ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights

ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights პლატფორმა ფოთში ეკოლოგიური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

❗️2 მილიონზე მეტი აქვს ანაბარზე, ვეტერანების სამსახურის დირექტორის მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს.დღეს კი, აფხაზეთის ომის ...
08/04/2026

❗️2 მილიონზე მეტი აქვს ანაბარზე, ვეტერანების სამსახურის დირექტორის მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს.

დღეს კი, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ზოსიმე ბჟალავას, 2 დღიანი ციხე ტროტუარზე დგომის გამო მიუსაჯეს.

რუსებთან მებრძოლი ვეტერანების საქმეებს ის კაცი კურირებს, ვინც შპს „საქართველო რუსეთის საინვესტიციო ჯგუფის" დამფუძნებულია და ფლობს:

● 19 მიწის ნაკვეთს, 6 ბინას, 3 სახლს
● 150 000 დოლარი ნაღდი ფული
● 219 000 დოლარის 7 მანქანა
● 105 000 ევროიანი 1 მანქანა
● 62 000 ლარის ტრაქტორი
● 145 000 ევროს ღირებულების 2 მანქანა წინა წელს გაყიდა.
● 15 კომპანიის მფლობელია

სამაგიეროდ, ვეტერანებს თვეში სამარცხვინო 100 ლარს უხდიან და თან ტროტუარზე დგომისა და სამართლიანი პროტესტის გამო, ციხეში უშვებენ.

(C)სალომე სიმონია

ფოტო: პუბლიკა • Publika

ფოთი, ნიკოლაძის სანაპირო. ხეების დაბეტონება⚠️ რა პრობლემებია ამ ფოტოზე:1. ხის ფესვების „ჩაკეტვა“ბეტონი პირდაპირ ხის ძირთ...
07/04/2026

ფოთი, ნიკოლაძის სანაპირო. ხეების დაბეტონება

⚠️ რა პრობლემებია ამ ფოტოზე:

1. ხის ფესვების „ჩაკეტვა“
ბეტონი პირდაპირ ხის ძირთანაა, ფაქტობრივად „ყელს უჭერს“.
ხეს სჭირდება ჰაერი და წყალი ფესვებთან, რაც პრაქტიკულად ბლოკირებულია.
რამდენიმე წელიწადში, ასეთი ხეები ხშირად ხმება

2. ნორმების დარღვევა
ქალაქის გამწვანების სტანდარტებით, ხის გარშემო უნდა დარჩეს ღია ნიადაგი (მინ. 1–2 მ დიამეტრი)
აქ ეს სივრცე ან საერთოდ არ არის, ან სიმბოლურია

3. წყლის დრენაჟის პრობლემა
ბეტონი ქმნის ზედაპირს, სადაც წყალი ვერ აღწევს მიწაში

შედეგად:
ხე ვერ იღებს ტენიანობას ზედაპირზე გუბეები/ზიანდება

4. ეკოლოგიური და ურბანული შეცდომა
სანაპიროზე (მით უმეტეს რიონის პირას) უნდა იყოს მწვანე, გამტარი საფარი, არა სრულად ბეტონი ეს მიდგომა ზრდის სიცხეს და ამცირებს ბიომრავალფეროვნებას

26/03/2026

ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე.

ვიდეო @ჩემი ქალაქი მკლავს

22/03/2026

ფოთის სანაპიროზე გუშინ ზღვამ მკვდარი დელფინი და ფრინველები გამორიყა. .
მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.
ვირუსის შემთხვევაში, გავრცელების სერიოზული საშიშროება არსებობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმოქმედეთ

ვიდეომასალა მოქალაქე ამირან კუპრავამ გაავრცელა

❗️ფოთი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში - მილიონზე მეტი ლარის რისკიანი და არამართლზომიერი ოპერაციებით, ფოთი ლიდერობს! ‼️მუნი...
11/03/2026

❗️ფოთი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში - მილიონზე მეტი ლარის რისკიანი და არამართლზომიერი ოპერაციებით, ფოთი ლიდერობს!

‼️მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოწმებისას, აუდიტში ჩანს დაახლოებით 1,164,000 ლარზე მეტი თანხა, რომლის ნაწილი პირდაპირ არამართლზომიერად არის შეფასებული, ხოლო დიდი ნაწილი - რისკის შემცველი გადარიცხვებია.

