ჰოსპისი • ფერისცვალება

Call Directions Website Contact the organization

ჰოსპისი • ფერისცვალება იზრუნე ჩვენთან ერთად

🟨 საქართველოს ბანკი

🟨 თიბისი ბანკი

🟨 ბაზის ბანკი

ჰოსპისი ფერისცვალება საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფს უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების პალიატიურ მოვლას ბინასა და ჰოსპისში.

ჰოსპისის საბანკო რეკვიზიტებია:
GE86TB7159036080100005

GE77BS0000000021436068

მიმღები: ჰოსპისი ფერისცვალება

გასაუბრება შედგება - 9 ნოემბერს.მისამართი: ურბნისის 7, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიატელეფონი: +995577224423
04/11/2026

გასაუბრება შედგება - 9 ნოემბერს.

მისამართი: ურბნისის 7, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია

ტელეფონი: +995577224423

☀️„ბედნიერი ვარ, როცა ქალბატონი ნატო მოდის და ჩემს დილას მზესავით ანათებს.“ - გვეუბნება კლარა ზურაბიშვილი, ჰოსპისის ბენეფიციარი.

თუ გსურთ, თქვენი ყოველდღიური შრომით ადამიანებს სიხარული მოუტანოთ და გახდეთ ის, ვისაც მოუთმენლად ელოდებიან, შემოგვიერთდით - ჰოსპისში მოწყალების დის პოზიციაზე ვეძებთ თანამშრომელს.

გასაუბრება შედგება - 9 ნოემბერს.

მისამართი: ურბნისის 7, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია

ტელეფონი: +995577224423

☀️„ბედნიერი ვარ, როცა ქალბატონი ნატო მოდის და ჩემს დილას მზესავით ანათებს.“ - გვეუბნება კლარა ზურაბიშვილი, ჰოსპისის ბენე...
30/10/2026

☀️„ბედნიერი ვარ, როცა ქალბატონი ნატო მოდის და ჩემს დილას მზესავით ანათებს.“ - გვეუბნება კლარა ზურაბიშვილი, ჰოსპისის ბენეფიციარი.

თუ გსურთ, თქვენი ყოველდღიური შრომით ადამიანებს სიხარული მოუტანოთ და გახდეთ ის, ვისაც მოუთმენლად ელოდებიან, შემოგვიერთდით - ჰოსპისში მოწყალების დის პოზიციაზე ვეძებთ თანამშრომელს.

გასაუბრება შედგება - 9 ნოემბერს.

მისამართი: ურბნისის 7, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია

ტელეფონი: +995577224423

💛 ჩვენს ბენეფიციარს და მის 90 წლის დედას ისევ სჭირდება ჩვენი დახმარებასამშაბათს  კვლავ ვგეგმავთ მათთან ჰიგიენური პროცედუ...
12/10/2026

💛 ჩვენს ბენეფიციარს და მის 90 წლის დედას ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება

სამშაბათს კვლავ ვგეგმავთ მათთან ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას, სახლის, ინვენტარის შეწამვლას და საცხოვრებლის დალაგებას.

ამისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად ვაგროვებთ თანხას და ყველას, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ფინანსურ დახმარებას.

💛 გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: „ბენეფიციარის ჰიგიენა“.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის!

საქართველოს ბანკი:



თიბისი ბანკი

✨
09/10/2026

✨

ადამიანი სულ ერთხელ იბადება დედამიწაზე. ჩვენ რომ ვიფიქროთ, ყველაზე დიდი ფასეულობა რა არის ამქვეყნად, ყველაზე დიდი ფასი რას აქვს დედამიწაზე, - იცოდეთ, რომ პასუხი ერთია - ეს არის ადამიანი!

რაც რამ ყველაზე დიდი საუნჯე არსებობს, მთელი ქვეყნიერების სიმდიდრე რომ შევკრიბოთ ერთად, ერთ ცალკე პიროვნებად, ერთ ადამიანად არ ღირს ეს ყოველივე! ადამიანი მოვიდა ღვთის განგებით, იცოცხლა 70 თუ 80 წელი, - ან მეტი, ან ნაკლები - და მიდის, მიდის მარადიულ საცხოვრებელში, მარადიულ სამყაროში. ამას ამიტომ ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვებრალებოდეს გაჭირვებული ადამიანი; არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შენ თვითონ გაგიჭირდეს და როგორც შენ წყალობ სხვას, ისე დაგეხმარებიან სხვებიც. ვინც მოწყალებას გასცემს, ღმერთი მას შეიწყალებს. ხელი გამცემი არასდროს რჩება ცარიელი, მას მუდამ აძლევს უფალი დახმარებას.

