Georgian National Wushu Federation / საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian National Wushu Federation / საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია

Georgian National Wushu Federation / საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია Georgian National Wushu Federation. History
The Federation was established by the initiative of Xuan Zhao Shan in 1989.

(Chinese Martial Arts) 武术运动

The Georgian National Wushu Federation is recognized by the Georgian National Olympic Committee as the only legitimate organization in this type of sport in Georgia🇬🇪 Mission
The Georgian National Wushu Federation develops wushu throughout Georgia, enriching people’s lives physically and mentally, and promoting friendship and understanding, between all people through t

he spirit of sport. The Georgian National Wushu Federation became a member of the International Wushu Federation in 1996, and in 2006 - an authorized representative of the European Wushu and Kung-Fu Federation.

ჩვენი საერთაშორისო მსაჯი ბატონი ლაშა სუმბულაშვილი 29 მაისიდან 4 ივნისამდე პორდენონეში (იტალია) იმყოფება საერთაშორისო სამ...
29/05/2026

ჩვენი საერთაშორისო მსაჯი ბატონი ლაშა სუმბულაშვილი 29 მაისიდან 4 ივნისამდე პორდენონეში (იტალია) იმყოფება საერთაშორისო სამსაჯო სემინარზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სემინარი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებებს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი პროფესიული განვითარების პროცესში.

ვუსურვებთ ბატონ ლაშას წარმატებებს და ღირსეულ შედეგებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში.

ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირის მედლები. 30ივლისი-4აგვისტო.​​Medals of the Batumi Open International Wushu Tourna...
21/05/2026

ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირის მედლები. 30ივლისი-4აგვისტო.​​Medals of the Batumi Open International Wushu Tournament. July 30 - August 4.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ისტორიული წარმატება ლიონში!ევროპის უშუ კუნგფუს მე-20 ჩემპიონატი — ლიონი, საფრანგეთი...
10/05/2026

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ისტორიული წარმატება ლიონში!
ევროპის უშუ კუნგფუს მე-20 ჩემპიონატი — ლიონი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა 26 ქვეყნის 590 სპორტსმენი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოუდგენლად წარმატებით გამოვიდა 24 სპორტსმენით და დაიმსახურა:

🥇 12 ოქრო 🥈 6 ვერცხლი 🥉 23 ბრინჯაო
ტაოლუს დისციპლინა — მედალოსნები
🥇🥇🥈🥉 ბარბარე ღაჭავა — 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
🥇🥇🥉 მაკა გაბესკრია — 2 ოქრო, 1 ბრინჯაო
🥇🥇🥉 მათე კორთხონჯია — 2 ოქრო, 1 ბრინჯაო
🥇 ლაშა სუმბულაშვილი — 1 ოქრო
🥉🥉 სოფიკო აფხაზავა — 2 ბრინჯაო
🥉🥉 ნიკოლოზ ნუცუბიძე — 2 ბრინჯაო
🥉🥉 ნია ჩხაიძე — 2 ბრინჯაო
🥉 გვანცა ქარჩავა — 1 ბრინჯაო
🥉 მარიამ არზიანი — 1 ბრინჯაო
🥈 🥉 საბა ედილაშვილი — ერთი ვერცხლი,1 ბრინჯაო
🥉 🥉 გიორგი ონიანი — 2 ბრინჯაო
🥉 🥉 გიორგი გერმანოზაშვილი — 2 ბრინჯაო