❓️რა თანხებზეა საუბარი
▪ 36,200 ლარი - 33 ტრანზაქცია მერიის თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშებზე
▪ 45,400 ლარი - 24 ტრანზაქცია ფიზიკურ პირზე, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომელი საერთოდ არ ყოფილა
▪ 1,082,700 ლარი - 2,116 ტრანზაქცია 494 დახურულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც არამართლზომიერია.

📊 მხოლოდ ამ სამ ეპიზოდში, ჯამურად, დაახლოებით 1.16 მილიონ ლარზე მეტია ამგვარად გაფლანგული.

❓️ რომელი სტრუქტურები ფიგურირებენ

აუდიტის ტექსტში აღნიშნულია:
▪ ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
▪ მერიის საბუღალტრო განყოფილება
▪ ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრი (ა(ა)იპ)

❗️ამ ა(ა)იპ-ში აუდიტის მიხედვით:

▪ 2.57 მილიონი ლარი სუბსიდია გაიცა
▪ ცენტრი კვებით მომსახურებას უწევდა დაახლოებით 30 ბენეფიციარს
▪ თუმცა ორგანიზაციაში მუშაობდა 61 სპეციალისტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 707,100 ლარი.

📌 აუდიტის მიხედვით, ამ თანამშრომელთა ფუნქციები დუბლირებულია და მათი საქმიანობის დამადასტურებელი ინფორმაცია სრულად წარმოდგენილი არ ყოფილა.

📌 რა ტიპის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებია
აუდიტში აღწერილი ფაქტები შეიძლება შეიცავდეს:
▪ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ნიშნებს
▪ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს
▪ სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს.

ამ ტიპის დარღვევები საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

📌 მთავარი კითხვა ახლა ერთია:
დაიწყება თუ არა რეალური გამოძიება ამ ფაქტებზე და ვინ აგებს პასუხს ქალაქის ბიუჯეტის ფულზე?

რა ვიცით ფოთის ახალი გენგეგმის შესახებ და რამდენად ჩართულია მოსახლეობა მისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენაში?ჩვენმა...
02/03/2026

რა ვიცით ფოთის ახალი გენგეგმის შესახებ და რამდენად ჩართულია მოსახლეობა მისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენაში?
ჩვენმა სამოქალაქო პლატფორმამ სამინისტროში შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინა:

შენიშვნები / მოსაზრებები

ქ. ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმების
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშზე

მე, როგორც დაინტერესებული მოქალაქე, წარმოგიდგენთ შენიშვნებს ქ. ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით.

1. მალთაყვის უბნის ფუნქციური გაურკვევლობა

სკოპინგის ანგარიშში მალთაყვა განხილულია როგორც განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორია, თუმცა არ არის განსაზღვრული მისი ფუნქციური დანიშნულება - იქნება ის საჯარო რეკრეაციული სივრცე თუ კერძო, ინვესტორული განვითარებისთვის განკუთვნილი ზონა.

ფუნქციური გაურკვევლობის პირობებში შეუძლებელია გარემოზე ზემოქმედების მასშტაბისა და ხასიათის ადეკვატური შეფასება, რაც სკოპინგის ეტაპზე დაუშვებელია და ეწინააღმდეგება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მიზნებს.

2. ალტერნატივების არასაკმარისი განხილვა

სკოპინგის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი მალთაყვის გამოყენების რეალური ალტერნატივების შედარებითი ანალიზი (საჯარო სივრცე / შეზღუდული ან ნულოვანი განვითარება / კერძო ინვესტორული განვითარება), რაც ეწინააღმდეგება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების არსს და მნიშვნელოვნად ამცირებს გადაწყვეტილების ინფორმირებულობას.

3. კუმულაციური ზემოქმედების შეფასების არარსებობა

დოკუმენტი საკითხებს განიხილავს იზოლირებულად და არ აფასებს პორტის განვითარების, მალთაყვის შესაძლო განაშენიანებისა და სატრანსპორტო ნაკადების ერთობლივ ზემოქმედებას, განსაკუთრებით ნაბადის საცხოვრებელ უბანზე.

