საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia The National Trust of Georgia works to preserve and protect the unique cultural and natural heritage of Georgia for future generations.

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა შიო ოჩიაური, ხევსურეთში, სოფელ ახიელის უხუცესი და ზამთრის განმავლობაში იქ ერთადერთი მაცხო...
23/04/2026

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა შიო ოჩიაური, ხევსურეთში, სოფელ ახიელის უხუცესი და ზამთრის განმავლობაში იქ ერთადერთი მაცხოვრებელი.

არხოტში, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის დროს, საქართველოს ეროვნულ ფონდს და ჩვენს მოხალისეებს შიოლა ოჩიაურთან შეხვედრებისა და მასთან ძალიან საინტერესო საუბრების შესაძლებლობა გვქონდა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო.

მისი გაცნობით თითქოს მისტიკური ხეობის ხასიათს ეცნობოდი და შეიგრძნობდი... ისეთი უბრალო, სიტყვაძუნწი იყო. როდესაც პროექტის მონაწილეებთან შეხვედრა ვთხოვეთ, მე რა შესახვედრი ვარო, გვითხრა. დიდი თხოვნის შემდეგ, დაგვთანხმდა. ეს ფოტოებიც იმ დღესაა გადაღებული.

თვალებდახრილი, დინჯად გვიამბობდა ბევრ საინტერესო და ჩვენთვის უცნობ ამბავს. ყველა ვთანხმდებოდით, რომ თითოეულისთვის აღმოჩენა იყო. გაცნობისთანავე კრძალვა და უდიდესი პატივისცემა გეუფლებოდა ადამიანს.

სანატრელია ისეთი თავდადებული და სამშობლოზე შეყვარებული ქართველი, როგორიც არხოტიონი შიოლა იყო, გმირი მეციხოვნე საქართველოსი.

ვუასმძიმრებთ შიო ოჩიაურის ოჯახს, მთის ხალხსა და საქართველოს.

18/04/2026

დღეს 18 აპრილია - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე.

ეს დღე თითქმის ნახევარი საუკუნეა აღინიშნება. 1982 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ჩვენ გვჯერა, რომ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

თვალი გადავავლოთ საქართველოს ეროვნული ფონდის საქმიანობებს ბოლო 3 წლის განმავლობაში.

#მემკვიდრეობა #კულტურულიმემკვიდრეობა

↘️ გაეცანით ჩვენი და Orbis Bude • ორბის ბუდე-ს საინტერესო ტურს და შემოგვიერთდით
10/04/2026

↘️ გაეცანით ჩვენი და Orbis Bude • ორბის ბუდე-ს საინტერესო ტურს და შემოგვიერთდით

📣საქართველოს ეროვნული ფონდის თოჯინების სპექტაკლი “ხსნა”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოგვითხრობს, ხვა...
23/03/2026

📣საქართველოს ეროვნული ფონდის თოჯინების სპექტაკლი “ხსნა”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოგვითხრობს, ხვალ დასავლეთისკენ მიემგზავრება.

🌳სპექტაკლის ჩვენება ბაღდათში, სოფელ დიმში გაიმართება, სადაც დიმელი ქალები გვიმასპინძლებენ ✨
სპექტაკლზე დასწრება ყველას შეუძლია. დასაწყისი: 15:00-ზე.

🎎წარმოდგენის შემდეგ კი სკოლის ასაკის ბავშვებს ვთავაზობთ, ჩაერთონ სამუშაო პროცესში და საკუთარი ხელებით შექმნან ხალხური რეწვის ნიმუშებით შთაგონებული თოჯინა “ანგელოზი". ამ შეხვედრას გაუძღვება ტექსტილის მხატვარი და მეთოჯინე მანანა აბზიანიძე.

___

#მემკვიდრეობა #კულტურულიმემკვიდრეობა #თოჯინებისთეატრი Lili Pulariani

საქართველოს ეროვნული ფონდის სპექტაკლი "ხსნა" დიმელი ქალები-ს დაუმეგობრდა და იმერეთში მიემგზავრება ახალი მაყურებლების გას...
16/03/2026

საქართველოს ეროვნული ფონდის სპექტაკლი "ხსნა" დიმელი ქალები-ს დაუმეგობრდა და იმერეთში მიემგზავრება ახალი მაყურებლების გასაცნობად!

რა კარგად ჟღერს "თოჯინების სპექტაკლი დიმში", არა?

🏡თანაც, თუ სპექტაკლი ქართული მემკვიდრეობის, არქიტექტურის და ტრადიციების შენახვას ეხება და თანაბრად სასიამოვნო სანახაობაა დიდებისა და პატარებისთვის.

