თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, თავისუფალი მეწარმეობის გაძლიერება და მხარდაჭერა

11/11/2026

🎙️ სიღარიბის დასაძლევად და ბიზნესის გასაძლიერებლად, სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს - ნოდარ სირბილაძე

06/11/2026

ფასების ზრდა შეგვიძლია ყველას და ყველაფერს დავაბრალოთ, თუმცა მასზე რეალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ უწყებას ეკისრება — ეროვნულ ბანკს! — პაატა ბაირახტარი

📍 საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის,  სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციათ...
05/11/2026

📍 საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა.

ასოციაცია უკვე თვეზე მეტია სხვადასხვა ფორმატში მოსახლეობას აწვდის ინფორმაცისა და დეტალურ გაანგარიშებებს იმასთან დაკავშირებით თუ რა დადებით შედეგს მოუტანს საზოგადოებას საწვავზე აქციზის განაკვეთის განახევრება. ასოციაციის მთავარი მიზანია, არა სპეკულაცია, არამედ შედეგზე ორიენტირებული, რეალურად ღირებული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 25 თეთრამდე შევამციროთ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მოგვცემს მოსახლეობას უფრო მეტი ფული დავუტოვოთ ჯიბეში, ამასთან მოცემული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის საწვავის ფასიდან გამომდინარე არსებული წნეხის შემცირებასაც.

ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის დროებითი განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, დანაკლისის დაკომპესირება შესაძლებელია.

მოცემულ პოლიტიკას უკვე ატარებს არაერთი ევროპული ქვეყანა. მაგალითისთვის, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო შეღავათებით, სექტემბერში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 17 ცენტით შემცირდა. ესპანეთმა ასევე საგადასახადო შეღავათების ძალით ლიტრი საწვავის ღირებულება ოქტომბერში 20 ცენტით შეამცირა ცალკე უნდა აღინიშნოს პოლონეთის მაგალითიც, კერძოდ, პოლონეთმა საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შამცირა.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადახედოს საკუთარ პოზიციებს და მოსახლეობისთვის ყველაზე სასარგებლო შედეგისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

04/11/2026

🎙️ ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეკისრება.

🔵 ნოდარ სირბილაძე

02/11/2026

🔊 აქციზის განაკვეთის განახევრებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 25 თეთრამდე შევამციროთ.

🔵 სხვადასხვა ევროპულმა ქვეყანამ საწვავზე საგადასახადო შეღავათები შემოიღო, რასაც მყისიერი ეფექტი ქონდა გაიაფებაზე. როგორ შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენთან ეს არ იმუშავებს?

🎙️ ნოდარ სირბილაძე

02/11/2026

ქუჩების რეაბილიტაცია თუ დაუსრულებელი დისკომფორტი? რატომ ვერ სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად — პაატა ბაირახტარი

🔵 აქციზის გადასახადი თუ განახევრდება საწვავზე ფასები 25 თეთრამდე დაიკლებს.⛽️ სამწუხაროდ, საწვავის ფასი საქართველოში ზრდა...
29/10/2026

🔵 აქციზის გადასახადი თუ განახევრდება საწვავზე ფასები 25 თეთრამდე დაიკლებს.

⛽️ სამწუხაროდ, საწვავის ფასი საქართველოში ზრდას განაგრძნობს, რაც როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

🔵 გაძვირებული საწვავი სხვადასხვა ტიპის საქონელზე, მათ შორის, სურსათის ფასებზე წნეხს აძლიერებს.

🔊 თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას გაანახევროს აქციზის გადასახადი საწვავზე.

🎙️ აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ ფინანსთა სამინისტროს პოზიციას, რომლის მიხედვითაც აქციზის გადასახადის შემცირება თურმე საწვავის ღირებულებას ადრინდელ ნიშნულზე ვერ დააბრუნებს.

- ეგ ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ამ რთულ ვითარებაში თუკი 25 თეთრამდე გაიაფდება საწვავი, როგორ არ შეიძლება ეს ნაბიჯი ეფექტური და კარგი არ იყოს?

28/10/2026

განმარტებით ბარათში რას ჩავწერთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ისაა, რომ გაზისა და წყლის ტარიფები იზრდება — პაატა ბაირახტარი

27/10/2026

🎙️ ბიზნეს სექტორს გაურკვევლობის შესამცირებლად სჭირდება იცოდეს თუ რა ტიპის ეკონომიკურ პოლიტიკაზე დგას ქვეყანა.

🔵 სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღემდე არ ვიცით.

🔵 შესაბამისად, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია იწყებს ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას.

🔊 სიახლეები მალე იქნება!

🖊️ აქციზის განაკვეთი რომ გავანახევროთ დღესვე შესაძლებელია საწვავის ღირებულება 19 თეთრით შემცირდეს.🔵 აქციზის გადასახადის ...
22/10/2026

🖊️ აქციზის განაკვეთი რომ გავანახევროთ დღესვე შესაძლებელია საწვავის ღირებულება 19 თეთრით შემცირდეს.

🔵 აქციზის გადასახადის განახევრება როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის აუცილებელია ფასებიდან მომდინარე წნეხის შესამცირებლად.

🔊 ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას გაანახევროს აქციზის გადასახადი საწვავზე.

Address

დავით გამრეკელის ქუჩა 19
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share