აღნიშნული მიდგომა ვერ ასახავს რეალურ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს, რაც სტრატეგიული შეფასების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

4. სოციალური ზემოქმედება და სივრცითი უთანასწორობა

სკოპინგის ანგარიშში სოციალური ზემოქმედება წარმოდგენილია ზედაპირულად და არ მოიცავს სივრცით უთანასწორობას, რაც შეიძლება წარმოიშვას ქალაქის სხვადასხვა უბნებს შორის გარემოსდაცვითი ტვირთის არათანაბარი განაწილების შედეგად (მაგალითად:
ნაბადა - სატრანსპორტო და ინდუსტრიული ზეწოლა;
მალთაყვა - განვითარების ეკონომიკური სარგებელი).

აღნიშნული ასპექტი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში უნდა შეფასდეს როგორც სოციალური ზემოქმედება.

5. ალტერნატიული / შემოვლითი სატრანსპორტო გზის დაუზუსტებელი სტატუსი

სკოპინგის ანგარიშსა და გენერალური გეგმის მასალებში მოხსენიებულია ალტერნატიული (შემოვლითი) სატრანსპორტო გზა, რომელიც რუკებზე მონიშნულია ვარდისფრად. აღნიშნული მარშრუტი შეესაბამება 2019 წლის სავარაუდო გეგმას, რომელიც თავის დროზე ვერ განხორციელდა.

მოცემული გზა წარმოდგენილია მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე და:

* არ არის დადასტურებული მისი განხორციელების რეალისტურობა;

* არ არის ცნობილი ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები და ტრასა;

* არ არის განსაზღვრული განხორციელების ვადები;

* არ არის განხილული სცენარი მისი არგანხორციელების შემთხვევაში.

ამ პირობებში დაუშვებელია აღნიშნული გზის გამოყენება ნაბადის უბანზე სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შემსუბუქების არგუმენტად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში.

6. განხორციელებადობის რისკი და ცენტრალიზაციის პრობლემა

გენერალური გეგმის დოკუმენტებში თავად არის აღნიშნული, რომ ქ. ფოთის თვითმმართველობას შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებაზე.

აღნიშნული გარემოება სკოპინგის ანგარიშში არ არის შეფასებული როგორც განხორციელებადობის რისკი, მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ალტერნატიული / შემოვლითი სატრანსპორტო გზის რეალიზაციის შესაძლებლობას.

იმ პირობებში, როდესაც თვითმმართველობას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები და არ არსებობს ცენტრალური ბიუჯეტით უზრუნველყოფის მკაფიო გარანტიები, ალტერნატიული გზის განხორციელება რჩება არასტაბილურ და დაუდასტურებელ დაშვებად.

შესაბამისად, სკოპინგის ანგარიში ვალდებულია განიხილავდეს სცენარს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა ვერ განხორციელდება, ხოლო გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება მაინც რეალიზდება, განსაკუთრებით ნაბადის საცხოვრებელ უბანზე.

7. ინდიკატორები და კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა

გენერალური და განაშენიანების გეგმების ინდიკატორთა მატრიცებში არ არის წარმოდგენილი ის ძირითადი ინდიკატორები, რომლებიც აუცილებელია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტური განხორციელებისა და კონტროლისთვის, კერძოდ:

ეკოლოგიური ტევადობის ზღვრული მაჩვენებლები (სანაპირო ზოლის, რეკრეაციული სივრცეების, სატრანსპორტო დატვირთვის თვალსაზრისით);

სანაპიროზე საჯარო ხელმისაწვდომობის ინდიკატორი (რამდენად რჩება სანაპირო ღია და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის);

სოციალური ზემოქმედების საზომები (საცხოვრებელი გარემოს ხარისხი, ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ნაბადის უბანში).

აღნიშნული ინდიკატორების არარსებობის პირობებში გაურკვეველია, როგორ მოხდება გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების მონიტორინგი და კონტროლი და როგორ განისაზღვრება ის მომენტი, როდესაც განვითარების პროცესმა გადააჭარბა ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო ზღვარს.

ინდიკატორების გარეშე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება კარგავს პრევენციულ ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას ნეგატიურ ზემოქმედებებზე.

