ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏

ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏 NGO “Support Center for Women and Persons with disabilities-Speak up”

16/06/2026
15/06/2026

#გამარჯვებისისტორია
📢 სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

🟡 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ა.ტ.-ს სარჩელი და მის სასარგებლოდ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ 10,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

🟡 საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას. სასამართლომ შეაფასა გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას.

🟡 მიუხედავად იმისა, რომ ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება (ფიქსაცია), რომლის კანონიერება დავის ერთერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა.

🟡 ფიზიკური შეზღუდვის პერიოდში ა.ტ. ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე კლინიკის თანამშრომლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მორალური ზიანის საქმე არ ეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. PHR სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი თავად სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ეხება პაციენტის უსაფრთხოების, ღირსების, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებას.
სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინფორმირებული თანხმობის პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებამ თავად დაარღვია ა.ტ.-ს უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის გარდა, პაციენტს მიადგა დამატებითი მორალური ზიანი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას.

🟡 აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების განმტკიცების თვალსაზრისით. იგი შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, ღირსებისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები.

🟡 აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საზოგადოებისათვის. იგი ხელს შეუწყობს პაციენტების უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების სტანდარტების ამაღლებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ისეთი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

#ფსიქიკურიჯანმრთელობა #ადამიანისუფლებები #ფსიქიატრიულიდაწესებულება #კომპენსაცია

📢 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღეს ეძღვნება.ა(ა)იპ „ქალთა და შშმ...
14/06/2026

📢 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღეს ეძღვნება.

ა(ა)იპ „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი – ილაპარაკეს“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შშმ პირთა უფლებების დაცვის, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის მნიშვნელობას.

აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას, დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ხარისხიან სარეაბილიტაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, პერსონალური ასისტენტის სერვისების გაფართოება, ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის მისაწვდომობის გაუმჯობესება, ასევე შშმ პირთა რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება, რეგიონებში საჭირო პროგრამების ხელმისაწვდომობა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და ზრდასრული პირებისთვის დროული და ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ჩვენ გვჯერა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობა არ არის ! ეს თითოეული ჩვენგანის საერთო ვალდებულებაა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც ყველა ადამიანი თანასწორად ისარგებლებს საკუთარი უფლებებით, შესაძლებლობებითა და თავისუფლებებით.

🤝 ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას შშმ პირთა და მათი ოჯახების მიმართ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, აქტიურად შეუწყოს ხელი სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევას, თანასწორობისა და ღირსების პატივისცემის კულტურის გაძლიერებას.

#შშმპირთაუფლებები #ინკლუზიურისაზოგადოება #თანასწორიშესაძლებლობები #ილაპარაკეს 📢 June 14 is observed in Georgia as the National Day for the Protection of the Rights of Persons with Disabilities.

The NGO “Women and Persons with Disabilities Support Center – Speak Up” once again emphasizes the importance of protecting the rights of persons with disabilities, ensuring equal opportunities, and building an inclusive society.

It is essential to continue reforms that guarantee a dignified life, independence, and full participation in social life for every individual.

Particular attention must be given to improving access to quality rehabilitation services, expanding personal assistance services, enhancing the accessibility of physical environments and information, and ensuring the meaningful participation of persons with disabilities in decision-making processes.

Significant challenges still remain in the development of mental health services, the accessibility of necessary programs in the regions, and the provision of timely and effective support for children and adults on the autism spectrum.

We believe that protecting the rights of persons with disabilities is not only the responsibility of state institutions — it is a shared obligation of every one of us. Only through joint efforts can we build a society where all people enjoy their rights, opportunities, and freedoms on an equal basis.

🤝 On this day, we once again express our support for persons with disabilities and their families and call upon society to actively contribute to overcoming stigma and stereotypes while strengthening a culture of equality, inclusion, and respect for human dignity.

11/06/2026

ბავშვთა უფლებები მხოლოდ სიტყვები არ არის ეს მათი უსაფრთხო, ღირსეული და ბედნიერი ბავშვობის საფუძველია. ბავშვების დაცვა მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა არ არის ეს მთელი საზოგადოების ვალდებულებაა.

10/06/2026
10/06/2026

🌟❤️

10/06/2026

❤️

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏:

Share