სანდა / ლაით-სანდა / ტუიშოუ — მედალოსნები
🥇🥇 ალექსანდრე კუჭავა — 2 ოქრო
🥇🥈 ლუკა პაპავა — 1 ოქრო, 1 ვერცხლი
🥇🥈 ნიკოლას მასხულია — 1 ოქრო, 1 ვერცხლი
🥇 ნიკოლოზ გურესაშვილი — 1 ოქრო
🥈 სერგო ალფაიძე — 1 ვერცხლი
🥈 ოთიკო ხურცილავა — 1 ვერცხლი
🥉 თორნიკე ნანიკაშვილი — 1 ბრინჯაო
🥉🥉 მარიამ ნოდია — 2 ბრინჯაო
🥉 გიორგი ბარბაქაძე — 1 ბრინჯაო
🥉 გაბრიელ ქევანიშვილი — 1 ბრინჯაო
🥉 დავით ნაზაროვი — 1 ბრინჯაო
🥉 ნიკა ბაღიშვილი — 1 ბრინჯაო
🙏 მადლობა და დაფასება
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:
👊 ნაკრების მთავარ და პირად მწვრთნელებს — თქვენი დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმი არის ამ წარმატების საფუძველი. მადლობა გუნდის ექიმს, მანანა საურს.
💼 საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიას — ფინანსური მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.
✈️ ნაკრები საქართველოში ბრუნდება
📅 11 მაისი ⏰ 20:15 საათი
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს და მთელ ქვეყანას — საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ ამაყად აფრიალდა ევროპაში!

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი  ლიონში (საფრანგეთი)  ევროპის უშუ კუნგფუს მე-20 ჩემპიონატზე მიემგზავრ...
05/05/2026

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი ლიონში (საფრანგეთი) ევროპის უშუ კუნგფუს მე-20 ჩემპიონატზე მიემგზავრება.
The national team of the Wushu National Federation of Georgia is departing for Lyon, France, for the 20th European Wushu Kungfu Championships

წარმატება მსოფლიო ასპარეზზე! 🇬🇪​მოხარული ვართ გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს ტაიძის (Taiji) ნაკრები ბულგა...
29/04/2026

წარმატება მსოფლიო ასპარეზზე! 🇬🇪
​მოხარული ვართ გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს ტაიძის (Taiji) ნაკრები ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, მსოფლიოს ტაიძი ცუანის მე-5 ჩემპიონატზე ასპარეზობს. ტურნირი მასშტაბურია და მასში 44 ქვეყნის 400-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს.
​ჩვენმა გუნდმა უკვე მოიპოვა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები:
• ​🥇🏅🥉 მაკა გაბესკირია —ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი;
• ​🥉🥉 ლაშა სუმბულაშვილი — ორი ბრინჯაოს მედალი. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ვასილ დუნდუა.
​ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ამ დიდ წარმატებას!
​წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ჩვენი ნაკრები 30 აპრილს დაბრუნდება საქართველოში.
​Success on the World Stage! 🇬🇪
​We are thrilled to share some exciting news: the Georgian National Taiji Team is competing in the 5th World Taijiquan Championships held in Burgas, Bulgaria. This is a massive event, featuring nearly 400 top athletes from 44 countries.
​Our team has already secured its first major victories:
​🥇🏅🥉 Maka Gabeskiria — Two Gold and one Bronze medal;
​🥉🥉 Lasha Sumbulashvili — Two Bronze medals.
​The delegation was headed by Vasil Dundua.
​Congratulations to our athletes on this great achievement! We wish the national team continued success!
​The team will return to Georgia on April 30th.

ავთანდილ ჯიშიაშვილი პირველი ქართველი საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯა. მან ჩემპიონატის მთავარი მ...
02/04/2026

ავთანდილ ჯიშიაშვილი პირველი ქართველი საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯა. მან ჩემპიონატის მთავარი მსაჯისაგან საუკეთესო მსაჯობისათვის დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი ა/წ 21-24 აპრილს მიწვეულია ალმაატაში საერთაშორისო ტურნირზე. ხოლო 5-11 მაისს საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. წარმატებები ვუსურვოთ ავთანდილს.

გილოცავთ.... არის ოლიმპიური ლიცენზია.  გვანცა ქარჩავამ მოიპოვა ლიცენზია სენეგალში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზ...
01/04/2026

გილოცავთ.... არის ოლიმპიური ლიცენზია. გვანცა ქარჩავამ მოიპოვა ლიცენზია სენეგალში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. იგი არჩეულია მსოფლიოს 12 საუკეთესო გოგონათა შორის. ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და ფედერაციისათვის. პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, წინ ბევრი სამუშაოა.

