18/10/2026
📢 მეგობრებო, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ!
მწვანე ბარათის (DV Lottery) რეგისტრაციასთან დაკავშირებით ყველა ოფიციალურ სიახლეს აქ გაგიზიარებთ.
ამ ეტაპზე რეგისტრაციის დაწყების ზუსტი თარიღი და ოფიციალური ინსტრუქცია ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ ნუ ენდობით დაუზუსტებელ ინფორმაციას.
❗ ხშირად მეკითხებით: საჭიროა თუ არა პასპორტი, შეიძლება თუ არა პირადობის მოწმობით რეგისტრაცია, რა ზომის ფოტო დაგჭირდებათ, რა საბუთები უნდა მოამზადოთ, იქნება თუ არა საფასური და ა.შ.
ამ კითხვებზე პასუხს ოფიციალური ინსტრუქციის გამოქვეყნების შემდეგ გაგცემთ! წინასწარ ნუ იჩქარებთ საბუთების შეგროვებას და ნუ იხელმძღვანელებთ წინა წლების წესებით — მოთხოვნები შესაძლოა შეიცვალოს.
📌 ყველა საჭირო დეტალს — რეგისტრაციის თარიღს, საბუთებს, ფოტოს მოთხოვნებს, საფასურსა და შევსების წესებს — ეტაპობრივად განვათავსებ აქ.
რეგისტრაციის დაწყების შემთხვევაში, განაცხადის შესავსებად 30 დღე გექნებათ. ამიტომ პანიკისა და აჩქარების საფუძველი არ არის.
გთხოვთ, დაელოდოთ ჩემს განახლებებს. ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ! 🇺🇸