საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association გარემო, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობები რეალიზებული და აღიარებულია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ დაფუძნდა მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულის მიერ 2017 წლის 16 იანვარს.

ასოციაციის ხედვაა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს ღირსეულ, თანაბარუფლებიან გარემოში, სადაც მისი შესაძლებლობები აღიარებული და რეალიზებულია.

ასოციაციის მისიაა ადამიანს დაუნის სინდრომით შეუქმნას თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული, ღირსეული გა

რემო.

ასოციაცია მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულყოფილი ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მათი ოჯახების გაძლიერებით, საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების ადვოკატირებით, დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერითა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია აღიარებს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, პატივს სცემს პიროვნების ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას. Community Organization “Georgian Down Syndrome Association” was founded on January 16, 2017 by leader parents and an adult with Down Syndrome. The association's vision for people with Down Syndrome is to live in dignity, in an equitable environment, where person's capabilities are recognized and realized. The mission of the association is to create a dignified environment based on equal rights for people with Down Syndrome. The Association constantly strives to ensure the full inclusion and participation of people with Down Syndrome in their public lives, to Empower their families, to advocate for needs-tailored services, to support independent living and to raise public awareness. The Down Syndrome Association of Georgia recognizes the principle of equality and human rights recognized by international organizations, respects the individuality and uniqueness of the personality.

22/04/2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია - რას ითხოვენ მშობლები და რა პასუხი აქვს სახელწმიფოს? / სტუმრად რადიო პალიტრაში ⬇️

21/04/2026

გადაუდებელი დახმარების ტრენინგს ატარებენ პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები

📣 საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მიმართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და პასუხი...
19/04/2026

📣 საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მიმართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და პასუხისმგებელ უწყებებს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-ს, რათა დაუყოვნებლივ და ეფექტიანად უზრუნველყონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსეული ცხოვრების დაცვა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის მძიმე, პროგრესირებადი გენეტიკური დაავადება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს და მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, თანამედროვე მკურნალობასა და უწყვეტ, კომპლექსურ მხარდაჭერას.
ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები მკაფიოდ არის გარანტირებული როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოთი:

🖇️ გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-10 მუხლი (სიცოცხლის უფლება) და 25-ე მუხლი (ჯანმრთელობის უფლება) ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს შშმ პირთათვის სიცოცხლის ეფექტიანი დაცვა და ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტის მიღწევა, დისკრიმინაციის გარეშე;

🖇️ საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ (მუხლები 7, 9,10 და 15) განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს თანასწორობა, ჯანმრთელობის დაცვა და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა;

🖇️ საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 10 – სიცოცხლის უფლება; მუხლი 11 – თანასწორობის უფლება; მუხლი 28 – ჯანმრთელობის დაცვის უფლება) უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმები ქმნის მკაფიო ვალდებულებას, რომელიც არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ კონტექსტზე და მოითხოვს დაუყოვნებელ და რეალურ ქმედებებს.

❗️ ამასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ:
• დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დროული და სისტემური დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას;
• თანამედროვე, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტებისა და თერაპიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
• რეაბილიტაციისა და მხარდამჭერი სერვისების გაფართოებას;
• პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას;
• გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პაციენტებისა და მათი ოჯახების ჩართულობას.
შშმ ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას და მათი დაცვა არის სახელმწიფოს უშუალო ვალდებულება.

🔻 მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, იმოქმედონ აღნიშნული ვალდებულებების შესაბამისად და უზრუნველყონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სიცოცხლისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა.

მარტის კამპანიის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიასთან დაკავშირებით, 7 აპრილს გაიმართა საქართველოს დაუნი...
14/04/2026

მარტის კამპანიის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიასთან დაკავშირებით, 7 აპრილს გაიმართა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის / ბაბალესა და SOCAR MGO-ს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც სრულად მხარდაჭერილი იყო SOCAR MGO-ს მიერ 🥰

ღონისძიება მოიცავდა თვითადვოკატების გამოსვლებს, მონაწილეთა შორის გაცნობით აქტივობებს, ბაბალეს გამოფენა-გაყიდვასა და შემოქმედებით ვორქშოფს. ამ დღემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობას ინკლუზიური გარემოს შექმნის პროცესში.