პატრიარქი ილია მეორე

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. 👵👴„ჰოსპისი ფერისცვალება“ ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც  ჩვენი მხარდაჭერა გან...
01/10/2026

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. 👵👴

„ჰოსპისი ფერისცვალება“ ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

გვჯერა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მათი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალოს. 💛

💠 საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი


თიბისი ბანკი


ბაზის ბანკი

ამ კვირაში, ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება”-ს  Neba • ნება მოხალისეებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობ...
30/09/2026

ამ კვირაში, ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება”-ს Neba • ნება მოხალისეებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით, ჩვენი რამდენიმე ბენეფიციარის ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შევცვალეთ.

🤝 ახალგაზრდების მხარდაჭერით ერთ-ერთი ბენეფიციარი საავადმყოფოში წავიყვანეთ;
🛁 ერთ-ერთ მათგანს დავეხმარეთ დაბანასა და მოწესრიგებაში;
🛏️ კიდევ ერთ ბენეფიციარს ახალი საწოლი მივუტანეთ და სახლის დალაგებაში დავეხმარეთ.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ ადამიანების ერთმანეთის გვერდით დგომით გახდა შესაძლებელი.

„ჰოსპისი ფერისცვალება“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“-ს მოხალისეებსა და კონსულტანტებს თანადგომისა და გაწეული შრომისთვის. მადლობა ასევე თითოეულ ადამიანს, ვინც ფინანსურად ჩაერთო ამ საქმეში, შემოგვწირა თანხა ან ბენეფიციარებისთვის საჭირო ნივთები.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა გაგრძელდება და მომავალშიც შევძლებთ კიდევ არაერთ ადამიანს დავეხმაროთ. 💛

დილა მშვიდობის❤️ერთკაციანი საწოლიხომ არ გაქვთ ვინმეს, რომ შემოსწიროთ ჩვენს პაციენტს? ❤️
29/09/2026

დილა მშვიდობის❤️ერთკაციანი საწოლი
ხომ არ გაქვთ ვინმეს, რომ შემოსწიროთ ჩვენს პაციენტს? ❤️

✨ფერისცვალების დედათა მონასტერში ჩვენი ჰოსპისის ბენეფიციარის, მაია მარუაშვილის წიგნის  „სა-ვალი კარი-ბჭემდე“ - წარდგენა ...
28/09/2026

✨ფერისცვალების დედათა მონასტერში ჩვენი ჰოსპისის ბენეფიციარის, მაია მარუაშვილის წიგნის „სა-ვალი კარი-ბჭემდე“ - წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას მაიას მეგობრები, ახლობლები და ჰოსპისი ფერისცვალების მოწყალების დები დაესწრნენ.

მაია მარუაშვილი უკვე ორი წელია ჩვენი პაციენტია. ის ათწლეულებია მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა ამ რთულ გზაზე არ შეუწყვეტია წერა, ფიქრი და საკუთარი სათქმელის მკითხველამდე მიტანა.

ვულოცავთ მაიას წიგნის გამოცემას და ბევრ მკითხველს ვუსურვებთ. ❤️

25/09/2026

‼️მოგესალმებით ჰოსპისის მეგობრებო, ასე გვიან გაწუხებთ გადაუდებელი დახმარების თხოვნით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცს და მის 90 წლის დედას, რომელსაც დემენცია აქვს, სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი დახმარება.
დედა-შვილის სახლში გაჩნდნენ ბაღლინჯოები, რომლებმაც დაკბინეს ისინი. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სახლის დეზინფექცია და დედა-შვილსაც უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი პროცედურები.

ვაგროვებთ 1300 ლარს დეზინფექციის და ჰიგიენური საჭიროებებისთვის.

ასევე, თუ შეგიძლიათ, შემოგვწიროთ 2 ლეიბი, 2 საბანი, 2 ბალიში, 2 თბილი პლედი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მამაკაცის ზომა - L, ფეხის ზომა - 43, ქალბატონის ზომა - M, ფეხის ზომა - 39.

თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს!

საქართველოს ბანკი:



თიბისი ბანკი

Address

ურბნისის ქ. 7
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჰოსპისი • ფერისცვალება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჰოსპისი • ფერისცვალება:

Shortcuts

Share