31/10/2026
არწივების სამშობლოში არწივებს არ უნდა ვკლავდეთ! 🦅
📢 გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ და დაგვეხმარეთ ჩვენი ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ!!!
ნუ ესვრით ან ატყვევებთ ფრინველებს, როცა არც კი იცით რომელი სახეობაა. გთხოვთ ერთად გავუფრთხილდეთ მათ რადგან მათი ადგილი ხომ ცაშია! 🦅
ეს ველის არწივია(Steppe Eagle) - ჩვენი ქვეყნის სიამაყე და მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობა. თითოეული ასეთი ფრინველის დაკარგვა ყველასთვის დიდი დანაკლისია. 💔 არ შეიძლება, ვიღაცის უცოდინრობას ან გართობის სურვილს ასეთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი არსება ეწირებოდეს.
ეს ფრინველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვიყვანეს. მდგომარეობის შეფასებისთანავე სასწრაფოდ თბილისში სამკურნალოდ გადაყვანა გადავწყვიტეთ, თუმცა ის რამდენიმე წუთში დაიღუპა.
ფოტო იმისთვის გადავიღეთ, რომ თქვენთვისაც გვეჩვენებინა, როგორი დიდებული ფრინველი დავკარგეთ...