8. კლიმატური ადაპტაციის საკითხის არასაკმარისი ასახვა

სკოპინგის ანგარიშში კლიმატური ცვლილებები მოხსენიებულია ზოგადად, თუმცა არ არის წარმოდგენილი მალთაყვის სანაპირო ზოლის მიმართ კლიმატური ადაპტაციის კონკრეტული ანალიზი, მათ შორის ზღვის დონის მატების, შტორმული დატვირთვის, სანაპირო ეროზიისა და დატბორვის რისკების გათვალისწინებით.

აღნიშნული ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში უნდა შეფასდეს როგორც დამოუკიდებელი და მაღალი რისკის საკითხები.

9. სანაპირო ზოლის საჯარო სტატუსისა და ხელმისაწვდომობის დაცვის საკითხი

სკოპინგის ანგარიშში არ არის შეფასებული სანაპირო ზოლის სამართლებრივი სტატუსი და საზოგადოების მიერ მასზე თავისუფალი, უწყვეტი და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობის დაცვის მექანიზმები.

მალთაყვის უბნის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი კრიტიკულია და უნდა განიხილებოდეს როგორც გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ნაწილი, ვინაიდან სანაპირო წარმოადგენს საზოგადოებრივ რესურსს.

10. ნულოვანი ალტერნატივის (No-action alternative) არარსებობა

სკოპინგის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განვითარების არგანხორციელების („ნულოვანი ალტერნატივის“) სცენარი, რაც სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტია და აუცილებელია არსებული მდგომარეობის, შესაძლო ზემოქმედებებისა და განვითარების შედეგების ობიექტური შედარებისთვის.

11. მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმების გაურკვევლობა

ინდიკატორების განსაზღვრის გარდა, სკოპინგის ანგარიშში არ არის მითითებული მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტი, მონაცემთა შეგროვების პერიოდულობა და რეაგირების მექანიზმები იმ შემთხვევაში, თუ გარემოსდაცვითი ან სოციალური ზღვრული მაჩვენებლები გადაილახება.

აღნიშნული გაურკვევლობა მნიშვნელოვნად ასუსტებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკულ ეფექტიანობას.

12. ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გაურკვევლობა

სკოპინგის ანგარიშში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებები იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები ვერ განხორციელდება ან გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები რეალიზდება.

პასუხისმგებლობების გაუმჭვირვალობა ზრდის როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ რისკებს.

13. საზოგადოებრივი მონაწილეობის ეფექტიანობა

სკოპინგის ეტაპზე საზოგადოებრივი მონაწილეობის მექანიზმები წარმოდგენილია ფორმალურად და არ იძლევა იმის შეფასების შესაძლებლობას, თუ როგორ აისახება საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნები სკოპინგის საბოლოო ვერსიასა და შემდგომ გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით მალთაყვისა და ნაბადის უბნებთან დაკავშირებით.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში აუცილებელია საზოგადოებრივი მონაწილეობის რეალური და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვ:

მალთაყვის უბნის ფუნქციური დანიშნულების მკაფიო განსაზღვრას სკოპინგის ეტაპზე;

მალთაყვის გამოყენების ალტერნატივების სრულფასოვან, შედარებით ანალიზს;

პორტი – მალთაყვა – ნაბადის კუმულაციური ზემოქმედების შეფასებას;

სოციალური ზემოქმედებისა და სივრცითი უთანასწორობის ჩართვას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩარჩოში;

ეკოლოგიური ტევადობის, სანაპიროზე საჯარო ხელმისაწვდომობისა და სოციალური ზემოქმედების მკაფიო ინდიკატორების განსაზღვრას და მათზე დაფუძნებული მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების ჩართვას სგშ-ის ჩარჩოში;

მალთაყვის სანაპირო ზოლის მიმართ კლიმატური ადაპტაციის საკითხების სრულფასოვან გათვალისწინებას;

განვითარების არგანხორციელების („ნულოვანი ალტერნატივის“) სცენარის ჩართვას სგშ-ის პროცესში;

ალტერნატიული / შემოვლითი სატრანსპორტო გზის დეტალიზაციას ან მისი არგანხორციელების სცენარის სრულფასოვან გათვალისწინებას;

განხორციელებადობის რისკების (ფინანსური და ინსტიტუციური) შეფასებას;

მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმების, ასევე პასუხისმგებელი ინსტიტუციების მკაფიო განსაზღვრას;

საზოგადოებრივი მონაწილეობის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების უზრუნველყოფას.