🧸 თოჯინების წარმოდგენის შემდეგ ბავშვებს საკუთარი ხელით შეუძლიათ შექმნან ხალხური რეწვის ნიმუშებით შთაგონებული თოჯინა “ანგელოზი".

🎪 ამ სანახაობაზე გელოდებით სამშაბათს, 24 მარტს, 3 საათზე ნინასოული-ში ყველას - დიდსა თუ პატარას, დიმიდან, ბაღდათიდან თუ მეზობელი სოფლებიდან.

🎟️ თოჯინების სპექტაკლი “ხსნა” საქართველოს ეროვნული ფონდის წარმოდგენაა და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია (უფასოა).

📍 პირველად ვინც გვსტუმრობთ: დიმი, მე-2 საბავშვო ბაღთან, ფულარიანების უბანი. მისამართი რუკაზე - https://maps.app.goo.gl/qgqpEV53yK9Sy2CN9

საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ, მარინე მიზანდარმა, 3 მარტს ევროპარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მ...
13/03/2026

საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ, მარინე მიზანდარმა, 3 მარტს ევროპარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ეძღვნებოდა კრიზისის დროს ქალების როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში. ღონისძიება გაიმართა Europa Nostra -სა და ALIPH Foundation -ის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში.

🔸 მარინე მიზანდარმა ისაუბრა კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევებზე საქართველოს დღევანდელ კონტექსტში. მან ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს განუყრელ კავშირს ადამიანის უფლებებთან, კარგი მმართველობის პრინციპებსა და სხვა დემოკრატიულ ფასეულობებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული საკანონმდებლო გარემო და საერთაშორისო თანამშრომლობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

--
At a public discussion held at the European Parliament in Brussels, organized by Europa Nostra and the international foundation ALIPH, chair of the National Trust of Georgia, Marine Mizandari addressed the challenges facing culture and cultural heritage in the current context of Georgia. She emphasized the close interconnection between the protection of cultural heritage, respect of human rights, the principles of good governance, and broader democratic values. She also noted that the current legislative environment, together with the reduction in international cooperation, creates additional threats for safeguarding the country’s rich cultural heritage.

-----

🔸ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში გაიმართა გამოფენა "ქალთა პორტრეტები - ქვებს მიღმა".   გამოფენაზე, რვ...
12/03/2026

🔸ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში გაიმართა გამოფენა "ქალთა პორტრეტები - ქვებს მიღმა". გამოფენაზე, რვა ქალის პორტრეტს შორის, წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარის, მარინე მიზანდარისა და მისი თანამშრომლების ფოტოებიც. ამ ნამუშევრების ავტორი ფოტოხელოვანი დარო სულაკაურია.

🔸ფოტოგამოფენა "ევროპა ნოსტრასა" და საერთაშორისო ფონდ ALIPH-ის ერთობლივი ინიციატივაა. მისი მიზანი იყო კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში ქალების როლის წარმოჩენა.

----

Europa Nostra ALIPH Foundation

გამოფენა და პანელური დისკუსია ბრიუსელში 📢 ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგ...
03/03/2026

გამოფენა და პანელური დისკუსია ბრიუსელში

📢 ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილ რვა ქალის პორტრეტს შორის იხილავთ საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარის, მარინე მიზანდარისა და მისი თანამშრომლების ფოტოებსაც. ამ ნამუშევრების ავტორი ფოტოხელოვანი დარო სულაკაურია.

🔸ფოტოგამოფენა "ქალთა პორტრეტები - ქვებს მიღმა" "ევროპა ნოსტრასა" და საერთაშორისო ფონდ ALIPH-ის ერთობლივი ინიციატივაა. მისი მიზანია, წარმოაჩინოს ქალების როლი კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში.


საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარე მარინე მიზანდარი 3 მარტს ევროპარლამენტში დაგეგმილი პანელური დისკუსიის მონაწილე ი...
01/03/2026

საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარე მარინე მიზანდარი 3 მარტს ევროპარლამენტში დაგეგმილი პანელური დისკუსიის მონაწილე იქნება. დისკუსია ეძღვნება კრიზისის დროს ქალების როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში. ღონისძიება იმართება Europa Nostra-სა და ALIPH-ის ფონდის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში.

პანელურ დისკუსიასთან ერთად, ბრიუსელში მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს სთავაზობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე რვა ქალის პორტრეტსა და ისტორიას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

მარინე მიზანდარი მსმენელს გაუზიარებს თავის გამოცდილებას საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების თაობაზე. Marine Mizandari

Last call to join us for our International Women’s Day panel on 3 March 2026!

