26/09/2024
ადრეული მოზარდობის პერიოდიდან მტკიცედ გადაწყვიტა, მაღალკვალიფიციური ექიმი უნდა გამხდარიყო! ადამიანებს უნდა დახმარებოდა ყველაზე მნიშვნელოვნის - სიცოცხლის გადარჩენაში.
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ - Vake plaza / ვაკე პლაზა უზრუნველყო მარიამის განათლების ხელმისაწვდომობა. ამ კომპანიის დიდი წვლილია იმაში, რომ მარიამი უდიდესი მონდომებით, შრომითა და მიზანდასახულობით მიიწევს წინ.
იმდენად შთამბეჭდავი იყო, როგორ იძიებდა ყველა ინფორმაციას თავისი მომავალი პროფესიის გარშემო, სად შეძლებდა საუკეთესო განათლების მიღებას, მათ შორის საზღვარგარეთ, რისთვისაც SAT გამოცდა უკვე წარმატებით ჩააბარა, რომ ცალსახა იყო მარიამი ნამდვილი ვიზიონერია.
სიხარულით გაგაცნობთ მარიამ სტურუას, ყველაზე ახალგაზრდა ვიზიონერს, რომელიც უკვე
ინგლისურენოვანი მედიცინის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გახდა, შპს პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიაში. მარიამმა მოიპოვა როგორც სახელმწიფო გრანტი (70%), ასევე, შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება.
გთავაზობთ მარიამის პირველ შთაბეჭდილებებს სასწავლებლიდან:
- ძალიან ძალიან მომწონს ყველაფერი: ლექტორები, კურსელები, ადმინისტრაცია, გარემო, ლაბორატორია, ტექნიკა… ცოტა გადატვირთული გრაფიკია, მაგრამ ასეც ველოდი, რადგან მეტ საგანს გავდივართ, სხვა სპეციალობებთან შედარებით, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი ფაკულტეტი.
- სამეცადინო ბევრია, ბევრი გამოცდა, მაგრამ ყველანაირ რესურსებზე გვაქვს წვდომა, საბედნიეროდ.
- ბევრი კლუბი გვაქვს როგორც არაფორმალური გარემოსთვის, ისე კონკრეტული სამედიცინო სპეციალობის კუთხით.
- ლექციებიც ისეა გაწერილი, რომ ყველანაირ თემას თავისი კლინიკური როტაცია მოჰყვება და მოკლედ ძალიან ძალიან საინტერესოა...
- უზომოდ მადლიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ თქვენი მხარდაჭერით და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად!