18/11/2023
🟣2023 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰორიზონტისა” და “დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების” ერთობლივი ორგანიზებით.
🟣ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაცია “ჰორიზონტმა”ახალგაზრდებს გააცნო სამომავლო გეგმები, რომელთა მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და მათი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
🟣ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია “დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების” მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ.
🟣ფორუმს ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სკოლის მოსწავლეები.
🟣 ფორუმის მსვლელობისას ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა, დეპუტატმა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება დაასახელა და აღნიშნული საკითხის ეტაპობრივად გადაჭრის გზად სწორედ ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობა დასახა. აქვე და ამ მიზნით დაანონსა ,,იდეათეკის'' დაარსება.
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სარებულოს წევრები.
🟣ფორუმის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა დისკუსიის გამართვისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც ახალგაზრდებმაა გააჟღერეს საკუთარი იდეები და მიიღეს რეკომენდაციები მათ განსახორციელებლად.
🟣ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა გორის მერიის და გორის სალელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
🟣ახალგაზრდული იდეა ,,ჰორიზონტი”იქნება ის გამწევი ძალა ქალაქისა და რეგიონისთვის, რომელიც ახალგაზრდების მიერ თემატურად განსაზღვრულ საჭიროებებს მისცემს შესაბამის მიმართულებას, რათა გონივრულ ვადებსა და მაქსიმალური შესაძლებლობებით მოხდეს გამოწვევების იდენტიფიცირება, შემდგომ კი მათი მოგვარება.