Vitae - სიცოცხლისათვის

Call Directions Contact the organization

Vitae - სიცოცხლისათვის ონკოპრევენცია. ონკო-პაციენტთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.

World Gynecologic Oncology Day ESGO ENGAGe Womenclub Poti 🟣20 სექტემბერი გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღეა! 🎗️✨  🟣ცნ...
20/09/2026

World Gynecologic Oncology Day
ESGO ENGAGe
Womenclub Poti
🟣20 სექტემბერი გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღეა! 🎗️✨

🟣ცნობიერების ამაღლების გლობალური კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია „ვიტაე-სიცოცხლისათვის“ ინიციატივით, კლინიკა „ტოტალ მედში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გინეკოლოგთან.

🟣ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „ვიტაე-სიცოცხლისათვის“ და "ფოთის ქალთა კლუბის" წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები. შეხვედრა წარიმართა ძალიან საინტერესოდ — მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.

🟣საინფორმაციო ნაწილთან ერთად, მსურველებს საშუალება ჰქონდათ, ესარგებლათ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით. 🩺❤️

🟣გახსოვდეთ, ადრეული დიაგნოსტიკა და რეგულარული შემოწმება სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია!

🟣ჩვენი ორგანიზაციის სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდით კლინიკა „ტოტალ მედს“ მხარდაჭერისთვის, შეხვედრის თითოეულ მონაწილესა და სტუმარს ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ჩართულობისთვის! 🌸

#გინეკოლოგიურიონკოლოგიისდღე #ვიტაესიცოცხლისათვის #ტოტალმედი #ფოთისქალთაკლუბი #ქალთაჯანმრთელობა #პრევენცია

World Gynecologic Oncology Day ESGO ENGAGe Womenclub Poti Vitae - სიცოცხლისათვის 🟣 ხვალ 20 სექტემბერია — გინეკოლოგიური ო...
19/09/2026

World Gynecologic Oncology Day
ESGO ENGAGe
Womenclub Poti
Vitae - სიცოცხლისათვის

🟣 ხვალ 20 სექტემბერია — გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღე!

🟣 ჩვენი იასამნისფერი შეხსენება — თითოეულ ქალზე ზრუნვის ნიშანია!

🟣ხშირად ყოველდღიურ ორომტრიალში გვავიწყდება ყველაზე მთავარი — საკუთარი თავი.

🟣მოდით, ეს იასამნისფერი იყოს მეგობრული გაფრთხილება: იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე!

🟣ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტსა და პრევენციულ შემოწმებას. გახსოვდეთ, ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.


#ქალთაჯანმრთელობა #ადრეულიდიაგნოსტიკა #იზრუნესაკუთართავზე #ქალთაჯანმრთელობა 💜

World Gynecologic Oncology Day ESGO ENGAGe #ვიტაე  #არტთერაპია   #პრევენცია  #ჯანმრთელობა #სიცოცხლე
16/09/2026

World Gynecologic Oncology Day
ESGO ENGAGe

#ვიტაე #არტთერაპია
#პრევენცია #ჯანმრთელობა
#სიცოცხლე

World Gynecologic Oncology Day ESGO ENGAGe Teo Burki
15/09/2026

World Gynecologic Oncology Day
ESGO ENGAGe
Teo Burki

World Gynecologic Oncology Day ESGO ENGAGe European Society of Gynaecological Oncology - ESGO Womenclub Poti   🟣ჩვენ დავ...
14/09/2026

World Gynecologic Oncology Day
ESGO ENGAGe
European Society of Gynaecological Oncology - ESGO
Womenclub Poti

🟣ჩვენ დავიწყეთ გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნა ფოთში!
🟣ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება გინეკოლოგიური ონკოლოგიის შესახებ!
🟣 ძვირფასო ქალბატონებო, გთხოვთ, ყოველთვის იზრუნოთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე!!!
🟣 გამონახეთ დრო, მიაკითხეთ ექიმს, ჩაიტარეთ პრევენციული სამედიცინო კვლევები, ჩაიტარეთ სკრინინგი. თქვენი ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია!
#ფოთისქალთაკლუბი
#ვიტაესიცოცხლისათვის
#ერთადქალთაჯანმრთელობისთვის

World Gynecologic Oncology Day European Society of Gynaecological Oncology - ESGO ESGO ENGAGe  #ღიასაუბარიექიმთანVitae -...
14/09/2026

World Gynecologic Oncology Day European Society of Gynaecological Oncology - ESGO ESGO ENGAGe
#ღიასაუბარიექიმთან
Vitae - სიცოცხლისათვის - ისგან
20. 9. 2026
ჯორჯია
„ღია საუბარი გინეკოლოგთან: სტიგმის დაძლევა“ არის GO-ს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ცნობიერების ამაღლების ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია Vitae for Life-ის მიერ Total Med Clinic-თან ტოტალ მედ • Total Med და Women Club Poti-სთან Womenclub Poti პარტნიორობით.

2026 წლის 20 სექტემბერს, ფოთში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საგანმანათლებლო დისკუსიას გინეკოლოგთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება გინეკოლოგიური კიბოს, პრევენციის, ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაციის, ადრეული სიმპტომების და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მიზანია გინეკოლოგიური ჯანმრთელობის გარშემო არსებული სტიგმის გამოწვევა და ქალებსა და ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ღია საუბრის წახალისება.

საინფორმაციო სესიის გარდა, მონაწილეებს ექნებათ სპეციალური სამედიცინო გამოკვლევებისა და კონსულტაციების გავლის შესაძლებლობა.

ორგანიზაცია
კიბოთი დაავადებულთა მხარდაჭერისა და ადვოკატირების ჯგუფი

Open Talk with a Doctor
from Vitae for Life
20. 9. 2026
Georgia
“Open Talk with a Gynaecologist: Breaking the Stigma” is a World GO Day awareness event organised by Vitae for Life in partnership with Total Med Clinic and Women Club Poti.

On 20 September 2026, women in Poti will have the opportunity to attend an educational discussion with a gynaecologist focused on gynaecological cancers, prevention, HPV vaccination, early symptoms, and the importance of regular screening. The event aims to challenge stigma surrounding gynaecological health and encourage open conversations between women and healthcare professionals.

In addition to the awareness session, participants will have access to special medical examinations and consultations.

Organization
Cancer patient support & advocacy group

🎨 როდესაც ფერები კურნავს, აერთიანებს და შინაგან სიმშვიდეს გვაპოვნინებს...💢ორგანიზაცია „ვიტაე-სიცოცხლისათვის“ და თეო ბურკ...
10/08/2026

🎨 როდესაც ფერები კურნავს, აერთიანებს და შინაგან სიმშვიდეს გვაპოვნინებს...

💢ორგანიზაცია „ვიტაე-სიცოცხლისათვის“ და თეო ბურკის “გრიგოლეთის სახელოვნებო რეზიდენციის” კოლაბორაციის ფარგლებში ჩატარებულმა არტ-თერაპიის სეანსმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რაოდენ დიდ ძალას ფლობს ხელოვნება და ერთმანეთის მხარდაჭერა.

💢მადლობა არაჩვეულებრივ მხატვარს, თეო ბურკს, რომელიც ჩვენს მონაწილეებს დაეხმარა, ემოციები ტილოზე გადმოეტანათ. ეს არ იყო უბრალოდ ხატვა - ეს იყო თავისუფლების, განტვირთვისა და სითბოს გაზიარების განსაკუთრებული დღე, სადაც თითოეულმა სტუმარმა საკუთარი შინაგანი სამყარო ფერებით გამოხატა. ✨

გაზიარებთ პროცესის ამსახველ კადრებს და იმ მშვენიერ ნახატებს, რომლებიც ჩვენი შეხვედრის მონაწილეების ხელით შეიქმნა. თითოეული შტრიხი - ეს ემოციის, ძალისა და ინდივიდუალობის ისტორიაა. 💛

გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ქმნით ამ თბილ და საჭირო სივრცეს.

#არტთერაპია #თეობურკი #ხელოვნებისძალა #მხარდაჭერა

04/02/2026
🎆გილოცავთ ახალ წელს! 🎆🎆ეს წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, წინსვლის, წარმატებების, დასახული მიზნების ასრულების წელიწადი🎆 🎆სი...
01/01/2026

🎆გილოცავთ ახალ წელს! 🎆

🎆ეს წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, წინსვლის, წარმატებების, დასახული მიზნების ასრულების წელიწადი🎆

🎆სიხარულით სავსე დღეები გიმრავლოთ! 🎆

Address

Poti

Telephone

+995599902009

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vitae - სიცოცხლისათვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Vitae - სიცოცხლისათვის:

Shortcuts

Share