Registration has been extended until Sunday, 1 March for our panel, co-organised with ALIPH Foundation and in partnership with the European Parliament, spotlighting the vital role of women safeguarding heritage in conflict and crisis, followed by a visit to “Portraits of Women — Beyond the Stones”.

🎟️ The event is free but capacity is limited!

🔗 Learn more & secure your spot now: https://www.europanostra.org/events/join-us-on-3-march-for-a-panel-discussion-and-outdoor-exhibition-celebrating-women-safeguarding-cultural-heritage-in-contexts-of-crisis/

📢 ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილ რვა ქალის პორტრეტს შორის იხილავთ სა...
27/02/2026

📢 ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილ რვა ქალის პორტრეტს შორის იხილავთ საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარის, მარინე მიზანდარისა და მისი თანამშრომლების ფოტოებსაც. ამ ნამუშევრების ავტორი ფოტოხელოვანი დარო სულაკაურია.

🔸ფოტოგამოფენა "ქალთა პორტრეტები - ქვებს მიღმა" "ევროპა ნოსტრასა" და საერთაშორისო ფონდ ALIPH-ის ერთობლივი ინიციატივაა. მისი მიზანია, წარმოაჩინოს ქალების როლი კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში.

🔹2026 წლის 2-დან 16 მარტამდე ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს შესთავაზებს იმ რვა ქალის პორტრეტსა და ისტორიას, ვინც "ხელშესახები პრაქტიკული პროექტები განახორციელა საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კონფლიქტით, კრიზისით ან კლიმატის ცვლილებით დაზარალებულ ქვეყნებში".

Europa Nostra ALIPH Foundation

📢 საქართველოს ეროვნული ფონდის სივრცეში ფუძნდება ახალი მუდმივმოქმედი სახელოსნო “რუსთაველის სახლი”, რომლის ფარგლებშიც განხ...
26/11/2025

📢 საქართველოს ეროვნული ფონდის სივრცეში ფუძნდება ახალი მუდმივმოქმედი სახელოსნო “რუსთაველის სახლი”, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პროექტი ბავშვებისთვის:

„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს”.

🔹„ვეფხისტყაოსნის“ ენა აღსაქმელად რთულია სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის. პოემის გააზრება, გათავისება მხოლოდ ზედაპირული შეხებით, თუნდაც, ერთი გადაკითხვით, თითქმის შეუძლებელია.

თუმცა, ჩვენ მიერ მიგნებული ხერხით, მოზარდებთან ურთიერთობა, მათ მიერ დახატული პერსონაჟების „გაცოცხლებით“, შემეცნებითი პროცესი სახალისო ხდება. ამგვარად, არქაული ნაწარმოები დღევანდელობას უბრუნდება.

🔹 ჩვენ ვთავაზობთ (ბავშვებს), ერთად შევქმნათ ფილმი „ვეფხისტაოსნის“ მიხედვით…

როგორ?

✅ ვკითხულობთ, ვსწავლობთ პოემის სტროფებს; ვხსნით მივიწყებულ სიტყვებს, ვფიქრობთ და ვსაუბრობთ გმირების ქცევაზე, ნაწარმოებში მოთხრობილ ამბებზე; ვხატავთ, ვასურათებთ... ასე ჩნდება ბავშვების თვალით დანახული თინათინი, ტარიელი, ნესტანი თუ ავთანდილი, ესა თუ ის სცენა...

პროექტის ავტორი და რეჟისორი ნოდარ ბეგიაშვილია, რომელიც თავის გუნდთან ერთად 2003 წლიდან მუშაობს აღნიშნულ პროექტზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან ერთად.

იხილეთ:
➡️ ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნახატებით დასურათებული და მათ მიერ წაკითხული სტროფებით შექმნილი ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“, ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=ISIIxavPrxY
➡️„ექსპედიციები საქართველოს კუთხეებში“, ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან:
https://youtu.be/GJbF6LhjKFw
➡️ვებგვერდი: www.utvalavi.ge

🔹 საწყის ეტაპზე, კურსში მონაწილეობა ბავშვებისთვის იქნება უფასო

🔹 პროექტი განკუთვნილია 6 - 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

🔹 პირველი შეხვედრა ჩატარდება ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე
მეფე სოლომონ ბრძენის #33-ში.

#რუსთაველისსახლი #ვეფხისტყაოსანი #რუსთაველი

Address

მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა 33
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia:

Share