11/02/2026
📌 უკანასკნელ პერიოდში, ჩვენი საზოგადოებისთვის მოზარდების მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულისა და სასტიკი ქცევის უკვე მერამდენე ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ეს ფაქტები ადამიანებში იწვევს რთულ განცდებს, რომლებიც გაჟღენთილია ერთი მხრივ, მსხვერპლთა მიმართ უსაზღვრო თანაგრძნობით და მეორე მხრივ, შიშით, შფოთვით, ცუდის მოლოდინისა და დაუცველობის შეგრძნებით.
🧠 მოზარდებში ძალადობრივი და დელიკვენტური ქცევა მრავალფაქტორული მოვლენაა.
კვლევებში ხაზგასმულია:
- ინდივიდუალური
- ოჯახური
- სკოლასთან და თანატოლებთან დაკავშირებული და
- სოციალური ფაქტორების მნიშვნელობა.
⚠️ ძალადობისა და დელიკვენტური ქცევის როგორც პრევენცია, ასევე, რეაგირება მოითხოვს კოორდინირებულ მიდგომას - ეს უნდა იყოს დროული (!!!), მულტისისტემური და მრავალდონიანი.
𝚿 სკოლის ფსიქოლოგები უნდა წარმოადგენდნენ ძალადობის პრევენციისა და ადრეული ინტერვენციის ერთ-ერთ ცენტრალურ რგოლს. სკოლებს უნდა ჰქონდეთ სისტემატური და თანმიმდევრული ხელმისაწვდომობა მთლიანსასკოლო ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, რომელიც მოიცავს სკრინინგს, პრევენციას, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერვენციას, ოჯახთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას.
📌 სკოლის ფსიქოლოგიური მომსახურების სისტემური გაძლიერება, პროფესიული სტანდარტების განსაზღვრა და მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია.
🛡️ ფსიქოლოგიური მომსახურების ფრაგმენტული ან ფორმალური არსებობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოებას.