ManaTheia Peace Hub

Call Directions Contact the organization

ManaTheia Peace Hub ManaTheia Peace Hub is a non-governmental organisation committed to promote peace education

02/09/2026

🤍 გულისხმიერი მოსმენის ძალა | The Power of Empathic Listening

ერთად გატარებული დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მედიაციაში ემპათიური და გულისხმიერი კომუნიკაცია. 🌿

NVC-ის პრინციპებზე დაყრდნობით, ვიმუშავეთ მოსმენის ძალაზე, საკუთარი სათქმელის გამოხატვაზე, გრძნობებისა და საჭიროებების ამოცნობასა და საზღვრების დაცვაზე — მათ შორის, „არას“ თქმაზე ზრუნვითა და პატივისცემით.

როცა ვუსმენთ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ იმასაც, რაც მათ მიღმა დგას, ვქმნით სივრცეს ნამდვილი კავშირისა და ურთიერთგაგებისთვის.

ფასილიტატორი — ნინო მარგველაშვილი, ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და „კაიკონას“ თანადამფუძნებელი.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და UNDP-ის EU4Dialogue Phase II პროექტის ფარგლებში, Women Insider Mediator ინიციატივისა და Women, Peace and Security (WPS) დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

ინიციატივა ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობას სამშვიდობო პროცესებში, დიალოგისა და მედიაციის უნარების განვითარებას და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ნდობისა და სოციალური კავშირების გაძლიერებას.

***************************

🤍 The Power of Empathic Listening

A day exploring the importance of empathic and compassionate communication in mediation.

Grounded in NVC, we explored active listening, authentic self-expression, recognising feelings and needs, and setting boundaries — including learning to say “no” with care and respect.

When we listen beyond words, we create space for genuine connection and mutual understanding. 🌿

Facilitated by Nino Margvelashvili, MSc in Neuropsychology and Co-founder of Kaikona.

Held within the framework of the EU and UNDP EU4Dialogue Phase II, supporting the Women Insider Mediator initiative and the Women, Peace and Security (WPS) agenda.

„From now on, I choose to empathically connect with others so that I can fully respect the unique and holy experience to...
17/08/2026

„From now on, I choose to empathically connect with others so that I can fully respect the unique and holy experience to be found in each person every moment.“

— Marshall Rosenberg

„ამიერიდან ვირჩევ, ემპათიურად დავუკავშირდე სხვებს, რათა სრულად ვცე პატივი იმ უნიკალურ და წმინდა გამოცდილებას, რომელიც ყოველ ადამიანში, ყოველ წამს არსებობს.“

ამ სიტყვებით შთაგონებულმა ღონისძიების მონაწილე ქალებმა და გოგოებმა ეს სიტყვები საკუთარ არჩევანად აქციეს. 💜

როცა ერთმანეთს გულისყურით ვუსმენთ, ნდობის აღდგენის შესაძლებლობაც ჩნდება. დიალოგი იწყება ემპათიური მოსმენით, მშვიდობა კი — ერთმანეთის გაგებით. 🫂🕊️

მადლობა ღონისძიების თითოეულ მხარდამჭერს, ფასილიტატორებს და პროექტის გუნდს ამ მნიშვნელოვანი სივრცის შექმნისთვის. ❤️

---

“From now on, I choose to empathically connect with others so that I can fully respect the unique and holy experience to be found in each person every moment.”

— Marshall Rosenberg

Inspired by these words, the women and girls who participated in the event made them their own personal choice. 💜

Women and young people who are very dear to me — coming together for dialogue, mediation and peace 💜

When we listen to one another with genuine attention, we create space for trust to be rebuilt. Dialogue begins with empathic listening, and peace begins with understanding one another. 🫂🕊️

Heartfelt thanks to everyone who supported this event, to the facilitators, and to the team for creating this meaningful space. ❤️

💬 „იქ სადაც ქალები ერთად ტირიან, იწყება მშვიდობის მშენებლობა,“ — შთამაგონებლად წარმოსთქვა პროექტის „მედეგი ქალები და ახა...
08/03/2026

💬 „იქ სადაც ქალები ერთად ტირიან, იწყება მშვიდობის მშენებლობა,“ — შთამაგონებლად წარმოსთქვა პროექტის „მედეგი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და დიალოგისთვის“ მონაწილე ნანა სურამელმა.

მისი ეს სიტყვები თანხმიანდება მშვიდობის მშენებლობის თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, John Paul Lederach-ის ნააზრევთან: „სოციალური განკურნება შედგება რეზონანსული მომენტებისგან — ხმებისგან, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან საერთო სივრცეში.“ 🎙️

🌸 ქალთა საერთაშორისო დღეს და თვეს ვამაყობთ და ვზეიმობთ ქალების ძალას — ძალას, რომელიც თანაგრძნობიდან, სოლიდარობიდან და ერთმანეთის მოსმენიდან იბადება.

