19/12/2024
❌ ხელოვნების სახლი საფრთხეშია. ორგანიზაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია სთხოვს უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას და შენობის დატოვებას.
ხელოვნების სახლი არის ღია და თავისუფალი სივრცე, რომლის არსებობაც აუცილებელია ქალაქისათვის. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 აგვისტოს გამოფენა “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” სწორედ ხელოვნების სახლში გაიხსნა და ის კვირების განმავლობაში ღია იყო დამთვალიერებლებისათვის. ამასთან ერთად, ხელოვნების სახლის გუნდი არაერთხელ დაგვდგომია მხარში გორში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დროს.
20 დეკემბერს 17:00 საათზე, გორში დაგეგმილია ხელოვნების სახლის მხარდამჭერთა შეხვედრა.
შეხვედრის შესახებ: https://shorturl.at/PXL1z
ამ სივრცეში მოწყობილი ჩვენი გამოფენის შესახებ: https://shorturl.at/uv6HP
For English scroll down
___________________
ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს.
ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას, აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან “მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება”.
ჩვენს საპასუხო წერილში ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ მორიგი აბსურდული მიზეზი დაასახელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად- ელექტროენერგიის განმხოლოება. ჩვენ გვქონდა ელექტროენერგიის საკითხის მოგვარების მცდელობა, თუმცა “ენერგო-პროსგან” მივიღეთ პასუხი, რომ ამ პროცესს მერიის თანხმობა ჭირდება. ასევე, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ელექტროენერგიის გამხოლოვების ვადა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა.
ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს “ხელოვნების სახლის” გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. გარდა ადამიანური რესურსისა გამოყენებული იყო ჩვენი საკუთარი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსები.
ხელოვნების სახლმა ამ პერიოდის მანძილზე ასობით ღონისძიებას უმასპინძლა, რაც მოიცავს გამოფენებს, ფესტივალებს, საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს, კინოჩვენებებს, სასწავლო კურსებს და ა.შ. ვიმუშავეთ 500-ზე მეტ არტისტთან და ყოველწლიურად ვმუშაობთ 1000-ზე მეტ ახალგაზრდასთან, რამაც ქალაქი აქცია კულტურის მნიშვნელოვან კერად.
ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!
ჩვენ არ ვეთანხმებით გორის მერიის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ სამართლებრივ დავას ხელოვნების სახლის გადასარჩენად! გავაგრძელებთ მუშაობას გორის ახალ იდენტობაზე, რომელიც გორს თანამედროვე ხელოვნების ქალაქად აქცევს!
______________
On November 16 we, the residents of Art House, opened a collaborative exhibition reflecting on the ongoing protests, featuring phrases used by protest participants throughout the history of independent Georgia.
Exactly five days after the installation’s opening, we received a letter from the Gori Municipality requesting the termination of the usufruct agreement that had been renewed two months earlier. The stated reason was absurd, claiming that the municipality needed the space of Art House because it "does not have any other suitable property."
After we responded with a letter refusing to terminate the agreement, Gori Municipality presented another absurd reason for termination—individual registration of electricity. We attempted to resolve the electricity issue; however, we were informed by “Energo-Pro” that the process requires municipal approval. Additionally, the agreement does not specify a deadline for electricity registration, meaning we have not violated the terms.
Art House is a space that was previously used as a public toilet and landfill. In 2016, the team of the Art House began cleaning the space and campaigning for its rehabilitation. Hundreds of local volunteers, as well as international and local organizations, including the EU Delegation to Georgia, were involved in this process. Besides human resources, our own and donor organizations’ financial resources were utilized.
Over the years, Art House has hosted hundreds of events, including exhibitions, festivals, public lectures, workshops, film screenings, educational courses, and more. We have collaborated with over 500 artists and annually engage with more than 1,000 young people, transforming the city into a significant cultural hub.
It is clear to us that this process represents an attempt to restrict freedom of speech, expression, and creative freedom, which should be guaranteed by the Constitution of Georgia!
We disagree with the decision of the Gori Municipality and intend to pursue legal action to save Art House! We will continue to work on Gori’s new identity, transforming the city into a centre of contemporary art!