გულწრფელ მადლობას ვუხდით SOCAR MGO-ს ინიციატივისა და ბაბალეს პროგრამის მხარდასაჭერისათვის 🧡💛

08/04/2026
👥 მხარდაჭერილი გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს, რომ ადამიანს ეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში, თუმცა გადაწყვეტილებას თავ...
03/04/2026

👥 მხარდაჭერილი გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს, რომ ადამიანს ეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში, თუმცა გადაწყვეტილებას თავად იღებს. ეს მიდგომა აძლიერებს დამოუკიდებლობას, თვითგამოხატვასა და ადამიანის ღირსებას.

👉 ვიდეოში იხილავთ თვითადვოკატს, მარიამ ბერიკელაშვილს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს სხვა კოლეგებთან ერთად.

📢 თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ ცხოვრებაზე.

People make decisions everyday. And before they do so they often ask their friends and family, their colleagues or even strangers to support them in that, by...

2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა 📣➡️ ამ დღის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუ...
02/04/2026

2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა 📣

➡️ ამ დღის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლე...
01/04/2026

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან 🌎

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ბიზნესების როლზე სოციალური გავლენის ჩამოყალიბებაში, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ინკლუზიური გარემო და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისებსა და რესურსებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, იმ გზებს, რომლებიც ინდივიდუალური და კორპორატიული მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მუდმივ პარტნიორს Hilton Batumi-ს მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის 🥰

🤝მეგობრობა სოციალური პასუხისმგებლობაა!ჩვენი კამპანია მეგობრობასა და ერთიანობაზეა აგებული. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლ...
23/03/2026

🤝მეგობრობა სოციალური პასუხისმგებლობაა!

ჩვენი კამპანია მეგობრობასა და ერთიანობაზეა აგებული.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გარემო უკეთესი, მეტად ინკლუზიური და თანასწორი გავხადოთ.

ამ მიზნისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა კომპანიებსაც შეუძლიათ.

როგორ?

კამპანიის ფარგლებში ბიზნესი შესაძლოა იქცეს:

✨ უკეთეს მომავალზე მზრუნველ პარტნიორად.
✨ სოციალური ინიციატივების გულშემატკივრად
✨ საზოგადოებისა და მისი კეთილდღეობის ერთგულ მეგობრად

💙 ძალიან მალე ჩვენს მეგობარ კომპანიებსაც გაგაცნობთ.

ისინი გახდებიან მაგალითი იმისა,თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და საზოგადოებამ ერთად შექმნან პოზიტიური ცვლილება.

23/03/2026

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფილო დღე ⤵️

21/03/2026

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. 2026 წლის მთავარი გზავნილი — „Together Against Loneliness“ (ერთად მარტოობის წინააღმდეგ) — მოგვ.....

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 🧡💛თუ დღეს ფერად წინდებს ატარებ - გვიყვარხარ 🧦თუ ამ პოსტს აზიარებ - მადლობა💛და თუ დღე...
21/03/2026

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 🧡💛

თუ დღეს ფერად წინდებს ატარებ - გვიყვარხარ 🧦
თუ ამ პოსტს აზიარებ - მადლობა💛
და თუ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ რაიმე ახალს სწავლობ - შენ უკვე ჩვენი მხარდამჭერი ხარ 🫂

წელს ჩვენ გვინდა გავაგონოთ ყველას ხმა საერთო გზავნილით - ,,ერთად მარტოობის წინააღმდეგ" 👥

და ვიცით, რა სჭირდება თითოეულ ადამიანს, რომ ჰქონდეს კავშირი საზოგადოებასთან და არ იგრძნოს თავი მარტო:

🔸 ნამდვილი ინკლუზია - არა მხოლოდ ყოფნა, არამედ სრულფასოვანი მონაწილეობა.

🔸 მხარდამჭერი გარემო - სადაც თითოეული ადამიანი დაფასებულია, აღიარებულია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

🔸 გულწრფელი ურთიერთობები - ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი კავშირი.

Address

36 Simon Chikovani Str
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995522221921

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია • Georgian Down Syndrome Association:

Share