✨ როცა ქალები ერთმანეთს უსმენენ, იწყება განკურნება.
✨ როცა ხმები ერთმანეთს ეხება, იწყება მშვიდობა. 🕊️

#ქალთასაერთაშორისოდღე #ქალებიმშვიდობისთვის #მშვიდობისმშენებლობა #სოლიდარობა #ქალებისხმები

*****************

💬 “It is where women share their tears that the building of peace begins,” Resilient Women and Youth for Peace and Dialogue project participant Nana Surameli shared with us.

Her words resonate with the reflections of peacebuilding theorist and practitioner John Paul Lederach:
“Social healing is made up of moments of resonance—voices touching voices in a shared space.” 🎙️

🌸 On International Women's Day, we honor the power of women—power rooted in solidarity, shared stories, and compassionate listening.

✨ When women listen to one another, healing begins.
✨ When voices touch, peace begins. 🕊️

📸 Gela Bedianashvili / UNDP
📸 Lika Zaalishvili / ManaTheia
📸 Keti Okropiridze / ManaTheia
📸 Nini Kavtaradze / ManaTheia

აღნიშნული პოსტით ერთი პატარა - ჯადოსნური ამბავი გვინდა მოგიყვეთ, ამბავი იმაზე თუ როგორაა შესაძლებელი ჩვენი ხელით, ძალით,...
25/12/2025

აღნიშნული პოსტით ერთი პატარა - ჯადოსნური ამბავი გვინდა მოგიყვეთ, ამბავი იმაზე თუ როგორაა შესაძლებელი ჩვენი ხელით, ძალით, შინაგანი რწმენით, ჩვენი გარშემომყოფების მხარდაჭერით და განსაკუთრებით კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტით, დამწყებმა მეწარმეებმა შეძლონ და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათი ოცნებებისკენ.

პირველ ფოტოზე, ქვემო ნიქოზში Elza Bacikadze ის მიერ წარმოებულ გემრიელი და განსხვავებული ყველი Niqozela/ნიქოზელა წარმოდგენილია კომპანია Vitamehl - ის ექსპო ჯორჯიის სტენდზე.

ელზა ჩვენი პროექტის აღმოჩენა და ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. როგორც ელზა გვიზიარებს, 28-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენიდან შეტყობინება მიიღო, რითიც ელზამ ჩათვალა რომ გამოფენაზე მონაწილედ იწვევდნენ. თბილისში ჩასული ელზა იგებს, რომ უბრალოდ როგორც ვიზიტორი ისე ყოფილა მიწვეული. თუმცა აი აქ იწყება მთელი ჯადოსნური ამბავი. საერთაშორისო ინოვაციის ცენტრი კვებით ტექნოლოგიაში ვიტამელის თანამშომელი, რომელსაც იმ დილას მაგიდების მზადების პროცესში გაუცვნია ელზა, ისე მიიტანა გულთან ელზას ამბავი, რომ დირექტორს დაელაპარაკა და კომპანიამ მათთვის შეძენილი სტენდი გაუზიარა, გვერდით დაიყენეს, სტიმული მისცეს და აგრძნობინეს რომ მის გვერდით იყვნენ, და მხარს უჭერდნენ ❤ ორგანიზაცია მშვიდობის კერა მანათეა კომპანია ვიტამელს უდიდეს მადლობას უხდის ასეთი პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის, მიგვაჩნია რომ სწორედ ამ გულითად და დიდსულოვან ნაბიჯებზე დგას ჩვენი ქვეყანა.

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ნიქოზში მცხოვრები - ელზა ბაციკაძე - 2023 წლის აგვისტოში ჩაერთო "მედეგი ქალი ფერმერები ძლიერი და მშვიდობიანი საზოგადოები ასაშენებლად" პროექტში, რომელმაც სულ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრები 14 ქალი ფერმერი გააერთიანა. შესარჩევ ინტერვიუზე ელზამ გვითხრა, რომ ყავდა ერთი საკუთარი და მეორე მიბარებული მეწველი ძროხა, რაც იყო მათი პატარა ოჯახის შემოსავლის წყარო. აწარმოებდა მხოლოდ იმერული ტიპის ყველს, რის რეალიზაციასაც ახდენდა ადგილობრივად და გორის ბაზარში. გასაუბრებაზე ძალიან მოვიხიბლეთ, რაღაც იყო ამ ადამიანში ისეთი რამაც 82 კანდიდატს შორის გამოარჩია. აღნიშნულ პოსტში გაზიარებული ფოტო მასალა ასახავს ელზას მიერ განვლილ ძალიან ძალიან მნიშვნელოვან გზას, როგორ ინატრა პროექტში ჩართულმა ელზამ არსებული A პუნქტიდან მისთვის სასურველ B პუნქტამდე მისვლა (ნლპ ტექნიკიკებით) როგორ დახატა მისთვის სასურველი რეალობა (ნეიროგრაფიკის მეშვეობით) როგორ გაეცნო უამრავ ქალ მეწარმეს, განსხვავებული ყველის მწარმოებლებს, მათ შორის შიდა ქართლიდან gogoberidze-სა და ნანა შარაშიძე-ს, აფხაზეთიდან დევნილ Natia Gurtskaia ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის Lile Chkadua ს, რომლებმაც უდიდესი სტიმული მისცეს, თუ როგორ დაეხვეწა, როგორ გაემრავალფეროვნებინა მისი ძალიან პატარა, მაგრამ გულით შექმნილი ყველის წარმოება. ელზამ თავდაპირველი პროექტისა და მისი პატარა გაგრძელების ფარგლებში, რამოდენიმე რეგიონი მოიარა იმ მიზნით, რომ შთაგონებულიყო სხვა ქალების საქმიანობებით.

