარეს დადგა.
▪️ვინც პირადი კოლექციიდან ყველაზე ძვირფასი საგანძური გასაყიდად გამოიტანა.
▪️ვინც ფასდაუდებელი, მონუმენტური და ისტორიული ნივთები გაიღო სინათლისთვის.
▪️ვინც მუსიკითა და ცოცხალი შესრულებით სივრცე საოცარი მუხტით შეავსო - მადლობა “გუნდს” და ლექსო რატიანს.
▪️ვინც გვიმასპინძლა და ჩვენთან ერთად გააძლიერა ჩვენი ერთობა - მადლობა "სლინკ კაფეს".

💫 ჩვენი სოლიდარობის ქსელი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდაჭერას - თუ გსურს, თავადაც გახდე ამ ყველაფრის ნაწილი:

თიბისი ბანკი:

საქართველოს ბანკი:

მიმღები: “ხალხის წყარო”

#სინათლეარუნდაჩაქრეს

📣 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავ...
02/06/2026

📣 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშ...

📍 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ძიძიკაშვილის განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტის ს...
27/05/2026

📍 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ძიძიკაშვილის განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა გიორგი ძიძიკაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის წ....

27/05/2026

21 მაისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საბა წიწიკაშვილის განცხადება “მთავარის” არაიდენტიფიცირე....

📣 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ რეპრესიები! სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას!
22/05/2026

📣 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ რეპრესიები! სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას!

ამ კვირაში ქართული მედია კიდევ ერთხელ გახდა რეპრესიების სამიზნე.  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პროაქტი....

Address

Ethicscharter@gmail. Com
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:

Share