პირველი ბრძოლა მოგებულია. ოთიკო ხურცილავამ დაამარცხა თურქმენეთის სპორტსმენი.
27/03/2026

პირველი ბრძოლა მოგებულია. ოთიკო ხურცილავამ დაამარცხა თურქმენეთის სპორტსმენი.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი მიემგზავრება მსოფლიოს უშუს მე-10 ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც გაი...
21/03/2026

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი მიემგზავრება მსოფლიოს უშუს მე-10 ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ტიანძინში (ჩინეთი). წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 12-15 მარტს,...
16/03/2026

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 12-15 მარტს, თბილისის „ტანვარჯიშის არენამ“ წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას – სუიენ ჭაო შანის სახელობის საქართველოს უშუს მე-10 თასის გათამაშებას უმასპინძლა.
ტურნირში, რომელიც უშუ-ტაოლუსა და უშუ-სანდაში გაიმართა, საქართველოს 11 რეგიონისა და ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარტვილი, სართიჭალა, დედოფლისწყარო, მარნეული, წალკა, საგარეჯო, დუშეთი) 217 სპორტსმენი მონაწილეობდა.
 კონტაქტურ სანდაში მონაწილეები გადანაწილდნენ 6-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში (ბავშვები, კადეტები, ახალგაზრდები და უფროსები).
 სპორტულ ტაოლუში მონაწილეებმა წარმოადგინეს საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსები უიარაღო და იარაღიან სტილებში (6-8 წელი - ფორმა 16, 9-11 წელი - ფორმა 32, 12-14 წელი - I საერთაშორისო ტაოლუ, 15-18 წელი - III საერთაშორისო ტაოლუ, 18-35 წელი: ინდივიდუალური კომპლექსები (სპორტსმენის მიერ შერჩეული პროგრამა));
 ტრადიციულ ტაოლუში ასაკობრივი დიაპაზონი მოიცავდა ჯგუფებს 8 წლამდე ბავშვებიდან 60 წელს გადაცილებულ ვეტერანებამდე, რომლებმაც, სპორტული პროგრამის მსგავსად წარმოადგინეს ტრადიციული ტაოლუს საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსები უიარაღო და იარაღიან სტილებში.
გუნდური შედეგები:
ტაოლუ
ტაოლუშითასი ზედიზედ მესამედ თბილისის გუნდმა მოიპოვა. საერთო გუნდური რეიტინგი ასე გადანაწილდა:
 თბილისი: 338 ქულა (37 ოქრო, 11 ვერცხლი, 8 ბრინჯაო);
 ფოთი: 243 ქულა (22 ოქრო, 13 ვერცხლი, 8 ბრინჯაო);
 ქუთაისი : 82 ქულა (4 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო);
 ბათუმი: 46 ქულა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
სანდა
კონტაქტურ სანდაში წლევანდელი თასი მარტვილის გუნდმა დაიმსახურა, რამაც მათ ისტორიაში პირველი გუნდური გამარჯვება მოუტანა. გასულ წლებში გარდამავალი თასის მფლობელი დედოფლისწყაროს გუნდი იყო.
სანდას საერთო ჩათვლა ქულებისა და მედლების მიხედვით:
 მარტვილი: 151 ქულა (10 ოქრო, 11 ვერცხლი, 8 ბრინჯაო);
 თბილისი: 141 ქულა (8 ოქრო, 13 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)
 დედოფლისწყარო: 110 ქულა (9 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო);
 წალკა: 55 ქულა (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო);
 ქუთაისი: 46 ქულა (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო);
 მარნეული: 32 ქულა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო);
 დუშეთი: 27 ქულა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო);
 სართიჭალა: 15 ქულა (0 ოქრო, 3 ვერცხლი, 0 ბრინჯაო);
 საგარეჯო: 13 ქულა (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 0 ბრინჯაო).
მადლობა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს გაწეული მუშაობისათვის.

Address

V-Fshavela Avenue VI Blog. N20/22
Tbilisi
0160

Telephone

+995599946079

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian National Wushu Federation / საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share