ელზას მოტივაციასა და მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია, იმავე წელს ჩნდება ადგილობრივი შემომყვან ტურიზმზე ორიენტირებული კომპანია Meet in Georgia Ltd. რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ელზას ერთ მეწველ ძროხას ყიდულობს.

გვინდა ორგანიზაცია მანათეას სახელით საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება კომპანია მით ინ ჯორჯიას და მისი დამფუძნებლის ლიკა მაისურაძის, კომპანია ვიტამელისა და მისი გუნდის და ასევე კომპანია Lost Ridge Ranch ს და მისი დამფუძნებლის ია თაბაგარის მიმართ, რომელმაც ასევე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენი სასწავლო ვიზიტი რანჩოში გახადა პროექტისთვის ხელმისაწვდომი. აღნიშნული კომპანიები, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სამაგალითო ნაბიჯებს დგამთ და ხდებით სხვა ბიზნესებისთვისაც მისაბაძნი.

დღეს, პროექტში ჩართვიდან 2 წლის თავზე, ელზას უკვე 5 სახეობის ყველი აქვს, და უამრავ გამოფენაში იღებს მონაწილეობას მისი ძალიან მცირედი წარმოებით. გამოფენებზე უამრავი შესაძლებლობა ეძლევა, რომ სხვადასხვა თანამშრომლობას ჩაუყაროს საფუძველი, თუმცა ამისათვის ელზას სჭირდება წარმოების გაზრდა, წარმოების გაზრდისთვის კი ესაჭიროება რომ დაიმატოს 1-2 მეწველი ძროხა მაინც.

2024 წლის აგვისტოში, ნათია ღურწკაიას Natia's Farm ვიზიტისას, ელზამ წარმოსახვაში დახატა, რომ ერთ დღეს მასაც ექნება პატარა ფერმა, და მასაც შეეძლება ნათიასავით მისაბაძი და შთამაგონებელი ქალი გახდეს თავისი თემის ქალებისთვის, და უკვე თავად გახდეს სხვა ქალების მხარდამჭერი.

აღნიშნული პროექტი 2024 წელს დასრულდა, და ორგანიზაცია მანათეას საქმიანობები ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადით დაპაუზებულია. თუმცა, ამ პოსტით გვინდა მოვიპატიჟოთ კიდევ სხვა მყარად დამდგარი ბიზნესები საქართველოში, რომ საახალწლოდ ელზა ცოტათი მაინც დაუახლოვდეს იმ თავის ოცნებას, გაძლევთ მასალას და შესაძლებლობას, რათა განიცადოთ ის ბედნიერება, რასაც უპირობო გაცემა იძლევა ადამიანებში, როდესაც აცნობიერებთ, რომ 0 დან დაწყებული მეწარმეობის განვითარებისთვის ერთი პატარა აგური თქვენც გაქვთ შემოდებული. მანათეას გვერდის გამომწერებო, გთხოვთ გადააზიაროთ პოსტი და გაუზიაროთ იმ ბიზნესებს ვისთვისაც 1-2 ძროხის შეძენა/ჩუქება დიდ ტვირთს არ წარმოადგენს.

ასევე უდიდესი მადლობა პროექტის ყველა ტრენერს, მასპინძელ მეწარმეს, პროექტის თითოეულ მონაწილე ქალს, მანათეას გუნდის თითოეულ წევრს, სხვა ორგანიზაციებს, სადაც პროექტის შემდგომ ელზა ჩაერთო, დონორებს, და ყველას ვინც ელზას ბაციკაძის გზის თანამონაწილე და გამზიარებელია.

*****************************************

🌾🕊️„მედეგი ქალი ფერმერები ძლიერი და მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად" პროექტი აერთიანებდა 14 ქალს შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან. პროექტს ახორციელებდა მშვიდობის კერა მანათეა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში.

*************************************

🌾🕊️ The "Resilient Women Farmers Building strong and Peaceful Communities" project united 14 participants from the villages of the Shida Kartli Administrative Boundary Line (ABL) and was implemented by ManaTheia Peace Hub with the support of the European Union and the United Nations Development Program (UNDP), within the framework of the project. Project had also a short follow up supported by the Rotarian Peace Projects Incubator initiative.

UNDP Georgia
European Union in Georgia
Rotarian Peace Projects Incubator - 5 November 2022 - Basel
Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia


Address

Gori

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995555310729

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ManaTheia Peace Hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ManaTheia Peace Hub:

Shortcuts

Share