25/07/2024
⛔️⚠️მნიშვნელოვანი პოსტია და გთხოვთ ყველას რომ გააზიაროთ! ელენეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🙂თუ დიდი ხანია ჩვენს ჯგუფს და ორგანიზაციას ადევნებთ თვალს გეცოდინებათ, რომ ელენე მართასთან ერთად იწვა იაშვილის კლინიკაში. ეს სუპერ გოგო უკვე 5 წელია იბრძვის სიცოცხლისთვის და ყოველ დღე ამ ციცქნა სიფრიფანა გოგოს უწევს ლეიკემიის დანატოვარ მონსტრებთან გამკლავება. მისი ცხოვრების ხარისხი არის დაბალი და ამის ერთადერთი მიზეზი არის ამ ქვეყანაში მოშლილი ჯანდაცვის სისტემა!!!
🥲ელენეს ბოლო პერიოდში (ყველა სხვა გართულებებთან ერთად) დაეწყო საყლაპავის პრობლემები - უჭირს ყლაპვა და შესაბამისად ვერ იკვებება. თვეზე მეტ პერიოდში ბავშვი სვამდა მხოლოდ კაკაოს, რადვან ვერ ახერხებდა თხევადი და დაბლენდერებული საკვების მიღებასაც კი. ძალიან დაიკლო წონაში... სასწრაფოდ გახდა წასაყვანი თურქეთში.
🫠ალბათ გაინტერესებთ რატომ საქართველო არ განიხილება? - იმიტომ, რომ საქართველოში უკვე თავად ექიმები დიდი ხანია ეუბნებიან რომ ვერ უმკურნალებენ მის ვერცერთ გართულებას. ფორმა 100-შიც კი უწერია სიტყვა სიტყვით რომ ვერ მოხერხდება ამ ბავშვის საქართველოში მკურნალობა, რადგან ამის არც ცოდნაა, არც ინფრასტრუქტურა და არც ადამიანური რესურსი.
😶მეორე პრობლემა მის ისტორიაში არის ის, რომ ახალი დაფინანსების პროგრამაში ელენე ვერ ჩაერთო!!! ყველა კლინიკამ თურქეთში და ისრაელში, რომლებიც ემსახურებიან საქართველოდან წასულ ონკოპაციენტ ბავშვებს განაცხადა უარი ელენეს მიღებაზე! რატომ? იმიტომ რომ ელენეს უდიდესი გზა აქვს უკვე გავლილი ერთ კონკრეტულ კლინიკაში და ყველამ განაცხადა ერთხმად რომ ბავშვმა ისევ იმავე ექიმთან და კლინიკაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა!
შედეგად ელენე ვერ დააფინანსა სოლიდარობის ფონდმა! ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი
🙄თურქეთში გახდა სასწრაფოდ წასაყვანი მეთქი დავწერე და რა თქმა უნდა კლინიკიდან გამოაგზავნეს სავარაუდო ინვოისი, რომელშიც შეყვანილი იყო მთელი რიგი კვლევები და სასტუმროს ხარჯი. შეიტანა ელენეს დედამ, ბელამ, ეს საბუთები დაფინანსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში. რამდენი იწვალა და რამდენი ატარეს ლაგოდეხიდან თბილისში წინ და უკან აბსურდული ბიუროკრატიისთვის ამას აღარ დავწერ. მოვიდა პასუხი - სრული დაფინანსება - ინვოისში მითითებული თანხა $3000 სრულად დაფინანსდა! გახარებული ბელა და ელენე წავიდნენ თურქეთში...
მაგრამ თურმე სად ხარ... ამ მართლა ჩალით დაფარულ ქვეყანაში სიურპრიზები არასდროს ილევა..
😞ბავშვმა გაიკეთა კვლევები, აქვს მძიმე მდგომარეობა. გაკეთდა ენდოსკოპია, ამჟამად ესაჭიროება საყლაპავის გაგანიერების პროცედურა... რა თქმა უნდა ხარჯები გაიზარდა... ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა კლინიკას და ეუბნება რომ ამ $3000-ში გათვალისწინებულ სასტუმროს ხარჯს ვეღარ დაფარავს და ვერ ჩარიცხავს ამ თანხის ნაწილს!!!! დაახლოებით 2500 ლარი გამოდიოდა ჯამში სასტუმროს ხარჯი და ჯანდაცვა აცხადებს უარს ამ თანხის გადახდაზე მაშინ, როცა დაფინანსების ფურცელი უკვე გაცემულია!!!!
‼️პოსტს ვდებ ორი მიზნით:
🔴 ელენეს კვლავ უნდა აუგროვდეს თანხა რომ უფულობის გამო უკან არ დააბრუნონ ბავშვი იქ, სადაც მას ხელს ვერ კიდებენ... ვერ მკურნალობენ. ეს კი რას ნიშნავს ყველა მიხვდება. კლინიკაში დავალიანება 4000 ლირას აღწევს.. ეს თანხა გაიზრდება მკურნალობის პარალელურად.
🔴მინდა ჯანდაცვის სამინისტრომ ბელას, ელენეს დედას გასცეს პასუხი რატომ იქმნება პრობლემა იქ სადაც არ უნდა იქმნებოდეს. რატომ ხდება უარის თქმა უკვე გაცემულ დაფინანსებაზე. რა ხდება?
ელენეს ვერ შველის საქართველო მაგრამ საკუთარი ქვეყანა არც სხვაგან ეხმარება. ამოცანა გვეკითხება - რა ქნას ამ დროს დედამ? 😑
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund
ბე ლა