ვფიქრობ, აღნიშნული საკითხების დაზუსტების გარეშე სკოპინგის ანგარიში ვერ უზრუნველყოფს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მიზნებს და საჭიროებს გადამუშავებას.

სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი
ელისო ჯანაშია

დღეს გაირკვა, რომ თურმე ამ უვარგისი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებით ამარაგებდნენ თავდაცვისა და შინაგან ს...
20/02/2026

დღეს გაირკვა, რომ თურმე ამ უვარგისი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებით ამარაგებდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ისეთი საკვებით კვებავდნენ, რომლის ექსპერტიზაც თურმე იმიტომ ვერ ჩატარდა, რომ ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამ და მისი მფლობელის სხვა კომპანიას ჯამში 27 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული. წლების მანძილზე თავდაცვასა და შსს-ს ამარაგებდა საკვები პროდუქტებით.

გაძვირებული ფასების კომისიაზე მოწვეულმა ბიზნესმენმა იცით რა თქვა? ქართული გაუყინავი და მაღალი ხარისხის პროდუქციას აზერბაიჯანში ვაგზავნით, იქაური ჯარისკაცებისთვისო.

ანტიქართული ოცნება კი, აქაურ მწარმოებლებს და ადგილობრივ ბიზნესებს კი არ უწყობს ხელს, რომ მათი პროდუქცია შეისყიდონ და ამით მაინც გააძლიერონ.

არამედ, რუსეთიდან შემოტანილ ნაგავს, იაფფასიან პროდუქტებს ყიდულობს ქართველი ჯარისკაცებისთვის, ისეთს რომლის შემოწმებაც კი საშიშია თურმე არათუ მირთმევა.

ასე უღირსად და შეურაცხმყოფელად მტერიც არ მოქცევია ქართულ ჯარს. ამდენი ყვლეფა, შერცხვენა, ლაფში ამოსვრა. და მერე ამდენი მდუმარება ყველას მხრიდან - მეტისმეტია.

სალომე სიმონია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის  41 დეპუტატს, მათ შორის ფოთელ ...
21/01/2026

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის 41 დეპუტატს, მათ შორის ფოთელ გიორგი ხახუბიას, კავშირი აქვს ბიზნესთან.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი.

„7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;

13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;

იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ - 465,900,569 ლარი მიიღეს.

მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი.

აქედან,
66 500 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“,
39 000 ლარი „ხალხის ძალას“, ხოლო
2 633 086 ლარი „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილს)“.

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).

„გამჭვირვალობის“ თანახმად, 5 -ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

ვასილ ჩიგოგიძე – 21
გიორგი ჭყონია – 20
გიორგი ბარვენაშვილი – 11
ბეჟან წაქაძე – 8
ზაალ დუგლაძე 7
გიორგი ხახუბია – 6
ირაკლი კირცხალია – 6

7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465,900,569 ლარი.

13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი

ფოთის მიმდებარედ ისევ წაუკიდეს  ბალახებს, რამაც ცეცხლი გააძლიერა და მიმდებარედ ტყის ფართობს მოედო. მონადირეთა გავრცელებუ...
13/01/2026

ფოთის მიმდებარედ ისევ წაუკიდეს ბალახებს, რამაც ცეცხლი გააძლიერა და მიმდებარედ ტყის ფართობს მოედო.

მონადირეთა გავრცელებული შეხედულებით, უკეთესი ნადირობისთვის ეწერი ყოველწლიურად უნდა გადაიწვას, რაც კანონდარღვევასთან ერთად ანადგურებს ფლორას და ფაუნას.

პოლიცია და სხვა მაკონტროლებლები მხილოდ ხანძრის შემდეგ რეაგირებენ და აღნიშნული მავნებლობისთვისბარავინ დასჯილა.

წელს ცეცხლი კიდევ უფრო გავრცელდა და საფრთხე შეიქმნა დასახლებულ პუნქტსაც, თუმცა არც პრევენციულად ხდება გაფრთხილება, აღნიშნული ქმედების ასაკრძალად.

ფოტო: ალექსანდერე ქავთარაძესი

Address

Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights:

Share